მოქალაქე ლია კილაძის, შპს „ლიბერალის“, ინდ. მეწარმე „ოთარ ქათამაძის“, შპს „საქართველოს უნივერსიტეტის“, შპს „ტელერადიოკომპანია ევრიკას“, შპს „დელტას“,შპს „კავკასიის უნივერსიტეტის“, ინდ. მეწარმე „მერაბ შაინიძის“, მოქალაქე ნინო რატიანის და შპს „სამაუწყებლო კ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 28, 2011
მიღების თარიღი ივლისი 22, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ მოქალაქე ლია კილაძემ (16/12/2010, №9/83-10), შპს „ლიბერალმა“ (06/08/2010, №7/281-10), ინდ. მეწარმე „ოთარ ქათამაძემ“ (18/01/2008, №7/21-08), შპს „საქართველოს უნივერსიტეტმა“ (24/01/2008, №7/29-08), შპს „ტელერადიოკომპანია ევრიკამ“ (08/05/2008, №7/178-08), შპს „დელტამ“ (29/05/2009, №7/182-09), შპს „კავკასიის უნივერსიტეტმა“ (31/03/2008, №7/119-08), ინდ. მეწარმე „მერაბ შაინიძემ“ (10/03/2008, 7/86-08), მოქალაქე ნინო რატიანმა (28/03/2011, 26/57) და შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა“ (15/04/2008, 7/149-08 და 16/05/2008, №6/956-08) კომისიას მიმართეს განცხადებებით მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ „ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად გასატარებელ ღონისძიებათა და რიგ განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე“ კომისიის 2008 წლის 22 მაისის №279/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია სამაუწყებლო სფეროში ლიცენზირებადი საქმიანობის დაწყების მსურველთა ოდენობის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარება და ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენა, რის შემდგომაც, კომისიას შესაძლებლობა ექნებოდა განეხორციელებინა შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოებები ლიცენზიის გაცემის თაობაზე დამტკიცებული ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების შესაბამისად. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენამდე შეჩერებულ იქნა სამაუწყებლო ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებები, რის შესახებაც ეცნობათ ლიცენზიის მაძიებლებს; მათ ასევე განემარტათ, რომ კომისიის მიერ ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენისთანავე განახლდებოდა ადმინისტრაციული წარმოება მათ მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებებთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 18 აპრილის №190/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე, განისაზღვრა ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტები და განახლდა ადმინისტრაციული წარმოება კომისიაში სამაუწყებლო ლიცენზიის მიღებასთან დაკავშირებით შემოსულ ყველა განცხადებაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ლიცენზიის მაძიებლების მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადებები არ შეესაბამებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, მოთხოვნის დასაზუსტებლად წერილობით მიმართა ლიცენზიის ყველა იმ მაძიებელს, მათ შორის მოქალაქე ლია კილაძეს (№03/874-11, 03/05/11), შპს „ლიბერალს“ (№03/816-11, 29/04/11), ინდ. მეწარმე „ოთარ ქათამაძეს“ (№03/821-11, 29/04/11), შპს „საქართველოს უნივერსიტეტს“ (№03/822-11, 29/04/11), შპს „ტელერადიოკომპანია ევრიკას“ (№03-907-11, 04/05/11), შპს „დელტას“ (№03-904-11, 04/05/11), შპს „კავკასიის უნივერსიტეტს“ (№03/901-11, 04/05/11), ინდ. მეწარმე „მერაბ შაინიძეს“ (03/879-11, 03/05/11), მოქალაქე ნინო რატიანს (№03/877-11, 03/05/11) და შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს“ (№03/875-11, 03/05/11), რომელთა სალიცენზიო განცხადებებიც ხარვეზიანი იყო და კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის და დაზუსტებული განცხადებების წარმოდგენის მიზნით განუსაზღვრა ვადა – 2011 წლის 1 ივნისამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ წერილები მოთხოვნის დაზუსტებასთან დაკავშირებით ჩაბარდათ მოქალაქე ლია კილაძეს (№03/874-11, 10/05/11), შპს „ლიბერალს“ (№03/816-11, 01/05/11), ინდ. მეწარმე „ოთარ ქათამაძეს“ (№03/821-11, 02/05/11), შპს „საქართველოს უნივერსიტეტს“ (№03/822-11, 04/05/11), შპს „ტელერადიოკომპანია ევრიკას“ (№03-907-11, 06/05/11), შპს „დელტას“ (№03-904-11, 11/05/11), შპს „კავკასიის უნივერსიტეტს“ (№03/901-11, 06/05/11), ინდ. მეწარმე „მერაბ შაინიძეს“ (03/879-11, 11/05/11), მოქალაქე ნინო რატიანს (№03/877-11, 04/05/11) და შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს“ (№03/875-11, 06/05/11), რასაც ადასტურებს შპს „საქართველოს ფოსტიდან“ მიღებული საფოსტო ქვითრები.
კომისია აღნიშნავს, რომ მოქალაქე ლია კილაძეს, შპს „ლიბერალს“, ინდ. მეწარმე „ოთარ ქათამაძეს“, შპს „საქართველოს უნივერსიტეტს“, შპს „ტელერადიოკომპანია ევრიკას“, შპს „დელტას“, შპს „კავკასიის უნივერსიტეტს“, ინდ. მეწარმე „მერაბ შაინიძეს“, მოქალაქე ნინო რატიანს და შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს“ არ წარმოუდგენიათ კომისიაში დაზუსტებული სალიცენზიო განცხადებები, ამავე დროს მათ კომისიისთვის არ მოუმართავთ ინფორმაციის წარმოდგენის ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. განუხილველად დარჩეს მოქალაქე ლია კილაძის განცხადება (16/12/2010, №9/83-10) მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების თაობაზე;
2. განუხილველად დარჩეს შპს „ლიბერალის“ განცხადება (06/08/2010, №7/281-10) მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების თაობაზე;
3. განუხილველად დარჩეს ინდ. მეწარმე „ოთარ ქათამაძის“ განცხადება (18/01/2008, №7/21-08) მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების თაობაზე;
4. განუხილველად დარჩეს შპს „საქართველოს უნივერსიტეტის“ განცხადება (24/01/2008, №7/29-08) მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების თაობაზე;
5. განუხილველად დარჩეს შპს „ტელერადიოკომპანია ევრიკას“ განცხადება (08/05/2008, №7/178-08) მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების თაობაზე;
6. განუხილველად დარჩეს შპს „დელტას“ განცხადება (29/05/2009, №7/182-09) მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების თაობაზე;
7. განუხილველად დარჩეს შპს „კავკასიის უნივერსიტეტის“ განცხადება (31/03/2008, №7/119-08) მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების თაობაზე;
8. განუხილველად დარჩეს ინდ. მეწარმე „მერაბ შაინიძის“ განცხადება (10/03/2008, 7/86-08) მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების თაობაზე;
9. განუხილველად დარჩეს მოქალაქე ნინო რატიანის განცხადება (28/03/2011, 26/57) მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების თაობაზე;
10. განუხილველად დარჩეს შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ განცხადებები (15/04/2008, №7/149-08 და 16/05/2008, №6/956-08) მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების თაობაზე;
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) ერთი თვის ვადაში;
12. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მოქალაქე ლია კილაძის, შპს „ლიბერალის“, ინდ. მეწარმე „ოთარ ქათამაძის“, შპს „საქართველოს უნივერსიტეტის“, შპს „ტელერადიოკომპანია ევრიკას“, შპს „დელტას“, შპს „კავკასიის უნივერსიტეტის“, ინდ. მეწარმე „მერაბ შაინიძის“, მოქალაქე ნინო რატიანისა და შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთისთვის“ ჩაბარების დღიდან.
13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
