კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 04, 2011
მიღების თარიღი ივლისი 29, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით (10/12/2008, №7/484-08 და 26/12/2008, №6/2970-08) მიმართა არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა „ქართულმა ტელემაუწყებლობა ივერიამ“ (რეგისტრირებული 2008 წლის 19 ნოემბერს, საგადასახადო ინსპექციის ქ. თბილისის რეგიონალური ცენტრის მიერ, რეგისტრაციის №205267441) საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე. კომისია აღნიშნავს, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქართული ტელემაუწყებლობა ივერიას“ აღნიშნულ განცხადებებზე, „ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად გასატარებელ ღონისძიებათა და რიგ განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე“ კომისიის 2008 წლის 22 მაისის №279/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, შეჩერებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენამდე. კომისიის 2011 წლის 18 აპრილის №190/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენის შემდეგ, განახლდა ადმინისტრაციული წარმოება კომისიაში სამაუწყებლო ლიცენზიის მიღებასთან დაკავშირებით შემოსულ ყველა განცხადებაზე, მათ შორის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქართული ტელემაუწყებლობა ივერიას“ 2008 წლის 10 დეკემბრის №7/484-08 და 26 დეკემბრის №6/2970-08 განცხადებებზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქართული ტელემაუწყებლობა ივერიას“ მიერ დაზუსტებულ იქნა 2008 წლის 10 დეკემბრის №7/484-08 და 26 დეკემბრის №6/2970-08 განცხადებები, კერძოდ, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქართული ტელემაუწყებლობა ივერია“ ითხოვს საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას, რომლის სახეობა იქნება საერთო მაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა – ქ. თბილისი, ქ. ბათუმი, ქ. ზუგდიდი, ქ. ფოთი, ქ. სენაკი, ქ. ქუთაისი და ქ. რუსთავი, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 18 საათი. კომისია აღნიშნავს, რომ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების თაობაზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქართული ტელემაუწყებლობა ივერიას“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია შეესაბამაება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქართული ტელემაუწყებლობა ივერიას“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია:
1. ლიცენზიის მაძიებლის განცხადება, რომელიც აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს 41–ე მუხლის მე–2 პუნქტის მოთხოვნებს;
2. სალიცენზიო მოსაკრებლის (2000.00 ლარი) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
3. სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
4. შესაბამისობის დეკლარაცია.
ამასთან ერთად, კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მაძიებლის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქართული ტელემაუწყებლობა ივერიას“ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ არის მითითებული პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა, რისი დაზუსტებაც სავალდებულოა ზეპირი მოსმენის სხდომაზე. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქართული ტელემაუწყებლობა ივერიას“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ 2011 წლის 31 მაისის №6/2289-11 განცხადებას თანდართული ჰქონდა სალიცენზიო მოსაკრებელის – 2,000.00 (ორი ათასი) ლარის ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2011 წლის 20 ივლისის №10/627 -11 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, აღნიშნული თანხა, 2,000.00 (ორი ათასი) ლარი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქართული ტელემაუწყებლობა ივერიას“ მიერ ნამდვილად იქნა გადახდილი საქართველოს ცენტრალურ სახლემწიფო ბიუჯეტში და უკან არ ყოფილა გამოთხოვილი. კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38–ე მუხლის შესაბამისად, კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს. კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის, ხოლო საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობა ხორციელდება ტელე- ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების, საკაბელო ქსელის ან სამაუწყებლო გადამცემების მეშვეობით, სიხშირული სპექტრის გამოყენებით. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, კომისია მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიებს გასცემს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქართული ტელემაუწყებლობა ივერიას“ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დამაბრკოლებელი გარემოებები, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქართული ტელემაუწყებლობა ივერიასთვის“ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371-ე, 38-ე და 41–ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქართული ტელემაუწყებლობა ივერიასთვის“ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2011 წლის -26- აგვისტოს 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქართული ტელემაუწყებლობა ივერიასთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
