წვდომის მენიუ

ააიპ „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის“ სანქცირების შესახებ

ნომერი: 348 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 15, 2011

მიღების თარიღი ივლისი 08, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“.

კომისია აღნიშნავს, რომ 2011 წლის 24 ივნისს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის  სამსახურებრივი ბარათი (24.06.2011 N10/517-11) ააიპ „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის“ მიერ კომისიაში ინფორმაციის წარმოუდგენლობასთან დაკავშირებით; კერძოდ, სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ კომისიამ 2011 წლის 31 მაისის წერილით №04/1100–11 მიმართა ააიპ „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდს“ (კერძო მაუწყებლობის სპეციალიზებული ლიცენზია №B108) მის მიერ თვითრეგულირების სისტემისა და საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმის შესაქმნელად გატარებული ღონისძიებების,  შემუშავებული ყველა შესაბამისი დოკუმენტების ასლის და პასუხისმგებელ პირთა სიის (რომლებიც დასაქმებულნი არიან თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში) შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის მოთხოვნით. ზემოაღნიშნული წერილი კომპანიას ჩაბარდა 2011 წლის 2 ივნისს, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა, 2011 წლის 24 ივნისის მდგომარებით ააიპ „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის“ მიერ კომისიაში ზემოაღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილი არ არის.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2011 წლის  29 ივნისს  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, ააიპ „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის” სანქცირების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2011 წლის 8 ივლისს, რის თაობაზეც ააიპ ,,ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდს” ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი შეტყობინებით (29.06.2011 N03/1344-11) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2011 წლის 8 ივლისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა ააიპ „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის“ წარმომადგენელი ბატონი მირიან კიკნაძე, რომელმაც აღიარა დარღვევის ფაქტი და აღნიშნა, რომ მათ მიერ ინფორმაცია დაუყოვნებლივ იქნება კომისიაში წარმოდგენილი;

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (24.06.2011 N10/517-11);

2. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ლიცენზიის მფლობელ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;

3. კომისიის მიერ ააიპ „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდისთვის“ მიწერილი წერილი (N04/1100-11 31.05.2011);

4. შპს „საქართველოს ფოსტისგან“ მიღებული საფოსტო ქვითარი N149;

5. კომისიის მიერ ააიპ „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (29.06.2011 N03/1344-11);

4. ააიპ „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება;

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. ააიპ ,,ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდი” წარმოადგენს კერძო მაუწყებლობის NB108 ლიცენზიის მფლობელს, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვალდებულია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის საფუძველზე, შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას;

2. კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცდა „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“, რომლის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრა, რომ  თვითრეგულირების სისტემა და საჩივრის განხილვის მიუკერძოებელი და სამართლიანი პროცედურების დადგენა და ამოქმედება საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელებმა, რომლებიც ახორციელებენ საერთო მაუწყებლობას  და მაუწყებლობენ ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებით განსაზღვრულ ყველა სამაუწყებლო ზონაში უნდა უზრუნველყონ  კოდექსის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში, ხოლო ყველა სხვა სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელმა კოდექსის მიღებიდან 1 წლის განმავლობაში.

3. კომისიამ 2011 წლის 31 მაისს წერილით N04/1100-11 მიმართა ააიპ „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდს“ მის მიერ თვითრეგულირების სისტემისა და საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმის შესაქმნელად გატარებული ღონისძიებების,  შემუშავებული ყველა შესაბამისი დოკუმენტების ასლის და პასუხისმგებელ პირთა სიის (რომლებიც დასაქმებულნი არიან თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში) შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის მოთხოვნით. ზემოაღნიშნული წერილი კომპანიას ჩაბარდა 2011 წლის 2 ივნისს (აღნიშნულს ადასტურებს შპს „საქართველოს ფოსტიდან“ მიღებული საფოსტო ქვითარი N149);

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70–ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიას უფლება აქვს ლიცენზიის მფლობელისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, ხოლო ამავე მუხლის მე–7 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინონ მოთხოვნიდან 15  დღის ვადაში.

5. 2011 წლის 24 ივნისის მდგომარეობით (ისევე როგორც საკითხის განხილვის დღისთვის 08.07.2011) ააიპ „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის“ მიერ კომისიაში არ იქნა წარმოდგენილი კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია ააიპ „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდს“ მის მიერ თვითრეგულირების სისტემისა და საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმის შესაქმნელად გატარებული ღონისძიებების,  შემუშავებული ყველა შესაბამისი დოკუმენტების ასლის და პასუხისმგებელ პირთა სიის (რომლებიც დასაქმებულნი არიან თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში) თაობაზე;

6. ააიპ „ეკონომისტთა და მეწარმეთა“ ფონდის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქცია;

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის“ მიერ  კომისიისთვის ინფორმაციის წარმოუდგენლობა აბრკოლებს კომისიის მიერ საკუთარი ფუნქციების შესრულებას, კერძოდ ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო კომისიისთვის უცნობია კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელის ააიპ „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის“ მიერ შექმნილია თუ არა თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას და რომლის შექმნის ვალდებულებაც ლიცენზიის მფლობელს დაკისრებული აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელი წერილობით გააფრთხილოს.

გამომდინარე იქიდან, რომ ააიპ „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის“ მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის  მე-7 პუნქტის მოთხოვნა, კერძოდ კომისიის წერილობითი მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია ააიპ „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის“ მიერ თვითრეგულირების სისტემისა და საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმის შესაქმნელად გატარებული ღონისძიებების,  შემუშავებული ყველა შესაბამისი დოკუმენტების ასლის და პასუხისმგებელ პირთა სიის (რომლებიც დასაქმებულნი არიან თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში) შესახებ, კომისიას მიაჩნია, რომ ააიპ „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის“ მიმართ სანქციის სახით გამოყენებული უნდა იქნას გაფრთხილება და ამავე დროს, ააიპ „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდს“ უნდა დაევალოს ზემოაღნიშნული ინფორმაციის კომისიაში დაუყოვნებლივ წარმოდგენა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-2, მე-5 და მე-7 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მიეცეს გაფრთხილება ააიპ „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდი“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-7 პუნქტის დარღვევის გამო;

2. დაევალოს ააიპ „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდს“ კომისიაში დაუყოვნებლივ წარმოადგინოს ინფორმაცია ააიპ „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის“ მიერ თვითრეგულირების სისტემისა და საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმის შესაქმნელად გატარებული ღონისძიებების,  შემუშავებული ყველა შესაბამისი დოკუმენტების ასლის და პასუხისმგებელ პირთა სიის (რომლებიც დასაქმებულნი არიან თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში) შესახებ;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების ააიპ „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ N6) ერთი  თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის ააიპ „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ.რატიშვილი);

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

            კომისიის წევრები:                                                                ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                            კ.კვიტაიშვილი

                                                                                                            ა.სიხარულიძე

                                                                                                            ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები