წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის № 51 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 377 / 17

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 04, 2011

მიღების თარიღი ივლისი 29, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2011 წლის 29 ივლისის №51 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–15 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს კომისიის 2011 წლის 29 ივლისის N 51 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე–11 საკითხის (შპს „ჯეოსელისთვის“ შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის შესახებ) განხილვა,  კომისიის 2011 წლის 02 აგვისტოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯია“ –ს წერილობითი შუამდგომლობის (N 6/3241-11, 28.07.11 წ.) საფუძველზე;

2. კომისიის 2011 წლის 29 ივლისის №51 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

ბ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.).

3. კომისიის 2011 წლის 29 ივლისის №51 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

 

კომისიის თავმჯდომარე

 

 

ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი

 

 

ს.  ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

 

 

. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი         

 

 

ა . სიხარულიძე

კომისიის წევრი

 

. მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები