წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის №52 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 390 / 17

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 25, 2011

მიღების თარიღი აგვისტო 02, 2011

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2011 წლის 02 აგვისტოს №52 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2011 წლის 02 აგვისტოს №52 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

       კომისიის თავმჯდომარე

 

ი. ჩიქოვანი

       კომისიის წევრი

 

ს.  ბრიტანჩუკი

       კომისიის წევრი

 

. მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები