წვდომის მენიუ

შპს ”ჯეოსელისთვის’ ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 403 / 15

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 10, 2011

მიღების თარიღი აგვისტო 05, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (08.07.2011 №6/285-11) მიმართა შპს ”ჯეოსელმა” ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის - 1199 ნუმერაციის რესურსის მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე.

    შპს ”ჯეოსელი” წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზებულ პირს, რომალსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურებაზე, მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურებაზე, როუმინგული კავშირით  მომსახურებაზე და სხვა.

     მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსი შპს ”ჯეოსელს” ესაჭიროება აბონენტების  საინფორმაციო-საცნობარო მომსახურებისათვის.  

კომისია  ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა №355 დადგენილება „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა მოკლე ნომრების სტრუქტურა, ფორმატი, განაწილება და სარგებლობა. ამავე დებულების დანართი №4-ით განისაზღვრა ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის ძირითადი ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონიძიებათა გეგმა, რომლის შესაბამისად ახალ სისტემაზე გადასვლა უნდა მოხდეს ეტაპობრივად. ამასთან  „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების №3 დანართის მე-3 პუნქტის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მობილური საკომუნიკაციო საოპერატორო კომპანიების საინფორმაციო-საცნობარო მომსახურებისათვის განსაზღვრულია ნუმერაციის რესურსი 119X ფორმატით, რომელიც ამავე დებულების მე-11 მუხლის ”გ” პუნქტის შესაბამისად  შპს ”ჯეოსელს” უნდა მიენიჭოს უვადოდ.

გამომდინარე იქედან, რომ შპს ”ჯეოსელი” მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კერძოდ, მომხმარებლისთვის საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების მისაწოდებლად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს შპს ”ჯეოსელის” მოთხოვნა და „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებიდან” გამომდინარე მიანიჭოს შპს ”ჯეოსელს” ნუმერაციის რესურსი 1-1-9-9 (ერთი-ერთი-ცხრა-ცხრა) საქართველოს  ტერიტორიაზე.

            ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №3 და №4 დანართების, ასევე მე-11 მუხლის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს ”ჯეოსელს” ნუმერაციის რესურსი - 1-1-9-9 (ერთი-ერთი-ცხრა-ცხრა) საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისათვის, უვადოდ, 2011 წლის 5 აგვისტოდან,  საქართველოს ტერიტორიაზე;

2.    შპს ”ჯეოსელი” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

3.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს ”ჯეოსელისთვის” ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი  თვის ვადაში;

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომარე                                                    ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები                                                               

 ს. ბრიტანჩუკი

ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები