წვდომის მენიუ

შპს „ახნეტისათვის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 38 / 1

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 08, 2011

მიღების თარიღი იანვარი 28, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 17 დეკემბრის №570/8 გადაწყვეტილების შესაბამისად,  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ”ახნეტი”.

    ამავე გადაწყვეტილებით, შპს ”ახნეტს”, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 6,284.00 (ექვსი ათას ორას ოთხმოცდაოთხი) ლარის 30%-ს - 1885.20 (ათას რვაას ოთხმოცდახუთი ლარი და ოცი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 598.50 (ხუთას ოთხმოცდათვრამეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი ანუ 1,286.70 (ათას ორას ოთხმოცდაექვსი ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.

     კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ახნეტის” მიერ, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, ერთი თვის ვადაში გადახდილია 1,287.00 (ათას ორას ოთხმოცდაშვიდი ლარი)  ლარი.

     ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს ”ახნეტს” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F83 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი - 12317 მჰც ÷ 12817 მჰც;

ბ) რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 500 მჰც;

გ) გადამცემის სიმძლავრე - 2 ვატი;

დ) სადგურების რაოდენობა - 1 სადგური;

ე) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ქ. ახალციხე;

ვ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 28 იანვრამდე;

ზ) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;

თ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად და ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - (4,398.50 ოთხი ათას სამას ოთხმოცდათვრამეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300583402;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - (4,398.50 ოთხი ათას სამას ოთხმოცდათვრამეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

366.55 ლარი    -   2011 წლის 28 თებერვლამდე;

366.55 ლარი    -   2011 წლის 28 მარტამდე;

366.55 ლარი    -   2011 წლის 28 აპრილამდე;

366.55 ლარი    -   2011 წლის 28 მაისამდე;

366.55 ლარი    -   2011 წლის 28 ივნისამდე;

366.55 ლარი    -   2011 წლის 28 ივლისამდე;

366.55 ლარი    -   2011 წლის 28 აგვისტომდე;

366.55 ლარი    -   2011 წლის 28 სექტემბრამდე;

366.55 ლარი    -   2011 წლის 28 ოქტომბრამდე;

366.55 ლარი    -   2011 წლის 28 ნოემბრამდე;

366.55 ლარი    -   2011 წლის 28 დეკემბრამდე;

366.45 ლარი    -   2012 წლის 28 იანვრამდე.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის შპს „ახნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის (გარდა ვ) ქვეპუნქტისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე), ხოლო მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე - კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის ა), ბ), გ), დ), ე), ზ) და თ) ქვეპუნქტების, მე-2 და მე-3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).

კომისიის     წევრი:                                                                            ს.ბრიტანჩუკი

კომისიის     წევრი:                                                                            ი.მოსეშვილი

კომისიის     წევრი:                                                                            ა.სიხარულიძე

კომისიის     წევრი:                                                                            კ.კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები