საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 17 ივნისის № 408/21 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმებში (იურიდიული პირისთვის და ინდივიდუალური მეწარმისთვის) ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 15, 2011
მიღების თარიღი ივლისი 08, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზრის ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებით საჭიროა განხორციელდეს კომისიის 2005 წლის 17 ივნისის №408/21 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმებში (იურიდიული პირისთვის და ინდივიდუალური მეწარმისთვის) შესაბამისი ცვლილებები და დამატებები.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. კომისიის 2005 წლის 17 ივლისის №408/21 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმების (იურიდიული პირისთვის და ინდივიდუალური მეწარმისთვის) B.F.1 პუნქტს (ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ქვეპუნქტი:
”4. ტექსტური შეტყობინების მომსახურება”;
2. კომისიის 2005 წლის 17 ივლისის №408/21 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმებს (იურიდიული პირისთვის და ინდივიდუალური მეწარმისთვის) დაემატოს შემდეგი შინაარსის B.F.6 პუნქტი:
” B.F.6 გამოძახებითი აუდიო-ვიზუალური მომსახურება (video on demand)”
3. შევიდეს ცვლილება კომისიის 2005 წლის 17 ივლისის №408/21 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმების (იურიდიული პირისთვის და ინდივიდუალური მეწარმისთვის) B.F.4 პუნქტში და ორივე ფორმაში B.F.4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
” B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი
1. ტელემაუწყებლობის ტრანზიტი;
2. რადიომაუწყებლობის ტრანზიტი;”
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) აღნიშნული გადაწყვეტილების ავტორიზებული პირებისთვის გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ. N6) ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შერსრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
