ააიპ ”საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიცინის განვითარების ფონდისათვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 27, 2011
მიღების თარიღი ივლისი 22, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (01.072011 №6/2819-11) მიმართა ააიპ ”საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდმა” ციფრების ექვსნიშნა კომბინაციის - 116111 ნუმერაციის რესურსის მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე. კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ ”საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდს”, კომისიის 2010 წლის 13 აგვისტოს №389/15 გადაწყვეტილებით, მინიჭებული ჰქონდა ნუმერაციის რესურსი 8065 დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 1 წლის ვადით, 2011 წლის 14 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე.ააიპ”საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდი” ახორციელებს სატელეფონო დახმარებას ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რომლის ძირითადი დანიშნულებაა უზრუნველყოს ძალადობის მსხვერპლ და რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების სასწრაფო მხარდაჭერა და/ან საჭიროების შემთხვევაშიდააკავშიროს ის ხანგრძლივი სერვისის მქონე ორგანიზაციასთან.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა №355 დადგენილება „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა მოკლე ნომრების სტრუქტურა, ფორმატი, განაწილება და სარგებლობა. ამავე დებულების დანართი №4-ით განისაზღვრა ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის ძირითადი ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონიძიებათა გეგმა, რომლის შესაბამისად ახალ სისტემაზე გადასვლა უნდა მოხდეს ეტაპობრივად. კერძოდ, კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან მოხდება მოკლე ნომრების ახალ ფორმატზე 1XX (XXX) გადასვლა. ამასთან „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების №3 დანართის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურებისათვის განსაზღვრულია ნუმერაციის რესურსი 116XXX ფორმატით, რომელიც ამავე დებულების მე-11 მუხლის ”გ” პუნქტის შესაბამისად ააიპ ”საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდს” უნდა მიენიჭოს უვადოდ.
გამომდინარე იქედან, რომ ააიპ ”საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდი” მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს ააიპ ”საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდის” მოთხოვნა და „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებიდან” გამომდინარე მიანიჭოს ააიპ ”საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდს” ნუმერაციის რესურსი 1-1-6-1-1-1 (ერთი-ერთი-ექვსი-ერთი-ერთი-ერთი) საქართველოს ტერიტორიაზე; ამასთან, გარდამავალ ეტაპზე ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემაზე გადასვლის კომისიის მიერ განსაზღვრულ თარიღამდე, ააიპ ”საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდი” უფლებამოსილი იქნება ზემოაღნიშნული მომსახურება გაწიოს ოთხნიშნა ნუმერაციის რესურსით 8-0-6-5 (რვა-ნული-ექვსი-ხუთი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №3 და №4 დანართების, ასევე მე-11 მუხლის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს ააიპ ”საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდს” ნუმერაციის რესურსი - 1-1-6-1-1-1 (ერთი-ერთი-ექვსი-ერთი-ერთი-ერთი) საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურისათვის, უვადოდ, 2011 წლის 14 აგვისტოდან, საქართველოს ტერიტორიაზე;
2. ნუმერაციის ახალი ეროვნული სისტემით გათვალისწინებული ახალი ნუმერაციის რესურსის 1-1-6-1-1-1 (ერთი-ერთი-ექვსი-ერთი-ერთი-ერთი) აქტივაციის კომისიის მიერ განსაზღვრულ თარიღამდე, ააიპ ”საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდი” უფლებამოსილია არაავტორიზებადი საქმიანობა (საზოგადოებრივი მომსახურების სამსახური) განახორციელოს 8-0-6-5 (რვა-ნული-ექვსი-ხუთი) ნუმერაციის რესურსით;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ააიპ ”საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდისათვის” ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
ა. სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
