წვდომის მენიუ

შპს “მობიტელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№ N11, N102, N109, N112 და N126 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 16 დეკემბრის №789/22, 2009 წლის 06 ნოემბრის №591/5, 2008 წლის 26 სექტემბრის №559/1 და 2007 წლის 29 ივნისის №365/1 და 20 დეკე

ნომერი: 36 / 23

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 02, 2011

მიღების თარიღი იანვარი 28, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართა (7/35-11, 7/36-11, 7/37-11, 7/38-11, 7/39-11, 24/10/2010)  შპს „მობიტელმა“, კომპანიის კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№ N11, N102, N109, N112 და N126 ლიცენზიების მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს ”მობიტელი” თმობს კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიების საფუძველზე მასზე მინიჭებული ნუმერაციის რესურსის ნაწილს და იტოვებს:

 ა) № N11 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან 8-9-7 (1 000 000 სააბონენტო ნომერი) - 395 867 (სამას ოთხმოცდათხუთმეტი ათას რვაას სამოცდაშვიდი) სააბონენტო ნომერს;

ბ) № N102 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან 8-7-9 (1 000 000 სააბონენტო ნომერი) – 157 453 (ას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხას ორმოცდაცამეტი) სააბონენტო ნომერს;

გ) № N109 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან 8-7-1 (1 000 000 სააბონენტო ნომერი) – 209 282 (ორას ცხრა ათას ორას ოთხმოცდაორი) სააბონენტო ნომერს;

დ) № N126 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან 8-7-4 (1 000 000 სააბონენტო ნომერი) – 215 663 (ორას თხუთმეტი ათას ექვსას სამოცდასამი) სააბონენტო ნომერს;

ე) № N112 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან 8-9-2 (1 000 000 სააბონენტო ნომერი) – 294 608 (ორას ოთხმოცდათოთხმეტი ათას ექვსას რვა ) სააბონენტო ნომერს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მობიტელი” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიებს, კერძოდ:

1.ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N11 ლიცენზიას, კომისიის 2005 წლის 16 დეკემბრის №789/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-9-7 (რვა-ცხრა-შვიდი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 23.07.2013 წ-მდე;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსის გამოყენებით დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა 2005 წლის 16 დეკემბრიდან ერთი წლის განმავლობაში;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.”

2. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N102 ლიცენზიას, კომისიის 2007 წლის 29 ივნისის №365/1 გადაწყვეტილების შესაბამისად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-7-9 (რვა-შვიდი-ცხრა) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 29 ივნისამდე;

გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წლის განმავლობაში;

ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

3. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N109 ლიცენზიას, კომისიის 2007 წლის 20 დეკემბრის  №781/1  გადაწყვეტილების შესაბამისად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-7-1 (რვა-შვიდი-ერთი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 20 დეკემბრამდე;

გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება: 2007 წლის 20 დეკემბრიდან 1(ერთი) წლის განმავლობაში;

ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

4. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N112 ლიცენზიას, კომისიის 2009 წლის 06 ნოემბრის №591/5  გადაწყვეტილების შესაბამისად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-9-2 (რვა-ცხრა-ორი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 2 მაისამდე;

გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყება ლიცენზიის გადაპირებისთანავე;

ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

5. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N126 ლიცენზიას, კომისიის 2008 წლის 26 სექტემბრის №559/1 გადაწყვეტილების შესაბამისად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-7-4 (რვა-შვიდი-ოთხი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 26 სექტემბრამდე;

გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წლის განმავლობაში;

ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება; ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.

   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად,  ლიცენზირებასთან  და სატელეკომუნიკაციო სიხშირის განაწილებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.

 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”მობიტელის” ნუმერაციის რესურსით  სარგებლობის №№ N11, N102, N109, N112 და N126 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის  16 დეკემბრის №789/22, 2009 წლის 06 ნოემბრის №591/5,  2008 წლის 26 სექტემბრის №559/1 და 2007 წლის 29 ივნისის №365/1 და 20 დეკემბრის  №781/1  გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის  მიზნით;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2011 წლის 25 თებერვალს 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე         (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”მობიტელისათვის” გაგზავნა (დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით (ნ. ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის წევრი                                                                                                  ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                 ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები