შპს ,,სატელიტსერვისის“ სანქცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 26, 2011
მიღების თარიღი ივლისი 22, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
კომისია აღნიშნავს, რომ 2011 წლის 28 ივნისს კომისიას განცხადებით (N6/2795-11) მომართა ააიპ „საქართველოს რეგიონულ ტელემაუწყებელთა ასოციაციამ“, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული რიგი მოთხოვნების დარღვევის თაობაზე. კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული რიგი კომპანიების მიერ ხორციელდება ცალკეული სამაუწყებლო არხების არა უცვლელი სახით გადაცემა, არამედ საკუთარი პროგრამებით მაუწყებლობა, კერძოდ, სამაუწყებლო არხებზე მიმდინარე გადაცემების შეწყვეტა და სარეკლამო რგოლების განთავსება. განცხადებას მტკიცებულების სახით თანდართული აქვს ვიდეო ჩანაწერი ელექტრონულ მატარებელზე (DVD დისკი).
კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „საქართველოს რეგიონულ ტელემაუწყებელთა ასოციაციის“ 2011 წლის 28 ივნისის განცხადების საფუძველზე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2011 წლის 13 ივლისს ქ.ქუთაისში განხორციელდა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის - შპს ”სატელიტსერვისის” შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნული შემოწმების შედეგად შედგა შემოწმების აქტი №40 და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000044.
კომისია აღნიშნავს, რომ 2011 წლის 18 ივლისს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის, გიორგი რატიშვილის სამსახურებრივი ბარათი (15.07.2011 N10/608-11) და შპს „სატელიტსერვისის“ შემოწმების თანდართული მასალები. სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ 2011 წლის 13 ივლისს, ქ.ქუთაისში, მისამართზე პავლე ინგოროყვას N67, შპს „სატელიტსერვისის“ აბონენტ ნინო გორგიძესთან ჩატარებულ იქნა შპს „სატელიტსერვისის“ შემოწმება და ამ უკანასკნელის მიმართ შედგენილ იქნა შემოწმების აქტი N40. შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ შპს ”სატელიტსერვისი” საკუთარი საკაბელო ქსელით გადაცემს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „რუსთავი 2“, „ერთსულოვნება“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის მე–2 არხი“, „რიონი“, „ტელეიმედი“, „აჭარის ტელევიზია“, „Иллюзион +“, „Еврокино“, „TV 1000 Action“, „Euronews“, „ПИК“, „RTVI”, “Дом Кино”, “National Geographic”, “Інтер +”, “Travel”, “Россия Культура”, “НТВ + Наш футбол”, “24 Техно”, “Зоопарк”, “Оружие”, “Охота и Рыбалка”, “ТНТ”, “СТС”, “ТВ Шансон”, “НТВ + футбол”, “Cartoon Network”, “Russian Music Box”, “Eurosport”, “Disney”, “Explorer”, “Deutsche Welle”, “BBC”, “TV5 Monde”. ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხებიდან შპს „სატელიტსერვისი“ არამართლზომიერად (ხელშეკრულებების წარმოდგენის გარეშე) გადაცემს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: “აჭარის ტელევიზია“, „Euronews“, „Дом Кино“, „National Geographic“, „НТВ + Наш футбол“, „НТВ + футбол“, „ТНТ“, „СТС“, „Cartoon Network“, „Eurosport“, „Disney“.
სამსახურებრივ ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი - შპს ”სატელიტსერვისი” ახორციელებს სპეციალიზებულ მაუწყებლობას ლიცენზიის გარეშე. კერძოდ, კომპანია მომხმარებელს ერთ არხზე სთავაზობს სამაუწყებლო არხ „Иллюзион +“–ის სამაუწყებლო პროგრამებს და კომერციული რეკლამას, რომლის სამაუწყებლო არხის პროგრამულ ბადეში განთავსებაც უშუალოდ შპს „სატელიტსერვისის“ მიერ ხორციელდება. (შემოწმების ამსახველი ვიდეოჩანაწერი ციფრულ მატარებელზე თან ერთვის სამსახურებრივ ბარათს) აღნიშნულის თაობაზე 2011 წლის 13 ივლისს ქ.ქუთაისში, მისამართზე პავლე ინგოროყვას N67 შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000044.
კომისია აღნიშნავს, რომ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N000044 კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2011 წლის 13 ივლისს, რომელიც კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შესაბამისი რეაგირებისთვის გადაეცა 2011 წლის 18 ივლისს. სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება კომისიაში დაიწყო 2011 წლის 18 ივლისს, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად; აღნიშნულის თაობაზე შპს ,,სატელიტსერვისს“ ეცნობა შეტყობინებით (18.07.2011 N03/1477-11) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად; მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების მიზნით, კომისიის სხდომაზე მოწვეულ იქნა ასევე ააიპ „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია“ (19.07.2011 N03/1484-11)
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2011 წლის 22 ივლისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „სატელიტსერვისის“ დირექტორი ბატონი გელა მეფარიშვილი, რომელმაც აღიარა დარღვევის ფაქტები. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა ააიპ „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციაციის“ წარმომადგენელი.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. ააიპ „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ წერილი და თანდართული ვიდეო მასალა (28.06.2011 N6/2795-11);
2. შპს „სატელიტსერვისის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებები სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების თაობაზე;
3. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 15 ივლისის №10/608-11 სამსახურებრივი ბარათი;
4. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2011 წლის 13 ივლისს შედგენილი შემოწმების აქტი №40 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N000044, რომლებიც შედგენილია ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე და 37-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
5. შპს ,,სატელიტსერვისის“ აბონენტთან ნინო გორგიძესთან ჩატარებული შემოწმების ჩანაწერი CD-ზე;
6. შპს ,,სატელიტსერვისის“ აბონენტის, შემოწმებაზე დასწრე მოწმის პირადობის მოწობისა და მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების გადახდის ქვითრის ასლები;
7. კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემები;
8. კომისიის 2011 წლის 22 ივლისის სხდომაზე შპს „სატელიტსერვისის“ დირექტორის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება;
კომისიის მიერ სრულად იქნა შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების მასალები, გამოკვლეულ და ურთიერთშეჯერებულ იქნა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარმოდგენილი მტკიდებულებები და მხარეთა ახსნა-განმარტებები და დადგენილ იქნა შემდეგი:
1. შპს „სატელიტსერვისის“ მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევასთან, კერძოდ ულიცენზიოდ საქმიანობასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ
ა) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია აუცილებელ ტექნიკურ რეგულაციასთან და შეზღუდული რესურსების გამოყენებასთან, ხორციელდება მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე; მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გარეშე საქმიანობა ისჯება კანონით.
ბ) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს, ხოლო კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის ჰ8 პუნქტის შესაბამისად, სპეციალიზებული მაუწყებლობა არის 1 თემატიკის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა, პროგრამებით მაუწყებლობა;
გ) შპს „სატელიტსერვისი“ არ ფლობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას; კომპანია წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე - ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; მაუწყებლობის ტრანზიტი), რომელიც ამავე კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტიდან გამომდინარე, უნდა ახორციელებდეს მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემას და ბოლო მომხმარებლისათვის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით მიწოდებას;
დ) ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;
ე) 2011 წლის 13 ივლისს, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირების (გიორგი რატიშვილი, ივანე მახარაძე) მიერ ქ.ქუთაისში, მისამართზე პავლე ინგოროყვას N67, შპს „სატელიტსერვისის“ აბონენტ ნინო გორგიძესთან ჩატარებულ იქნა შპს „სატელიტსერვისის“ შემოწმება და კომპანიის მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N000044, შპს „სატელიტსერვისის“ მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის, კერძოდ ულიცენზიოდ საქმიანობის განხორციელების თაობაზე;
ვ) 2011 წლის 13 ივლისის N000044 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში დაფიქსირებულია კომპანიის წარმომადგენლის გოდერძი კაპანაძის ახსნა-განამარტება; კერძოდ, აღნიშნულია, რომ კომპანიაში მოხდა დამფუძნებელთა ცვლილება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის დარღვევის თაობაზე შპს „სატელიტსერვისის“ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებისთვის არ იყო ცნობილი.
ზ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირები (გიორგი რატიშვილი, ივანე მახარაძე), შპს „სატელიტსერვისის“ დირექტორი - გოდერძი კაპანაძე და შემოწმებაზე დამსწრე პირები - ნინო გორგიძე (პირადობის მოწმობის N60002012681) და მარო გეგუჩაძე (პირადობის მოწმობის N60001069161)
თ) კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2011 წლის 13 ივლისის მდგომარეობით გოდერძი კაპანაძე წარმოადგენდა შპს „სატელიტსერვისის“ დირექტორს, აღნიშნული დასტურდება კომისიის ავტორიზებულ პირთა რეესტრში არსებული ინფორმაციით და ამავე დროს, აღნიშნული კომისიის 2011 წლის 22 ივლისის სხდომაზე დაადასტურა შპს „სატელიტსერვისის“ ამჟამინდელმა დირექტორმა გელა მეფარიშვილმა, რომელიც მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერიცული) იურიდიული პირების რეესტრიდან წარმოადგენილი ამონაწერის შესაბამისად, არის შპს „სატელიტსერვისის“ დირექტორი 2011 წლის 15 ივლისიდან.
ი) კომისიის მიერ 2011 წლის 13 ივლისს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N000044 ოქმისა და თანდართული ვიდეო მასალის შესწავლის საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი - შპს ”სატელიტსერვისი” ახორციელებს სპეციალიზებულ მაუწყებლობას ლიცენზიის გარეშე. კერძოდ, კომპანია მომხმარებელს ერთ არხზე სთავაზობს სამაუწყებლო არხ „Иллюзион +“–ის სამაუწყებლო პროგრამების ნაწილს და კომერციულ რეკლამას, რომლის სამაუწყებლო არხის პროგრამულ ბადეში განთავსებაც, უშუალოდ შპს „სატელიტსერვისის“ მიერ ხორციელდება.
კ) კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ვერ გაიზიარებს 2011 წლის 13 ივლისის N40 შემოწმების ოქმში აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას, რომ შპს „სატელიტსერვისი“ საკუთარი საკაბელო ქსელის მეშვეობით, სხვა სამაუწყებლო არხებთან ერთად, ახორციელებს სამაუწყებლო არხის „Иллюзион +“ ტრანზიტს, ვინაიდან, როგორც დადგენილ იქნა, კომპანიის მიერ ხორციელდება აღნიშნული სამაუწყებლო არხის არა უცვლელი სახით გადაცემა (რაც აუცილებელი პირობაა მაუწყებლობის ტრანზიტის განხორციელებისას), არამედ, შპს „სატელიტსერვისი“ მომხმარებელს სთავაზობს სპეციალიზებულ მაუწყებლობას და სწორედ ამ სპეციალიზებული მაუწყებლობის ფარგლებში, მისი სამაუწყებლო ბადე შედგენილია სამაუწყებლო არხ „Иллюзион +“–ის სამაუწყებლო პროგრამებითა და იმ კომერციული რეკლამისგან, რომლის განთავსებასაც სამაუწყებლო ბადეში უშუალოდ შპს „სატელიტსერვისი“ ახორციელებს. კომისიას მიაჩნია, რომ რუსული სამაუწყებლო არხ „Иллюзион +“–ის სამაუწყებლო ბადე და შპს „სატელიტსერვისის“ მიერ შექმნილი სამაუწყებლო სპეციალიზებული არხის (რომელიც თავის მხრივ მოიცავს სამაუწყებლო არხ „Иллюзион +“–ის სამაუწყებლო ბადეში განთავსებულ მხატვრული ფილმების დიდ ნაწილს და საქართველოში დაკვეთილ და წარმოებულ კომერციულ რეკალმებს, რაც სამაუწყებლო პროდუქციაა) სამაუწყებლო ბადე ერთმანეთს არ ემთხვევა, აღნიშნული ცვლილება კი არ არის ისეთი უმნიშვნელო, რომ ჩაითვალოს, რომ შპს „სატელიტსერვისის“ მიერ „არსებითად ხორციელდება“ სამაუწყებლო არხ „Иллюзион +“–ის ტრანზიტი;
ლ) ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილად არის მიჩნეული, რომ შპს „სატელიტსერვისი“ ახორციელებს სპეციალიზებულ მაუწყებლობას ლიცენზიის გარეშე, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
მ) საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონია პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს გათვალისწინებულს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით.
2. შპს „სატელიტსერვისის“ მიერ მაუწყებლობის ტრანზიტის განხორციელების პროცესში, საკუთარი საკაბელო ქსელის მეშვეობით სამაუწყებლო არხების არამართლზომიერ გადაცემასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს შემდეგი:
ა) შპს „სატელიტსერვისს“, რომელიც წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი 05.09.2005), საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე;
ბ) 2011 წლის 13 ივლისს, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირების (გიორგი რატიშვილი, ივანე მახარაძე) მიერ მისამართზე ქ.ქუთაისი, პავლე ინგოროყვას N67, შპს „სატელიტსერვისის“ აბონენტ ნინო გორგიძესთან, ჩატარდა შემოწმება და შედგენილ იქნა შემოწმების აქტი N40, რომელსაც ხელს აწერენ: კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირები - გიორგი რატიშვილი, ივანე მახარაძე და შემოწმებაზე დამსწრე პირები - ნინო გორგიძე (პირადობის მოწმობის N60002012681) და მარო გეგუჩაძე (პირადობის მოწმობის N60001069161).
გ) კომისიის მიერ 2011 წლის 13 ივლისის N40 შემოწმების აქტის შესწავლის საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ ”სატელიტსერვისი” საკუთარი საკაბელო ქსელით მეშვეობით ახორციელებს შემდეგი სამაუწყებლო არხების ტრანზიტს: „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „რუსთავი 2“, „ერთსულოვნება“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის მე–2 არხი“, „რიონი“, „ტელეიმედი“, „აჭარის ტელევიზია“, „Еврокино“, „TV 1000 Action“, „Euronews“, „ПИК“, „RTVI”, “Дом Кино”, “National Geographic”, “Інтер +”, “Travel”, “Россия Культура”, “НТВ + Наш футбол”, “24 Техно”, “Зоопарк”, “Оружие”, “Охота и Рыбалка”, “ТНТ”, “СТС”, “ТВ Шансон”, “НТВ + футбол”, “Cartoon Network”, “Russian Music Box”, “Eurosport”, “Disney”, “Explorer”, “Deutsche Welle”, “BBC”, “TV5 Monde”.
დ) შემოწმების შედეგად შესწავლილ იქნა შპს „სატელიტსერვისის” მიერ საკუთარი საკაბელო ქსელით გადაცემული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების კანონიერება და დაფიქსირდა, რომ ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხებიდან შპს „სატელიტსერვისი“ არამართლზომიერად (ხელშეკრულებების გაფორმების ან/და სანებართვო წერილების მოპოვებისა და კომისიაში წარმოდგენის გარეშე) გადაცემს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: “აჭარის ტელევიზია“, „Euronews“, „Дом Кино“, „National Geographic“, „НТВ + Наш футбол“, „НТВ + футбол“, „ТНТ“, „СТС“, „Cartoon Network“, „Eurosport“, „Disney“.
ე) ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
ვ) ,,ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის № 3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
ზ) ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
თ) ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი1) ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის ჟ) ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
ი) ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით დართონ თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ბერნის კონვენციისა და ისმო-ს ხელშეკრულების აღნიშნულ დანაწესთან სრულ თანხმობაშია ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის.
კ) ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „სატელიტსერვისის“ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: “აჭარის ტელევიზია“, „Euronews“, „Дом Кино“, „National Geographic“, „НТВ + Наш футбол“, „НТВ + футбол“, „ТНТ“, „СТС“, „Cartoon Network“, „Eurosport“, „Disney“, შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე უცველელი სახით გადაცემით, შპს ,,სატელიტსერვისის“ მიერ დაირღვა ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი.
ლ) კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე გამოკვლეულ იქნა შპს ,,სატელიტსერვისის” მიერ საკუთარი საკაბელო ქსელის მეშვეობით გადაცემული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებაზე გაფორმებული ხელშეკრულებების არსებობისა და კომისიაში წარმოდგენის ფაქტი. კომისიას არ უმსჯელია შპს ,,სატელიტსერვისის” მიერ კომისიაში წარმოდგენილ სხვა სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებების ნამდვილობასა და კანონიერებაზე, კერძოდ, არ გამოუკვლევია, სამაუწყებლო არხების დისტრიბუტორი/დილერი კომპანიის მიერ, სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების გადაცემა შპს ,,სატელიტსერვისისთვის“ მართლზომიერად განხორციელდა თუ არა.
3. კომისიას, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი შეფასებების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ:
ა) ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგენილ გარემოებად არის მიჩნეული შპს „სატელიტსერვისის“ მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევის ფაქტი, შპს „სატელიტსერვისს“ ჯარიმის სახით უნდა დაეკისროს 5000.00 (ხუთი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალუს ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება; ამავე დროს, კომპანიას უნდა დაეკისროვს ვალდებულება, გაუყოვნებლივ შეწყვიტოს ულიცენზიოდ მაუწყებლობის განხორციელება;
ბ) ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგენილ გარემოებად არის მიჩნეული შპს „სატელიტსერვისის“ მიერ ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი და გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებულის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული არც ერთი სანქცია, შპს „სატელიტსერვისს“ უნდა მიეცეს გაფრთხილება, გამომდინარე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტიდან, რომლის შესაბამისადაც, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევების აღმოფხვრის მიზნით, შპს „სატელიტსერვისს“ უნდა დაეკისროს ვალდებულება, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ულიცენზიოდ მაუწყებლობა და ამავე დროს სამაუწყებლო არხების “აჭარის ტელევიზია“, „Euronews“, „Дом Кино“, „National Geographic“, „НТВ + Наш футбол“, „НТВ + футбол“, „ТНТ“, „СТС“, „Cartoon Network“, „Eurosport“, „Disney“ არამართლზომიერი გადაცემა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე 98-ე, 99-ე მუხლების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 228-ე მუხლის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-5, მე-13, მე-14, მე-15 და მე-16, მე-18 პუნქტების, 37-ე და 38-ე მუხლების, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის, 43-ე, 44-ე მუხლების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაეკისროს ჯარიმა შპს ”სატელიტსერვისს” 5,000.00 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის - ულიცენზიოდ მაუწყებლობის განხორციელების გამო;
2. უზრუნველყოს შპს ”სატელიტსერვისმა” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900;
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
- სახაზინო კოდი - 300183251;
და გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
3. უზრუნველყოს შპს „სატელიტსერვისმა“ მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობის დაუყოვნებლივ შეწყვტა;
4. მიეცეს გაფრთხილება შპს ,,სატელიტსერვისს“ სამაუწყებლო არხების: “აჭარის ტელევიზია“, „Euronews“, „Дом Кино“, „National Geographic“, „НТВ + Наш футбол“, „НТВ + футбол“, „ТНТ“, „СТС“, „Cartoon Network“, „Eurosport“, „Disney“ არამართლზომიერი ტრანზიტით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
5. უზრუნველყოს შპს „სატელიტსერვისმა“ საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: “აჭარის ტელევიზია“, „Euronews“, „Дом Кино“, „National Geographic“, „НТВ + Наш футбол“, „НТВ + футбол“, „ТНТ“, „СТС“, „Cartoon Network“, „Eurosport“, „Disney“, არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,სატელიტსერვისისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
7. გადაწყვეტილების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან 10 დღის ვადაში
8. გადაწყვეტილების (პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
9. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,სატელიტსერვისისთვის“ ჩაბარების დღიდან;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
