წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის საქმიანობის ანგარიშის, ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშგების ფინანსური აუდიტის შედეგების საჯარო განხილვისა და დამტკიცების შესახებ

ნომერი: 393 / 21

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 17, 2011

მიღების თარიღი აგვისტო 04, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნტის შესაბამისად, კომისია ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ატარებს თავისი ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშების ფინანსურ აუდიტს, ასევე ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია ვალდებულია საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს და გამოაქვეყნოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში და ფინანსური აუდიტის შედეგები.  ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად,  კომისია უზრუნველყოფს გასული წლის საქმიანობის ანგარიშის საჯარო განხილვას.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მიერ მომზადებული 2010 წლის საქმიანობის ანგარიშის პროექტი, გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და მისი საჯარო განხილვა შედგა 2011 წლის 4 აგვისტოს კომისიის სხდომაზე, რის თაობაზეც დაინტერესებული პირებისათვის გამოქვეყნებული იყო ცნობა კომისიის ვებ-გვერდზე.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, ასევე ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დამტკიცდეს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი კომისიის 2010  წლის საქმიანობის წლიური ანგარიში და ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშგების ფინანსური აუდიტის შედეგები თანდართული სახით;

2. დაევალოს კომისიის პრესმდივანს (ხ. ყურაშვილი) კომისიის 2010 წლის საქმიანობის ანგარიშის, ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშგების ფინანსური აუდიტის შედეგების  ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნება;

3. წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს კომისიის 2010 წლის საქმიანობის ანგარიში და ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშგების ფინანსური აუდიტის შედეგები;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6)  ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                           ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                    ს. ბრიტანჩუკი

                                                                                  ი. მოსაშვილი    

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები