შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 28, 2011
მიღების თარიღი ივლისი 22, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2011 წლის 14 ივლისს კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/2942-11) მიმართა შპს „კავკასუს ონლაინმა“, კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების მართლზომიერების დამადასტურებელი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის, ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, აგრეთვე ამ განცხადების საფუძველზე კომერციულ საიდუმლოებად საცნობი ხელშეკრულებები და მიიჩნია, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებები სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შინაარსობრივად შესაძლებელია ნაწილობრივ შეიცავდეს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები შეიცავს ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებებში ასახული სამაუწყებლო არხის/არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის პირობების შესახებ. კერძოდ:
ა) შპს „კავკასუს ონლაინსა“ და Turner Broadcasting Europe Limited-ს შორის 2011 წლის 7 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.04.2011–31.03.2014) სამაუწყებლო არხების “CNN International”–ის და “TCM/Cartoon Network”–ის რეტრანსლირების შესახებ;ბ) შპს „კავკასუს ონლაინსა“ და შპს „შამმ–2002“–ს შორის 2011 წლის 22 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება №1 (მოქმედების ვადა 01.05.2011–30.04.2012, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხის „Propoker“-ის რეტრანსლირების შესახებ;
გ) შპს „კავკასუს ონლაინსა“ და Al-Jazeera Satellite Network–ს შორის 2011 წლის 6 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.03.2011–28.02.2014) სამაუწყებლო არხის „Al-Jazeera“–ს რეტრანსლირების შესახებ;
დ) შპს „კავკასუს ონლაინსა“ და შპს „სტეპკომს“ შორის 2011 წლის 15 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება №01/01/11/34_Contr_CO (მოქმედების ვადა 15.03.2011–31.08.2011) სამაუწყებლო არხების „India TV”–ს, “Много ТВ”–ს, “Комедия ТВ”–ს, „Кухня ТВ“–ს და „Бульвар ТВ“–ს რეტრანსლირების შესახებ;
ე) შპს „კავკასუს ონლაინსა“ და შპს „სტეპკომს“ შორის 2011 წლის 15 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება №01/01/11/30_Contr_CO (მოქმედების ვადა 15.03.2011–31.12.2011) სამაუწყებლო არხის „ევროკინოს“ რეტრანსლირების შესახებ;
ვ) შპს „კავკასუს ონლაინსა“ და შპს „სტეპკომს“ შორის 2011 წლის 15 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება №01/01/11/32_Contr_CO (მოქმედების ვადა 15.03.2011–31.12.2011) სამაუწყებლო არხის „Детский“ რეტრანსლირების შესახებ;
ზ) შპს „კავკასუს ონლაინსა“ და შპს „სტეპკომს“ შორის 2011 წლის 15 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება №01/01/11/31_Contr_CO (მოქმედების ვადა 15.03.2011–31.12.2011) სამაუწყებლო არხის „ზოოპარკის“ რეტრანსლირების შესახებ;
თ) შპს „კავკასუს ონლაინსა“ და საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს შორის 2011 წლის 1 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.05.2011–01.05.2012, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხების „Fashion Channel“ და „TV XXI“ რეტრანსლირების შესახებ;
ი) შპს „კავკასუს ონლაინსა“ და საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს შორის 2011 წლის 1 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.03.2011–01.03.2012, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხების “TV 1000”-ს, “TV 1000 action”–ის, “History”–ის, “Explorer”–ის, “TV 1000 Русское Кино”–ს, “Viasat Sport”–ის, „Travel”–ის და „Культура“–ს რეტრანსლირების შესახებ;
კ) შპს „კავკასუს ონლაინსა“ და Zonemedia Broadcasting limited-ს შორის 2011 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.04.2011-31.03.2014, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხი “Extreme Sports”–ის რეტრანსლირების შესახებ;
ლ) შპს „კავკასუს ონლაინსა“ და Zonemedia Broadcasting limited-ს შორის 2011 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.04.2011-31.03.2014, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხი “Zone Reality”–ს რეტრანსლირების შესახებ;
მ) შპს „კავკასუს ონლაინსა“ და France 24“-ს შორის 2011 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.04.2011-31.12.2013, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხის „France 24“-ის რეტრანსლირების შესახებ;
ნ) შპს „კავკასუს ონლაინსა“ და Discovery Communications Europe Limited-ს შორის 2011 წლის 20 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.06.2011–01.06.2016, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხების “Discovery Channel”, “Animal Planet”, “Discovery World”, “TLC”, “Discovery Science” და “ID-Investigation Discovery” რეტრანსლირების შესახებ;
ო) შპს „კავკასუს ონლაინსა“ და Bloomberg L.P.-ს შორის 2011 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.04.2011-01.04.2012, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხის “Bloomberg”-ის რეტრანსლირების შესახებ;
პ) შპს „კავკასუს ონლაინსა“ და RTL Television GmbH-ს შორის 2011 წლის 1 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.05.2011–31.12.2013, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხის „RTL“–ის რეტრანსლირების შესახებ;
ჟ) შპს „კავკასუს ონლაინსა“ და “Euronews Societe Anonyme”-ს შორის 2011 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.06.2011-31.05.2014, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხი “Euronews“–ის რეტრანსლირების შესახებ;
რ) შპს „კავკასუს ონლაინსა“ და შპს „სიენეი ჯორჯიას“ შორის 2011 წლის 15 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 15.03.2011–15.03.2012) სამაუწყებლო არხების „Охота и Рыбалка“–ს, „Усадьба ТВ“–ს, და „Драйв“–ის რეტრანსლირების შესახებ;
ს) შპს „კავკასუს ონლაინსა“ და შპს „სიენეი ჯორჯიას“ შორის 2011 წლის 15 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 15.03.2011–15.09.2011) სამაუწყებლო არხების „RTVi“–ს და „Шансон ТВ“–ს რეტრანსლირების შესახებ;
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები შეიცავს, როგორც ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ხელშეკრულებებში ასახული სამაუწყებლო არხის/არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის პირობების შესახებ, ასევე ზოგიერთ მათგანში გათვალისწინებულია მხარეთა მიერ კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება, კომისიის აზრით, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შპს „კავკასუს ონლაინის“ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს. გასათვალისწინებელია რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების საჯაროდ დატოვებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია საჯარო რეესტრში შეიტანოს ინფორმაცია მესამე პირის ან საჯარო დაწესებულების მიერ კომერციული საიდუმლოების მოთხოვნის, მოთხოვნის თარიღის, მომთხოვნის ვინაობისა და მისამართის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 და 32-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს შპს „კავკასუს ონლაინის“ 2011 წლის 14 ივლისის განცხადება №6/2942-11;
ა) ცნობილ იქნას შპს „კავკასუს ონლაინსა“ და Turner Broadcasting Europe Limited-ს შორის 2011 წლის 7 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.04.2011–31.03.2014) სამაუწყებლო არხების “CNN International”–ის და “TCM/Cartoon Network”–ის რეტრანსლირების შესახებ, შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ბ) ცნობილ იქნას შპს „კავკასუს ონლაინსა“ და შპს „შამმ–2002“–ს შორის 2011 წლის 22 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება №1 (მოქმედების ვადა 01.05.2011–30.04.2012, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხის „Propoker“-ის რეტრანსლირების შესახებ, შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციულ საიდუმლოებად;
გ) ცნობილ იქნას შპს „კავკასუს ონლაინსა“ და Al-Jazeera Satellite Network–ს შორის 2011 წლის 6 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.03.2011–28.02.2014) სამაუწყებლო არხის „Al-Jazeera“–ს რეტრანსლირების შესახებ, შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციულ საიდუმლოებად;
დ) ცნობილ იქნას შპს „კავკასუს ონლაინსა“ და შპს „სტეპკომს“ შორის 2011 წლის 15 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება №01/01/11/34_Contr_CO (მოქმედების ვადა 15.03.2011–31.08.2011) სამაუწყებლო არხების „India TV”–ს, “Много ТВ”–ს, “Комедия ТВ”–ს, „Кухня ТВ“–ს და „Бульвар ТВ“–ს რეტრანსლირების შესახებ, შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ე) ცნობილ იქნას შპს „კავკასუს ონლაინსა“ და შპს „სტეპკომს“ შორის 2011 წლის 15 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება №01/01/11/30_Contr_CO (მოქმედების ვადა 15.03.2011–31.12.2011) სამაუწყებლო არხის „ევროკინოს“ რეტრანსლირების შესახებ, შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ვ) ცნობილ იქნას შპს „კავკასუს ონლაინსა“ და შპს „სტეპკომს“ შორის 2011 წლის 15 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება №01/01/11/32_Contr_CO (მოქმედების ვადა 15.03.2011–31.12.2011) სამაუწყებლო არხის „Детский“ რეტრანსლირების შესახებ, შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ზ) ცნობილ იქნას შპს „კავკასუს ონლაინსა“ და შპს „სტეპკომს“ შორის 2011 წლის 15 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება №01/01/11/31_Contr_CO (მოქმედების ვადა 15.03.2011–31.12.2011) სამაუწყებლო არხის „ზოოპარკის“ რეტრანსლირების შესახებ, შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციულ საიდუმლოებად;
თ) ცნობილ იქნას შპს „კავკასუს ონლაინსა“ და საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს შორის 2011 წლის 1 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.05.2011–01.05.2012, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხების „Fashion Channel“ და „TV XXI“ რეტრანსლირების შესახებ, შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ი) ცნობილ იქნას შპს „კავკასუს ონლაინსა“ და საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს შორის 2011 წლის 1 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.03.2011–01.03.2012, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხების “TV 1000”-ს, “TV 1000 action”–ის, “History”–ის, “Explorer”–ის, “TV 1000 Русское Кино”–ს, “Viasat Sport”–ის, „Travel”–ის და „Культура“–ს რეტრანსლირების შესახებ, შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციულ საიდუმლოებად;
კ) ცნობილ იქნას შპს „კავკასუს ონლაინსა“ და Zonemedia Broadcasting limited-ს შორის 2011 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.04.2011-31.03.2014, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხი “Extreme Sports”–ის რეტრანსლირების შესახებ, შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ლ) ცნობილ იქნას შპს „კავკასუს ონლაინსა“ და Zonemedia Broadcasting limited-ს შორის 2011 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.04.2011-31.03.2014, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხი “Zone Reality”–ს რეტრანსლირების შესახებ შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციულ საიდუმლოებად;
მ) ცნობილ იქნას შპს „კავკასუს ონლაინსა“ და France 24“-ს შორის 2011 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.04.2011-31.12.2013, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხის „France 24“-ის რეტრანსლირების შესახებ შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ნ) ცნობილ იქნას შპს „კავკასუს ონლაინსა“ და Discovery Communications Europe Limited-ს შორის 2011 წლის 20 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.06.2011–01.06.2016, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხების “Discovery Channel”, “Animal Planet”, “Discovery World”, “TLC”, “Discovery Science” და “ID-Investigation Discovery” რეტრანსლირების შესახებ, შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ო) ცნობილ იქნას შპს „კავკასუს ონლაინსა“ და Bloomberg L.P.-ს შორის 2011 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.04.2011-01.04.2012, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხის “Bloomberg”-ის რეტრანსლირების შესახებ, შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციულ საიდუმლოებად;
პ) ცნობილ იქნას შპს „კავკასუს ონლაინსა“ და RTL Television GmbH-ს შორის 2011 წლის 1 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.05.2011–31.12.2013, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხის „RTL“–ის რეტრანსლირების შესახებ, შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ჟ) ცნობილ იქნას შპს „კავკასუს ონლაინსა“ და “Euronews Societe Anonyme”-ს შორის 2011 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.06.2011-31.05.2014, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხი “Euronews“–ის რეტრანსლირების შესახებ, შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციულ საიდუმლოებად;
რ) ცნობილ იქნას შპს „კავკასუს ონლაინსა“ და შპს „სიენეი ჯორჯიას“ შორის 2011 წლის 15 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 15.03.2011–15.03.2012) სამაუწყებლო არხების „Охота и Рыбалка“–ს, „Усадьба ТВ“–ს, და „Драйв“–ის რეტრანსლირების შესახებ, შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ს) ცნობილ იქნას შპს „კავკასუს ონლაინსა“ და შპს „სიენეი ჯორჯიას“ შორის 2011 წლის 15 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 15.03.2011–15.09.2011) სამაუწყებლო არხების „RTVi“–ს და „Шансон ТВ“–ს რეტრანსლირების შესახებ, შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციულ საიდუმლოებად;
2.განემარტოს შპს „კავკასუს ონლაინს“, რომ კომერციულ საიდუმლოებად ვერ იქნება მიჩნეული წარმოდგენილი ხელშეკრულებების დადების თარიღი, ხელშეკრულებების მოქმედების ვადები, კონტრაჰენტი მხარეები და ხელშეკრულებათა საგანი;3. ინფორმაცია საიდუმლოდ ჩაითვალოს შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სათანადო რეესტრში შეტანა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „კავკასუს ონლაინისათვის“ დაუყონებლივ გაგზავნა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
