წვდომის მენიუ

შპს ”პედიატრისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 417 / 15

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 17, 2011

მიღების თარიღი აგვისტო 12, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (04.08.2011 №7/340-11) მიმართა შპს ”პედიატრმა” შემოკლებული ნუმერაციის რესურსის მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე.

 შპს ”პედიატრი” ახორციელებს მოსახლეობის სასწრაფო, გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით მომსახურებას.

   კომისია  აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ნებართვით, ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

კომისია  ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა №355 დადგენილება „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა მოკლე ნომრების სტრუქტურა, ფორმატი, განაწილება და სარგებლობა. დებულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, 1XX (XXX) ფორმატის მოკლე ნომრების (კოდების) ზონა მოიცავს მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორების არჩევის კოდებს, ელექტრო­ნული საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორების საინფორმაციო-საც­ნობარო და საავარიო მომსახურების, საგანგებო (ექსტრემალური) სამსახუ­რების, მუნიციპალური და სხვა საავარიო-სამაშველო, საზოგადოებრივი, საინ­ფორმაციო, საცნობარო, სამედიცინო და სოციალური დახმარების სამსახუ­რების ნომრებსა და კოდებს. ამავე დებულების დანართი №4-ით განისაზღვრა ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის ძირითადი ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონიძიებათა გეგმა, რომლის შესაბამისად, ახალ სისტემაზე გადასვლა უნდა მოხდეს ეტაპობრივად. მოკლე ნომრების ახალ ფორმატზე 1XX (XXX) გადასვლა მოხდება კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან.

გამომდინარე იქედან, რომ შპს ”პედიატრი” მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს შპს ”პედიატრის” მოთხოვნა და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს შპს ”პედიატრს” ნუმერაციის რესურსი 1-6-0-2-2 (ერთი-ექვსი-ნული-ორი-ორი) საქართველოს ტერიტორიაზე. გარდამავალ ეტაპზე, ნუმერაციის ახალი ეროვნული სისტემით გათვალისწინებული ახალი ნუმერაციის რესურსის 1-6-0-2-2 (ერთი-ექვსი-ნული-ორი-ორი) აქტივაციის კომისიის მიერ განსაზღვრულ თარიღამდე, შპს ”პედიატრი” უფლებამოსილი იქნება მომსახურება გაწიოს ოთხნიშნა ნუმერაციის რესურსით 8-0-4-9 (რვა-ნული-ოთხი-ცხრა).

            ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავის და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს ”პედიატრს” ნუმერაციის რესურსი - 1-6-0-2-2 (ერთი-ექვსი-ნული-ორი-ორი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით, 2011 წლის - 12 აგვისტოდან,  2012 წლის 12 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე;

2. ნუმერაციის ახალი ეროვნული სისტემით გათვალისწინებული ახალი ნუმერაციის რესურსის 1-6-0-2-2 (ერთი-ექვსი-ნული-ორი-ორი) აქტივაციის კომისიის მიერ განსაზღვრულ თარიღამდე, შპს ”პედიატრი” უფლებამოსილია არაავტორიზებადი საქმიანობა განახორციელოს 8-0-4-9 (რვა-ნული-ოთხი-ცხრა) ნუმერაციის რესურსით;

3.  შპს ”პედიატრი” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

4.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს ”პედიატრისთვის” ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი  თვის ვადაში;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                               ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრები:                                                              ა. სიხარულიძე

                                                                                                ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები