წვდომის მენიუ

შპს „ქართული რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B90 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2007 წლის 1 ივნისის №300/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 408 / 2

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 19, 2011

მიღების თარიღი აგვისტო 12, 2011

 

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ქართულმა რადიომ“ (№7/224-11, 31.05.2011), კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B90 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს ”ქართული რადიო” ითხოვს კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას, რომ კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა კერძო მაუწყებლობის №B90 ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიის 2011 წლის 15 ივლისის №355/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ქართული რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B90 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2007 წლის 1 ივნისის №300/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით; საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2011 წლის 12 აგვისტოს 16.00 საათზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 1 ივნისის №300/1 გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „ქართული რადიო“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B90 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 1 ივნისამდე;

 მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:

გადამცემის განთავსების ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე

მიწის ზედ. მ

სიხშირე

მჰც FM

სიმძლავრე კვტ

გასხივების დიაგრამა

შენიშვნა

თბილისი, მთაწმინდის ანძა

N 410 41/ 44//

E 0440  47/ 09//

85

94.7

1

წრიული

კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირებისას, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისად, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს  ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის  ცვლილებას. შპს „ქართული რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B90 ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელებული მოდიფიცირება გულისხმობს სატელევიზიო სიგნალის გავრცელებას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობით, რომელიც არსებითად არის ლიცენზიაში სამაუწყებლო სიგნალის გადაცემის ტექნოლოგიის ცვლილება, აღნიშნული კი არ ცვლის სამაუწყებლო ლიცენზიით განსაზღვრულ სახეს ან სახეობას და არც სიხშირული დიაპაზონის გამოყენებით სამაუწყებლო საქმიანობის განხორციელების გეოგრაფიულ ზონას. ფაქტობრივად საუბარია მაუწყებლისათვის განსხვავებული ტექნოლოგიით, იმავე სახისა და სახეობის სამაუწყებლო საქმიანობის უფლების მინიჭებაზე, რის შედეგადაც, კომპანიას ეძლევა საშუალება, მომხმარებელს მიაწოდოს გაუმჯობესებული ხარისხის სიგნალი, ხოლო მომხმარებელს, თავის მხრივ, ეძლევა გაუმჯობესებული ხარისხის სამაუწყებლო სიგნალის მიღების შესაძლებლობა.

კომისიის აზრით, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ქართული რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B90 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვები, ვინაიდან, შპს „ქართული რადიოს“ მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიის მოდიფიცირების შემდეგ, ლიცენზიის მფლობელი უზრუნველყოფს უკვე არსებული სამაუწყებლო ლიცენზიის ფარგლებში გაწეული სამაუწყებლო საქმიანობის მომხმარებლისათვის მიწოდებას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურების მეშვეობითაც, სიხშირული სპექტრით მაუწყებლობის ზონის გაზრდის გარეშე.

            საკითხის ზეპირი მოსმენა ჩატარდა კომისიის 2011 წლის 12 აგვისტოს სხდომაზე. ზეპირი მოსმენის დროს არ გამოვლენილა შპს „ქართული რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B90 ლიცენზიის  მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ზეპირი მოსმენის სხდომაზევე განხორციელდეს შპს „ქართული რადიოს“ კერძო  მაუწყებლობის №B90 ლიცენზიის მოდიფიცირება და  შპს „ქართულ რადიოს“ მიეცეს უფლება კერძო მაუწყებლობის №B90 ლიცენზიის ფარგლებში რადიო სიგნალის გავრცელება განახორციელოს ასევე თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებითაც.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს „ქართული რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B90 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2007 წლის 1 ივნისის №300/1 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:

ა)

გადამცემის განთავსების ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე

მიწის ზედ. მ

სიხშირე

მჰც FM

სიმძლავრე კვტ

გასხივების დიაგრამა

შენიშვნა

 

თბილისი, მთაწმინდის ანძა

N 410 41/ 44//    

E 0440  47/ 09//

85

94.7

1

წრიული

ბ) რადიომაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ქართული რადიოსთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „ქართული რადიოსთვის“ აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ, №6) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).

 

კომისიის წევრი                                                                                                         ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                         ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                         ი. მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები