საზღვაო ხომალდ “White Diamond”-სთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 10, 2011
მიღების თარიღი აგვისტო 05, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ სსიპ ”საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ” კომისიას მიმართა განცხადებებით, წარმოდგენილი “რადიოსადგურის ანკეტის” გათვალისწინებით, საზღვაო ხომალდ “White Diamond”-სთვის რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47 -ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1.მიენიჭოს საზღვაო ხომალდ “White Diamond”-ს (მფლობელი დავით ბერიძე) ცხრილში აღნიშნული სახმობი და ამოცნობის ნიშნები:
|
N |
ლიცენზი-ის N |
ხომალდის მფლობელი |
ხომალდის დასახელება |
მინიჭე-ბული სახმობი |
მინიჭებული MMSI N |
Selective call |
|
1 |
1158 |
დავით ბერიძე |
“White Diamond” |
4LMO2 |
213 961 000 |
- |
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6 ) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
