საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის №54 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 10, 2011
მიღების თარიღი აგვისტო 05, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2011 წლის 05 აგვისტოს №54 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადაიდოს შპს „სილქნეტსა” და შპს ”საქართველოს რკინიგზას” შორის დავის განხილვა შპს „სილქნეტისა“ და შპს „საქართველოს რკინიგზის“ ერთობლივი შუამდგომლობის საფუძველზე, 1 თვით და ჩაინიშნოს 2011 წლის 09 სექტემბერს, 16:00 საათზე;
2. კომისიის 2011 წლის 05 აგვისტოს №54 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
ი. ჩიქოვანი |
|
კომისიის წევრი |
|
ს. ბრიტანჩუკი |
|
კომისიის წევრი |
|
ი. მოსეშვილი |
