წვდომის მენიუ

ინდ. მეწარმე ”დავით ხაჩიძესთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 371 / 15

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 27, 2011

მიღების თარიღი ივლისი 22, 2011

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (31.05.2011 №7/226-10) მიმართა ინდ. მეწარმე ”დავით ხაჩიძემ” ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსის მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე. 

კომისია აღნიშნავს, რომ ინდ. მეწარმე ”დავით ხაჩიძეს” კომისიის 2010 წლის 23 ივლისის №343/15 გადაწყვეტილებით, მინიჭებული ჰქონდა ნუმერაციის რესურსი 8064 დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 1 წლის ვადით, 2011 წლის 23 ივლისამდე საქართველოს ტერიტორიაზე.

ინდ. მეწარმე ”დავით ხაჩიძე”  ახორციელებს მომხმარებლების საინფორმაციო მომსახურებას.

კომისია  აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ნებართვით ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

კომისია  ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა №355 დადგენილება „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა მოკლე ნომრების სტრუქტურა, ფორმატი, განაწილება და სარგებლობა. ამავე დებულების დანართი №4-ით განისაზღვრა ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის ძირითადი ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონიძიებათა გეგმა, რომლის შესაბამისად ახალ სისტემაზე გადასვლა უნდა მოხდეს ეტაპობრივად. კერძოდ, კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან მოხდება მოკლე ნომრების ახალ ფორმატზე 1XX (XXX) გადასვლა.

გამომდინარე იქედან, რომ ინდ. მეწარმე ”დავით ხაჩიძე”   მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს ინდ. მეწარმე ”დავით ხაჩიძეს”  მოთხოვნა და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს ინდ. მეწარმე ”დავით ხაჩიძეს”  ნუმერაციის რესურსი 1-6-0-6-4 (ერთი-ექვსი-ნული-ექვსი-ოთხი) საქართველოს ტერიტორიაზე.   გარდამავალ ეტაპზე, ნუმერაციის ახალი ეროვნული სისტემით გათვალისწინებული ახალი ნუმერაციის რესურსის 1-6-0-6-4 (ერთი-ექვსი-ნული-ექვსი-ოთხი) აქტივაციის კომისიის მიერ განსაზღვრულ თარიღამდე, ინდ. მეწარმე ”დავით ხაჩიძე”   უფლებამოსილი იქნება მომსახურება გაწიოს ოთხნიშნა ნუმერაციის რესურსით 8-0-6-4 (რვა-ნული-ექვსი-ოთხი).

            ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის,  საქართველოს ზოგადადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავის და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს ინდ. მეწარმე ”დავით ხაჩიძეს”  ნუმერაციის რესურსი - 1-6-0-6-4 (ერთი-ექვსი-ნული-ექვსი-ოთხი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით, 2011 წლის - 23 ივლისიდან,  2012 წლის 23 ივლისამდე, საქართველოს ტერიტორიაზე;

2. ნუმერაციის ახალი ეროვნული სისტემით გათვალისწინებული ახალი ნუმერაციის რესურსის 1-6-0-6-4 (ერთი-ექვსი-ნული-ექვსი-ოთხი) აქტივაციის კომისიის მიერ განსაზღვრულ თარიღამდე, ინდ. მეწარმე ”დავით ხაჩიძე” უფლებამოსილია არაავტორიზებადი საქმიანობა განახორციელოს 8-0-6-4 (რვა-ნული-ექვსი-ოთხი) ნუმერაციის რესურსით;

3.  ინდ. მეწარმე ”დავით ხაჩიძე”  არ არის უფლებამოსილი ზემოაღნიშნული ნუმერაციის რესურსები გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

4.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ინდ. მეწარმე ”დავით ხაჩიძესთვის” ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი  თვის ვადაში;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                               კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრები                                                                ს.ბრიტანჩუკი

                                                                                            ა. სიხარულიძე

                                                                                             ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები