წვდომის მენიუ

მაუწყებლობის №B32 ლიცენზიის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 376 / 2

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 04, 2011

მიღების თარიღი ივლისი 29, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 11 მაისის №232/5 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“ მაუწყებლობის №B32 ლიცენზიის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.  კომისია აღნიშნავს, რომ მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“ კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით ფლობს მაუწყებლობის №B32 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: საეთერო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2011 წლის 31 დეკემბრამდე;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა 38-ე სატელევიზიო არხზე, 100 ვტ-ის სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. წალენჯიხა  და მისი მიმდებარე ტერიტორია.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ მაუწყებლობის №B32 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, კერძოდ, კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ლიცენზიის სახე - საეთერო ტელემაუწყებლობა არ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, რომელთა შესაბამისად, კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს, ხოლო კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საჭიროა მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ კუთვნილი მაუწყებლობის №B32 ლიცენზიის მოდიფიცირება და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა, აღნიშნული ლიცენზიის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.  საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2011 წლის 29 ივლისს სხდომაზე. ზეპირი მოსმენის დროს არ გამოვლენილა მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ კუთვნილი მაუწყებლობის №B32 ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები. შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ზეპირი მოსმენის სხდომაზევე მიღებულ იქნას გადაწყვეტილება მაუწყებლობის №B32 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38–ე მუხლის მე–4 პუნქტის, 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.   მოდიფიცირდეს მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“ კუთვნილი მაუწყებლობის №B32 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში და მე–16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ კერძო მაუწყებლობის №B32 ლიცენზიას განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2011 წლის 31 დეკემბრამდე;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა 38-ე სატელევიზიო არხზე, 100 ვტ-ის სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. წალენჯიხა  და მისი მიმდებარე ტერიტორია;“

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ)  სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მედია ცენტრ „ღია აფხაზეთისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ  დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები