წვდომის მენიუ

უცხოური საწარმოს ფილიალი ”ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისთვის(საქართველო)” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 378 / 7

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 04, 2011

მიღების თარიღი ივლისი 29, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ უცხოური საწარმოს ფილიალმა  (წარმომადგენლობა) ”ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიამ (საქართველო)” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რ-ის სასამართლოს მიერ 2002 წლის 27 სექტემბერს, რეგისტრაციის № 5ა/8-138, ს.კ. № 204992785) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/269-11, 30.06.11)  ქ. რუსთავში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ უცხოური საწარმოს ფილიალის  ”ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიის (საქართველო)” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით. კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.  ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც  ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.  კომისია აღნიშნავს, რომ უცხოური საწარმოს ფილიალს  ”ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიას (საქართველო)” წარმოდგენილი აქვს საქართველოს მთავრობასა და ბაქაო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის მონაწილეთა შორის ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის მთავრობასთან 2000 წლის 18 ოქტომბერს  გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის 7.3 მუხლის შესაბამისად,  უცხოური საწარმოს ფილიალი  ”ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანია (საქართველო)”, როგორც ბაქაო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის  მონაწილე  განთავისუფლებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე. “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის, საქართველოს მთავრობასა და ბაქაო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის მონაწილეთა შორის ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის მთავრობასთან 2000 წლის 18 ოქტომბერს  გაფორმებული ხელშეკრულების 7.3 მუხლისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს უცხოური საწარმოს ფილიალს ”ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიას (საქართველო)”  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 26 ნებართვა  და მიენიჭოს 441.250 მჰც  და 446.450 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. რუსთავში ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. უცხოური საწარმოს ფილიალის ”ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიის (საქართველო)” მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;

3.   აღირიცხოს უცხოური საწარმოს ფილიალი ”ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისთვის (საქართველო)” ნებართვით მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

4.   დაევალოს უცხოური საწარმოს ფილიალს ”ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიას (საქართველო)” გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში  უცხოური საწარმოს ფილიალი ”ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისთვის (საქართველო)” სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

6. დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6)  ერთი თვის ვადაში;   

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

9.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  უცხოური საწარმოს ფილიალი ”ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისთვის (საქართველო)” ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                                               ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                           ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                            კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                            ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                            ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები