წვდომის მენიუ

შპს ”უნიდენტისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 370 / 15

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 27, 2011

მიღების თარიღი ივლისი 22, 2011

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (08.07.2011 №7/284-11) მიმართა შპს ”უნიდენტმა” ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის - 0001 ნუმერაციის რესურსის მინიჭებასთან დაკავშირებით ქ. თბილისში.კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”უნიდენტს”, კომისიის 2010 წლის 20 აგვისტოს №403/15 გადაწყვეტილებით, მინიჭებული ჰქონდა ნუმერაციის რესურსი 0001 დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 1 წლის ვადით, 2011 წლის 21 აგვისტომდე ქ. თბილისში.შპს ”უნიდენტი” ახორციელებს მომხმარებლის საინფორმაციო მომსახურებას, რაც გულისხმობს პაციენტებისთვის სატელეფონო კონსულტაციების გაწევას. კომისია  აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ნებართვით, ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

კომისია  ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა №355 დადგენილება „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა მოკლე ნომრების სტრუქტურა, ფორმატი, განაწილება და სარგებლობა. დებულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, 1XX (XXX) ფორმატის მოკლე ნომრების (კოდების) ზონა მოიცავს მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორების არჩევის კოდებს, ელექტრო­ნული საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორების საინფორმაციო-საც­ნობარო და საავარიო მომსახურების, საგანგებო (ექსტრემალური) სამსახუ­რების, მუნიციპალური და სხვა საავარიო-სამაშველო, საზოგადოებრივი, საინ­ფორმაციო, საცნობარო, სამედიცინო და სოციალური დახმარების სამსახუ­რების ნომრებსა და კოდებს. ამავე დებულების დანართი №4-ით განისაზღვრა ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის ძირითადი ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონიძიებათა გეგმა, რომლის შესაბამისად, ახალ სისტემაზე გადასვლა უნდა მოხდეს ეტაპობრივად. მოკლე ნომრების ახალ ფორმატზე 1XX (XXX) გადასვლა მოხდება კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან.

გამომდინარე იქედან, რომ შპს ”უნიდენტი” მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს შპს ”უნიდენტის” მოთხოვნა და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს შპს ”უნიდენტს” ნუმერაციის რესურსი 1-6-0-3-1 (ერთი-ექვსი-ნული-სამი-ერთი) ქ. თბილისში. გარდამავალ ეტაპზე, ნუმერაციის ახალი ეროვნული სისტემით გათვალისწინებული ახალი ნუმერაციის რესურსის 1-6-0-3-1 (ერთი-ექვსი-ნული-სამი-ერთი) აქტივაციის კომისიის მიერ განსაზღვრულ თარიღამდე, შპს ”უნიდენტი” უფლებამოსილი იქნება მომსახურება გაწიოს ოთხნიშნა ნუმერაციის რესურსით 0-0-0-1 (ნული-ნული-ნული-ერთი).

            ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავის და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს ”უნიდენტს” ნუმერაციის რესურსი - 1-6-0-3-1 (ერთი-ექვსი-ნული-სამი-ერთი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით, 2011 წლის - 21 აგვისტოდან,  2012 წლის 21 აგვისტომდე ქ. თბილისში;

2. ნუმერაციის ახალი ეროვნული სისტემით გათვალისწინებული ახალი ნუმერაციის რესურსის 1-6-0-3-1 (ერთი-ექვსი-ნული-სამი-ერთი) აქტივაციის კომისიის მიერ განსაზღვრულ თარიღამდე, შპს ”უნიდენტი” უფლებამოსილია არაავტორიზებადი საქმიანობა განახორციელოს 0-0-0-1 (ნული-ნული-ნული-ერთი) ნუმერაციის რესურსით;

3.  შპს ”უნიდენტი” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

4.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს ”უნიდენტისათვის” ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი  თვის ვადაში;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                               კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრები                                                                ს.ბრიტანჩუკი

                                                                                             ა. სიხარულიძე

                                                                                             ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები