შპს „რადიო იმედის“ მაუწყებლობის №B49 და №B50 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 10, 2011
მიღების თარიღი აგვისტო 05, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „რადიო იმედმა“ (№6/2399-11, 10.06.2011), კომპანიის კუთვნილი მაუწყებლობის №B49 და №B50 ლიცენზიების მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს ”რადიო იმედი” ითხოვს მაუწყებლობის ლიცენზიების ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას, რომ კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა მაუწყებლობის №B49 და №B50 ლიცენზიების ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე ამავე ლიცენზიებით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიის 2011 წლის 6 ივლისის №333/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიო იმედის“ მაუწყებლობის №B49 და №B50 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით; საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2011 წლის 6 ივლისს 16.00 საათზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „რადიო იმედი“ ფლობს მაუწყებლობის №B49 და №B50 ლიცენზიებს, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
– მაუწყებლობის №B49 ლიცენზია
ლიცენზიის სახე: საეთერო რადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
რადიომაუწყებლობა 105, 9 მჰც სიხშირე, 200 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი;
– მაუწყებლობის №B50 ლიცენზია
ლიცენზიის სახე: საეთერო რადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
|
№ |
გადამცემის განთავსების ადგილი |
გეოგრაფიული კოორდინატე-ბი |
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედ. მ |
სიხშირე მჰც |
სიმძლავრე კვტ |
მაუწყებლობის საშ. რადიუსი, კმ |
|
1 |
ბათუმი |
41E43; 41N41 |
50 |
100.1 |
1 |
20 |
|
2 |
დედოფლის წყარო |
46E08; 41N27 |
50 |
104.7 |
1 |
25 |
|
3 |
თელავის მუნიცეპალიტეტი, ცივი |
45E29 41N55 |
35 |
100.2 |
1 |
20 |
|
4 |
დუშეთის მუნიცეპალიტეტი, ფასანაური |
44E41; 42N21 |
25 |
103.8 |
0.1 |
10
|
|
5 |
ყაზბეგის მუნიცეპალიტეტი, გუდაური |
44E53; 42N20 |
25 |
100.6 |
0.1 |
10 |
|
6 |
სტეფანწმინდა |
44E39; 42N39 |
25 |
100.0 |
0.25 |
10 |
|
7 |
გორი |
44E03; 42N02 |
120 |
100.0 |
1 |
25 |
|
8 |
დმანისი |
44E13; 41N22 |
120 |
105.1 |
1 |
35 |
|
9 |
ახალქალაქი |
43E25; 41N21 |
55 |
101.2 |
1 |
20 |
|
10 |
ახალციხე |
42E57; 41N38 |
35 |
101.5 |
1 |
15 |
|
11 |
ბორჯომის მუნიცეპალიტეტი, ბაკურიანი |
43E31; 41N44 |
20 |
105.4 |
0.1 |
10 |
|
12 |
ქუთაისი |
42E44; 42N17 |
40 |
100.9 |
2.5 |
25 |
|
13 |
ჭიათურა |
43E16; 42N17 |
50 |
104.1 |
0.25 |
10 |
|
14 |
მარტვილი |
42E23; 42N25 |
20 |
100.7 |
0.25 |
10 |
|
15 |
ზუგდიდი |
41E52; 42N30 |
25 |
104.2 |
2.5 |
25 |
კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისად, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას. შპს „რადიო იმედის“ მაუწყებლობის №B49 და №B50 ლიცენზიების, ამავე ლიცენზიების მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე მოდიფიცირება გულისხმობს სამაუწყებლო სიგნალის გავრცელებას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობით, რომელიც არსებითად არის ლიცენზიაში სამაუწყებლო სიგნალის გადაცემის ტექნოლოგიის ცვლილება, აღნიშნული კი არ ცვლის სამაუწყებლო ლიცენზიებით განსაზღვრულ სახეს ან სახეობას და არც სიხშირული დიაპაზონის გამოყენებით სამაუწყებლო საქმიანობის განხორციელების გეოგრაფიულ ზონას. ფაქტობრივად საუბარია მაუწყებლისათვის განსხვავებული ტექნოლოგიით, იმავე სახისა და სახეობის სამაუწყებლო საქმიანობის უფლების მინიჭებაზე, რის შედეგადაც, კომპანიას ეძლევა საშუალება, მომხმარებელს მიაწოდოს გაუმჯობესებული ხარისხის სამაუწყებლო სიგნალი, ხოლო მომხმარებელს, თავის მხრივ, ეძლევა გაუმჯობესებული ხარისხის სამაუწყებლო სიგნალის მიღების შესაძლებლობა.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა შპს „რადიო იმედის“ მაუწყებლობის №B49 და №B50 ლიცენზიების სალიცენზიო პირობების მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, კერძოდ, კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ლიცენზიის სახე - საეთერო რადიომაუწყებლობა არ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, რომელთა შესაბამისად, კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს, ხოლო კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ასევე საჭიროა შპს „რადიო იმედის“ კუთვნილი მაუწყებლობის №B49 და №B50 ლიცენზიების მოდიფიცირება და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა, აღნიშნული ლიცენზიების „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
კომისია აღნიშნავს, რომ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება და ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „რადიო იმედის“ მაუწყებლობის №B49 და №B50 ლიცენზიების მოდიფიცირების შემთხვევაში ლიცენზიები მოყვანილი იქნება შესაბამისობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან და ამავდროულად არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვები, ვინაიდან, შპს „რადიო იმედის“ მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიების მოდიფიცირების შემდეგ, ლიცენზიების მფლობელი უზრუნველყოფს უკვე არსებული სამაუწყებლო ლიცენზიის ფარგლებში გაწეული სამაუწყებლო საქმიანობის მომხმარებლისათვის მიწოდებას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობით, სიხშირული სპექტრით მაუწყებლობის ზონის გაზრდის გარეშე.
საკითხის ზეპირი მოსმენა ჩატარდა კომისიის 2011 წლის 5 აგვისტოს სხდომაზე. ზეპირი მოსმენის დროს არ გამოვლენილა შპს „რადიო იმედის“ მაუწყებლობის №B49 და №B50 ლიცენზიების მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ზეპირი მოსმენის სხდომაზევე განხორციელდეს შპს „რადიო იმედის“ მაუწყებლობის №B49 და №B50 ლიცენზიების მოდიფიცირება და შპს „რადიო იმედს“ მიეცეს უფლება მაუწყებლობის №B49 და №B50 ლიცენზიების ფარგლებში შესრულებული რადიო პროგრამების სიგნალის გავრცელება განახორციელოს ასევე თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებითაც.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს „რადიო იმედის“ მაუწყებლობის №B49 ლიცენზია, შევიდეს ცვლილებები კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების 29–ე პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შპს „რადიო იმედის“ მაუწყებლობის №B49 ლიცენზიას განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა.ა. ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა;
ა.ბ. ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
ა.გ. მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
ა.გ.ა. რადიომაუწყებლობა 105,9 მჰც სიხშირეზე, 200 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.თბილისი;
ა.გ.ბ. რადიომაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.“
2. მოდიფიცირდეს შპს „რადიო იმედის“ მაუწყებლობის №B50 ლიცენზია, შევიდეს ცვლილებები კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების 29–ე პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) შპს „რადიო იმედის“ მაუწყებლობის №B50 ლიცენზიას განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ბ.ა. ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა;
ბ.ბ. ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
ბ.გ. მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
|
ბ.გ.ა |
№ |
გადამცემის განთავსების ადგილი |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედ. მ |
სიხშირე მჰც |
სიმძლავრე კვტ |
მაუწყებლობის საშ. რადიუსი, კმ |
|
|
1 |
ბათუმი |
41E43; 41N41 |
50 |
100.1 |
1 |
20 |
|
|
2 |
დედოფლის წყარო |
46E08; 41N27 |
50 |
104.7 |
1 |
25 |
|
|
3 |
თელავის მუნიცეპალიტეტი, ცივი |
45E29 41N55 |
35 |
100.2 |
1 |
20 |
|
|
4 |
დუშეთის მუნიცეპალიტეტი, ფასანაური |
44E41; 42N21 |
25 |
103.8 |
0.1 |
10 |
|
|
5 |
ყაზბეგის მუნიცეპალიტეტი, გუდაური |
44E53; 42N20 |
25 |
100.6 |
0.1 |
10 |
|
|
6 |
სტეფანწმინდა |
44E39; 42N39 |
25 |
100.0 |
0.25 |
10 |
|
|
7 |
გორი |
44E03; 42N02 |
120 |
100.0 |
1 |
25 |
|
|
8 |
დმანისი |
44E13; 41N22 |
120 |
105.1 |
1 |
35 |
|
|
9 |
ახალქალაქი |
43E25; 41N21 |
55 |
101.2 |
1 |
20 |
|
|
10 |
ახალციხე |
42E57; 41N38 |
35 |
101.5 |
1 |
15 |
|
|
11 |
ბორჯომის მუნიცეპალიტეტი, ბაკურიანი |
43E31; 41N44 |
20 |
105.4 |
0.1 |
10 |
|
|
12 |
ქუთაისი |
42E44; 42N17 |
40 |
100.9 |
2.5 |
25 |
|
|
13 |
ჭიათურა |
43E16; 42N17 |
50 |
104.1 |
0.25 |
10 |
|
|
14 |
მარტვილი |
42E23; 42N25 |
20 |
100.7 |
0.25 |
10 |
|
|
15 |
ზუგდიდი |
41E52; 42N30 |
25 |
104.2 |
2.5 |
25 |
ბ.გ.ბ რადიომაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.“
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „რადიო იმედისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „რადიო იმედისთვის“ აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ, №6) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე–2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი და მე–2 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
