წვდომის მენიუ

შპს ”სერვისისათვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 358 / 15

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 20, 2011

მიღების თარიღი ივლისი 15, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (20.06.2011 №7/246-11) მიმართა შპს ”სერვისმა” ციფრების სამნიშნა კომბინაციის - 003 ნუმერაციის რესურსის მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე.

      კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სერვისს”, კომისიის 2010 წლის 25 ივნისის №284/15 გადაწყვეტილებით, მინიჭებული ჰქონდა ნუმერაციის რესურსი 003 დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 1 წლის ვადით, 2011 წლის 14 ივლისამდე საქართველოს ტერიტორიაზე.

     შპს ”სერვისი” ახორციელებს მოსახლეობის მომსახურებას შემდეგ სფეროებში: საყოფაცხოვრებო ტექნიკის ადგილზე შეკეთება და მონტაჟი; სანტექნიკოსის გამოძახება; ტექნიკოსის გამიძახება; ბინების და ოფისების დალაგება; ავეჯის გადაზიდვა; კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა; საინფორმაციო მომსახურება; საშუამავლო, საკურიერო, საექსკურსიო და სარეკლამო მომსახურება; სამედიცინო მომსახურება.

    კომისია  აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

კომისია  ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა №355 დადგენილება „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა მოკლე ნომრების სტრუქტურა, ფორმატი, განაწილება და სარგებლობა. დებულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, 1XX (XXX) ფორმატის მოკლე ნომრების (კოდების) ზონა მოიცავს მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორების არჩევის კოდებს, ელექტრო­ნული საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორების საინფორმაციო-საც­ნობარო და საავარიო მომსახურების, საგანგებო (ექსტრემალური) სამსახუ­რების, მუნიციპალური და სხვა საავარიო-სამაშველო, საზოგადოებრივი, საინ­ფორმაციო, საცნობარო, სამედიცინო და სოციალური დახმარების სამსახუ­რების ნომრებსა და კოდებს. ამავე დებულების დანართი №4-ით განისაზღვრა ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის ძირითადი ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონიძიებათა გეგმა, რომლის შესაბამისად, ახალ სისტემაზე გადასვლა უნდა მოხდეს ეტაპობრივად. მოკლე ნომრების ახალ ფორმატზე 1XX (XXX) გადასვლა მოხდება კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან.

გამომდინარე იქედან, რომ შპს ”სერვისი” მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს შპს ”სერვისი”-ს მოთხოვნა და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს შპს ”სერვისს” ნუმერაციის რესურსი 1-6-0-0-3 (ერთი-ექვსი-ნული-ნული-სამი) საქართველოს ტერიტორიაზე. გარდამავალ ეტაპზე, ნუმერაციის ახალი ეროვნული სისტემით გათვალისწინებული ახალი ნუმერაციის რესურსის 1-6-0-0-3 (ერთი-ექვსი-ნული-ნული-სამი) აქტივაციის კომისიის მიერ განსაზღვრულ თარიღამდე, შპს ”სერვისი” უფლებამოსილი იქნება მომსახურება გაწიოს სამნიშნა ნუმერაციის რესურსით 0-0-3 (ნული-ნული-სამი).

   ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავის და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს ”სერვისს” ნუმერაციის რესურსი - 1-6-0-0-3 (ერთი-ექვსი-ნული-ნული-სამი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით, 2011 წლის - 14 ივლისიდან,  2012 წლის 14 ივლისამდე საქართველოს ტერიტორიაზე;

2. ნუმერაციის ახალი ეროვნული სისტემით გათვალისწინებული ახალი ნუმერაციის რესურსის 1-6-0-0-3 (ერთი-ექვსი-ნული-ნული-სამი) აქტივაციის კომისიის მიერ განსაზღვრულ თარიღამდე, შპს ”სერვისი” უფლებამოსილია არაავტორიზებადი საქმიანობა განახორციელოს 0-0-3 (ნული-ნული-სამი) ნუმერაციის რესურსით;

3.  შპს ”სერვისი” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

4.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს ”სერვისისთვის” ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი  თვის ვადაში;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომარე                                                    ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები                                                                კ.კვიტაიშვილი

ა. სიხარულიძე

ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები