წვდომის მენიუ

შპს „გაზეთ 1001 განცხადების“ კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 406 / 2

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 10, 2011

მიღების თარიღი აგვისტო 05, 2011

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებით მიმართა შპს „გაზეთმა 1001 განცხადება“ (№6/1642-11, 20.04.2011), კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიით განსაზღვრული მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრების, კერძოდ, გადამცემის განთავსების კოორდინატების ცვლილების თხოვნით; როგორც განცხადებაშია აღნიშნული გადამცემის მახათას მთაზე შპს „ჰორიზონტის“ ანძაზე განთავსების გამო ლიცენზიის მფლობელს ექმნება გარკვეული დაბრკოლებები მაუწყებლობის განხორციელების პროცესში.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიის 2011 წლის 6 ივლისის №332/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „გაზეთი 1001 განცხადების“ კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით; საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2011 წლის 5 აგვისტოს 16.00 საათზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „გაზეთი 1001 განცხადება“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები: 105.0 მგჰც სიხშირეზე, მახათის მთაზე არსებული შპს ”ჰორიზონტის” რადიოსაკომუნიკაციო ანძა (გეოგრაფიული კოორდინატებით: N-41° 42’ 53" და E-44° 49’ 48"), ანტენის განთავსების ადგილი მიწის ზედაპირიდან 40 მ სიმაღლეზე;

დ) გადამცემის სიმძლავრე: 500 ვტ

ე) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი

ვ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2014 წლის 3 აგვისტომდე.

კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისად, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს  ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის  ცვლილებას.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „გაზეთ 1001 განცხადების“ მოთხოვნის საფუძველზე კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ იქნა რადიომონიტორინგი და წარმოდგენილია სამსახურებრივი ბარათი (2011 წლის 31 მაისის №10/404-11), სადაც აღნიშნულია, რომ შპს „გაზეთ 1001 განცხადების“ 2011 წლის 20 აპრილის №04 წერილის საფუძველზე კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ, პროგრამული უზრუნველყოფა ICS Telecom–ის მეშვეობით განხორციელდა  მონიტორინგი და ვირტუალური დაფარვის მოდელირება, რომლის შედეგად დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში თუ შენარჩუნებული იქნება ანტენის განთავსების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან და გადამცემის სხვა ტექნიკური პარამეტრები, შესაძლებელია შპს „ჰორიზონტის“ ანძის ნაცვლად FM სამაუწყებლო გადამცემის განთავსების ადგილად მახათას მთაზე განლაგებული სხვა ანძების გამოყენება. აღნიშნულის გათვალისწინებით, რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს შესაძლებლად მიაჩნია შპს „გაზეთ 1001 განცხადების“ კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიაში შევიდეს ცვლილება და ლიცენზიაში აღნიშნული მახათას მთაზე განთავსებული შპს „ჰორიზონტის“ (კოორდინატები N-410 42’ 53” და E-440 49’ 48”) ანძის ნაცვლად გადამცემის განთავსების ადგილად განისაზღვროს თბილისში მახათას მთაზე არსებული შპს „ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის“ რადიოსაკომუნიკაციო ანძა (გეოგრაფიული კოორდინატებით: N-410 42’ 50“ და E-440 49’ 44“), ხოლო ანტენის განთავსების სიმაღლედ განისაზღვროს მიწის ზედაპირიდან 40 მეტრი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა – ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, შპს „გაზეთი 1001 განცხადების“ კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა, ვინაიდან, შპს „გაზეთ 1001 განცხადების“ მოთხოვნის საფუძველზე, ლიცენზიის მოდიფიცირების შემდეგ, ლიცენზიის მფლობელი უზრუნველყოფს უკვე არსებული ლიცენზიის ფარგლებში გაწეული სამაუწყებლო საქმიანობის მომხმარებლისათვის მიწოდებას სიხშირული სპექტრით მაუწყებლობის ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილების გარეშე.

    საკითხის ზეპირი მოსმენა ჩატარდა კომისიის 2011 წლის 5 აგვისტოს სხდომაზე. ზეპირი მოსმენის დროს არ გამოვლენილა შპს „გაზეთი 1001 განცხადების“ კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის  მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია შპს „გაზეთი 1001 განცხადების“ კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის  და  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს „გაზეთი 1001 განცხადების“ კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზია, შევიდეს ცვლილებები კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე–40 პუნქტის გ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები: 105.0 მგჰც სიხშირეზე, მახათის მთაზე არსებული შპს „ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის“ რადიოსაკომუნიკაციო ანძა (გეოგრაფიული კოორდინატებით: N-41° 42’ 50“ და E-44° 49’ 44“), ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან 40მ. სიმაღლეზე;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „გაზეთი 1001 განცხადებისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „გაზეთი 1001 განცხადებისთვის“ აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ, №6) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                              ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                             ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                             ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები