წვდომის მენიუ

შპს ,,ტელეკომპანია ,,თანამგზავრისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 399 / 18

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 12, 2011

მიღების თარიღი აგვისტო 05, 2011

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“.

კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2011 წლის 25 ივლისს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 22 ივლისის №10/641-11 სამსახურებრივი ბარათი, რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ კომისიის მიერ 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების მოთხოვნათა შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით, 2011 წლის 2 ივნისს, სამაუწყ   ებლო ლიცენზიის მფლობელებს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, დაევალათ კომისიაში, უკანასკნელი 1 თვის პროგრამების სრული ჩანაწერების ციფრულ მატარებლებზე (CD, DVD) წარმოდგენა. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 22 ივლისის №10/641-11 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს ,,ტელეკომპანია ,,თანამგზავრის“ მიერ პროგრამების არქივი წარმოდგენილია ნაწილობრივ. კერძოდ, აღნიშნული კომპანიის მიერ, კომისიაში წარმოდგენილია მხოლოდ 2 DVD. ამასთანავე, წარმოდგენილ ჩანაწერებში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის განთავსების ფაქტი არ ფიქსირდება.

შპს ,,ტელეკომპანია ,,თანამგზავრმა“ 2011 წლის 16 ივნისს N6/2555-11 წერილით მიმართა კომისიას და აუწყა, რომ შპს ,,ტელეკომპანია ,,თანამგზავრის“ მთელი თვის პროგრამის ჩაწერა ვერ მოხერხდა ტექნიკური მიზეზების გამო, რაც გახდა კომისიაში უკანასკნელი 1 თვის არქივის მხოლოდ ნაწილობრივ წარმოდგენის მიზეზი.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 22 ივლისის №10/641-11 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2011 წლის 27 ივლისს,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ტელეკომპანია ,,თანამგზავრის“ სანქცირების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2011 წლის 5 აგვისტოს. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,ტელეკომპანია ,,თანამგზავრს“ ეცნობა შეტყობინებით, რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

შპს ,,ტელეკომპანია ,,თანამგზავრმა“ კომისიას მიმართა 2011 წლის 2 აგვისტოს N6/3486-11 წერილით. აღნიშნული წერილის თანახმად, ტელეკომპანიას ძაბვის ვარდნის გამო დაეწვა სხვადასხვა ვიდეო და აუდიო ტექნიკა, მათ შორის ის ჩამწერი მოწყობილობა, რომლითაც ხდებოდა გადაცემების დაარქივება და რადგან ვეღარ მოხერხდა მყარი დისკის აღდგენა, ვერ მოხერხდა კომისიაში 1 თვის არქივის სრულად წარმოდგენა. აღნიშნულის საფუძველზე  შპს ,,ტელეკომპანია ,,თანამგზავრმა“ კომისიას სთხოვა არ მოახდინოს ტელეკომპანიის სანქცირება.

2011 წლის 5 აგვისტოს კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ტელეკომპანია ,,თანამგზავრის“ გენერალური დირექტორი ენრი კობახიძე, რომელმაც განაცხადა, რომ ტელეკომპანიაში არქივის შენახვა ხდება DVD დისკებზე მაღალი ხარისხით და წარმოადგენს იმდენად დიდ მასალას, რომ მისი გადაწერა კომისიის მიერ განსაზღვრულ 5 დღის ვადაში ვერ მოხერხდებოდა, გარდა ამისა მან განაცხადა, რომ  შპს ,,ტელეკომპანია ,,თანამგზავრი“ ახორციელებს გადაცემების დაარქივებას ასევე სხვა DVD მოწყობილობით, რომელიც ახდენს პროგრამების ჩაწერას შედარებით დაბალი ხარისხით და მისი გადაწერა შესაძლებელია დროის მცირე მონაკვეთსში. შპს ,,ტელეკომპანია ,,თანამგზავრის“ გენერალური დირექტორი ენრი კობახიძის განცხადებით აღნიშნული ჩამწერი მოწყობილობა დაიწვა ძაბვის ვარდნის გამო, რის შედეგადაც ვერ მოხერხდა კომისიისათვის 1 თვის არქივის სრულად წარმოდგენა.

კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.    კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 22 ივლისის №10/641-11 სამსახურებრივი ბარათი;

2.    კომისიაში დაცული მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრების მონაცემები;

3.    კომისიის 2011 წლის 2 ივნისის წერილი N04/1121-11, რომლის თანახმად კომისიამ შპს ,,ტელეკომპანია ,,თანამგზავრს“ დაავალა, უკანასკნელი 1 თვის პროგრამების სრული ჩანაწერების ციფრულ მატარებლებზე (CD, DVD)  ჩაწერილი სახით წარმოდგენა;

4.    შპს ,,ტელეკომპანია ,,თანამგზავრის“ 2011 წლის 16 ივნისის N6/2555-11 წერილი;

5.    შპს ,,ტელეკომპანია ,,თანამგზავრის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი 2 DVD;

6.    შპს ,,ტელეკომპანია ,,თანამგზავრის“  2011 წლის 2 აგვისტოს N6/3486-11 წერილი;

7.    2011 წლის 5 აგვისტოს კომისიის სხდომაზე შპს ,,ტელეკომპანია ,,თანამგზავრის“ გენერალურ დირექტორ ენრი კობახიძის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება;

კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.    შპს ,,ტელეკომპანია ,,თანამგზავრი“ წარმოადგენს კერძო მაუწყებლობის NB25 ლიცენზიის მფლობელს, რომელსაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება ვალდებულება, შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

2.    შპს ,,ტელეკომპანია ,,თანამგზავრს“, კომისიის 2011 წლის 2 ივნისის N04/1136-11 წერილით განესაზღვრა 5 დღიანი ვადა, უკანასკნელი 1 თვის პროგრამების სრული ჩანაწერის ციფრულ მატარებელზე (CD, DVD) კომისიაში წარმოსადგენად. ზემოაღნიშნული წერილი გაეგზავნა ყველა მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს, კომისიის მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე და 511 მუხლების, აგრეთვე კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილებით განსაზღვრული, კერძოდ მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი პირების, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების ვალდებულების შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით;

3.    შპს ,,ტელეკომპანია ,,თანამგზავრის“ 2011 წლის 16 ივნისის N6/2555-11 წერილით  კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2 DVD, რომელზედაც არასრულად არის ჩაწერილი მოთხოვნილი ინფორმაცია (უკანასკნელი 1 თვის პროგრამა), ამდენად შპს ,,ტელეკომპანია ,,თანამგზავრის“  მიერ კომისიის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია წარმოდგენილ იქნა არასრულად;

4.    შპს ,,ტელეკომპანია ,,თანამგზავრის“  გენერალური დირექტორის ენრი კობახიძის განცხადებით შპს ,,ტელეკომპანია ,,თანამგზავრი“ ახორციელებს გადაცემების დაარქივებას და მისი კომისიაში წარმოდგენა შეუძლებელი გახდა დროის სიმცირის გამო, რადგან 1 თვის არქივის გადასაწერად საჭირო იყო დაახლოებით 10 დღე, თუმცა შპს ,,ტელეკომპანია ,,თანამგზავრს“ არ მოუმართავს კომისიისთვის, ინფორმაციის წარმოსადგენად კომისიის მიერ განსაზღვრული 5 დღიანი ვადის გაგრძელების თაობაზე და არც კომისიის მიერ სანქცირების თაობაზე საკითხის განხილვისას არ წარმოუდგენია მოთხონილი ინფორმაცია (არ აღმოუფხვრია დარღვევა) მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნიდან გასული იყო თითქმის 2 თვე;

5.    შპს ,,ტელეკომპანია ,,თანამგზავრის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.        ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელები, აგრეთვე  საზოგადოებრივი და სათემო მაუწყებლები ვალდებულნი არიან შექმნან არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახონ პროგრამები. დავის შემთხვევაში მასთან დაკავშირებული პროგრამები ინახება დავის დასრულებამდე;

2.        ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიას უფლება აქვს ლიცენზიის მფლობელისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ. კომისია უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები;

3.        ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელმა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა  მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინონ მოთხოვნიდან 15  დღის ვადაში, თუ რასაკვირველია, კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.

4.        ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის ან/და  საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელი ან/და საზოგადოებრივი მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს.

5.        საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის ,,კ“  პუნქტის შესაბამისად გადაუდებელი აუცილებლობა ეს არის კანონმდებლობის დარღვევის საშიშროება ან ვითარება, როდესაც დემოკრატიულ საზოგადოებაში რეალური საფრთხე ექმნება საჯარო დაწესებულებების ფუნქციონირებას.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ტელეკომპანია ,,თანამგზავრმა“ არ წარმოადგინა კომისიაში უკანასკნელი 1 თვის გადაცემების არქივი, მისი განმარტებით, კომისიის მიერ განსაზღვრული ვადის სიმცირის გამო, თუმცა არც აღნიშნული ვადის გაგრძელება მოუთხოვია კომისიისთვის და არც წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებამდე აღმოფხვრა დარღვევა.

გამომდინარე იქედან, რომ შპს ,,ტელეკომპანია ,,თანამგზავრის“ მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, მან კომისიას არ წარმოუდგინა, კომისიის მოთხოვნის მიუხედავად, უკანასკნელი 1 თვის არქივი სრულად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ტელეკომპანია ,,თანამგზავრის“  მიმართ სანქციის სახით გამოყენებული უნდა იქნას გაფრთხილება და ამავდროულად უნდა დაეკისროს უკანასკნელი 1 თვის არქივის წარმოდგენა.

გასათვალისწინებელია, რომ კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობა აფერხებს, მოქმედი კანონმდებლობით კომისიაზე დაკისრებული ფუნქციების (მონიტორინგი, შემოწმება) შესრულებას. კომისიას მიაჩნია, რომ ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის ,,კ“ პუნქტით განსაზღვრულ გადაუდებელ აუცილებლობას, რის გამოც გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, ხოლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებისათვის, დამრღვევ პირს უნდა განესაზღვროს 15 კალენდარული დღე.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის ,,კ“  პუნქტის, 162-ე მუხლის პირველი  ნაწილის,  165-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 167-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

:

1.    გაფრთხილდეს შპს ,,ტელეკომპანია ,,თანამგზავრი“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო;

2.    დაევალოს შპს ,,ტელეკომპანია ,,თანამგზავრს“ წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, უკანასკნელი 1 თვის გადაცემების არქივის კომისიაში წარმოდგენა;

3.    წინამდებარე გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

4.    დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,ტელეკომპანია ,,თანამგზავრისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

5.    გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ N6) ერთი  თვის ვადაში;

6.    გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ,,ტელეკომპანია ,,თანამგზავრისათვის“  ჩაბარების დღიდან;

7.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                           ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                            ს. ბრიტანჩუკი   

კომისიის წევრი                                                                                           ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები