წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 27 მაისის №257/22 გადაწყვეტილებაში დამატებების შეტანის შესახებ

ნომერი: 346 / 19

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 15, 2011

მიღების თარიღი ივლისი 08, 2011

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” კომისიის 2011 წლის 27 მაისის №257/22 გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-41 და მე-42 პუნქტები:

”41. დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ”მ” ქვეპუქტში მითითებულ კომისიის აპარატში დასაქმებულ დ.ქუთათელაძეს ავტორიზებული პირების მიერ მომხმარებლებისათვის შეთავაზებული მომსახურებების საკონტროლო შესყიდვების განხორციელება;

42. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე), დ.ქუთათელაძის შესაბამისი მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, საკონტროლო შესყიდვების განსახორციელებლად სათანადო თანხის გამოყოფა;”

2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის წევრები:                                                                          ს. ბრიტანჩუკი

კ. კვიტაიშვილი

ა. სიხარულიძე

ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები