წვდომის მენიუ

სს ,,სილქნეტის” სანქცირების თაობაზე

ნომერი: 419 / 18

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 19, 2011

მიღების თარიღი აგვისტო 12, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  დადგენილი  სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში 2011 წლის 29 ივლისს კომისიას განცხადებით მიმართა შპს „სუპერ ტვ“–მ (29.07.2011 №6/3454–11), სადაც კომპანია ითხოვს სს „სილქნეტის“ მიერ სამაუწყებლო არხ „ZDF“-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების მართლზომიერების შესწავლას. შპს „სუპერ ტვ“-ს განცხადებით, აღნიშნული სამაუწყებლო არხის რეტრანსლირებას სს „სილქნეტი“ ახორციელებს უკანონოდ, ხოლო ის ფაქტი, რომ კომპანიის მიერ ხორციელდება სამაუწყებლო არხი „ZDF“-ს რეტრანსლირება დადასტურებულია იმ გარემოებით, რომ აღნიშნული არხი ფიქსირდება სს „სილქნეტის“ ოფიციალურ ვებ–გვერდზე აბონენტებისათვის შეთავაზებული არხების ჩამონათვალში.

     შპს „სუპერ ტვ“-ს ზემოაღნიშნული განცხადების საფუძველზე კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2011 წლის 2 აგვისტოს განხორციელდა სს „სილქნეტის“ შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. გადამოწმდა სს „სილქნეტის“ მიერ  კომისიაში წარმოდგენილი სატელევიზიო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები და შედგენილ იქნა შემოწმების აქტი №41. აღნიშნული შემოწმების აქტი თანდართული მტკიცებულებებით სამსახურებრივი ბარათით (N10/697-11 05.08.2011) რეაგირებისთვის გადაეცა კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2011 წლის 8 აგვისტოს.

   კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათში აღნიშნულია, რომ სს „სილქნეტის“ შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ სს ”სილქნეტი” საკუთარი ქსელის მეშვეობით ახორციელებს შემდეგი სამაუწყებლო არხების ტრანზიტს: „საზოგადოებრივი მაუწყებელის I არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“, „იმედი“, „რუსთავი 2“, „მზე“, „ პირველი სტერეო“, „კავკასია“, „აჭარის ტელევიზია“, „ერთსულოვნება“, „საქართველო“, „რეგიონ ტვ“, „რეალტივი“, „ПИК“, „GMG ფეხბურთი“, „GMG სპორტი“, „GMG კინოგურმანი“, „GMG ჰოლივუდი“, „GMG სერიალი“, „Mezzo“, „ახალი არხი“, „აფხაზეთის ხმა“, „CNN“, „BBC“, „Bloomberg“,  „France 24“, „Deutsche Welle“, „Viasat Explorer“, „Viasat History“, „Travel Channel“, „Интересное ТВ“, „365 Дней“, „24 Техно“, „Zone Reality“, „ESPN Classic Sport“, „Eurosport“, „Eurosport 2“, „Eurosport News“, „Eurosport HD“, „Viasat Sort“, „Extreem Sport“, „Русский Экстрим“, „Авто Плюс“, „Drive TV“, „Боец ТВ“, „НТВ + Наш футбол“, „BBC Entartainment“, „Universal Channel“, „Комедия ТВ“, „Наше Любимое Кино“, „Много ТВ“, „Феникс Плюс Кино“, „Cartoon Network“, „Luxe TV“, „Fashion TV“, „FLN“, „Охота и Рыбалка“, „Усадьба ТВ“, „Кухня ТВ“, „Здоровое ТВ“, „ТВ Бульвар“, „MTV“, „VH1“, „Шансон ТВ“, „MCM TOP“, „RTVi“, „Retro TV“, „Интер +“, „Armenia TV“, „AzTV“.

ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხებიდან, სს „სილქნეტი“ არამართლზომიერად (ხელშეკრულების ან/და შესაბამისი სანებართვო წერილების წარმოდგენის გარეშე) გადაცემს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „ПИК“, „მზე“, „I სტერეო“, „კავკასია“, „აჭარის ტელევიზია“, „ერთსულოვნება“, „რეგიონ ტვ“, „რეალტივი“, „აფხაზეთის ხმა“, „BBC“, „Deutsche Welle“, „24 Техно“, „ESPN Classic Sport“, „Eurosport“, „Eurosport 2“, „Eurosport News“, „Eurosport HD“, „Drive TV“, „НТВ + Наш футбол“, „BBC Entartainment“, „Universal Channel“, „Luxe TV“, „Fashion TV“, „Охота и Рыбалка“, „Armenia TV“, „AzTV“, „Усадьба ТВ“, „Здоровое ТВ“, „Retro TV“.

სამსახურებრივ ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სს „სილქნეტის“ მიერ არ ხორციელდება სამაუწყებლო არხის ZDF-ის რეტრანსლირება, ამავე დროს აღნიშნული სამაუწყებლო არხი არ ფიქსირდება კომპანიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე აბონენტებისათვის შეთავაზებული არხების ჩამონათვალში.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შედგენილი N41 შემოწმების აქტისა და თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალების საფუძველზე,  ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2011 წლის  8 აგვისტოს  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს ,,სილქნეტის“ სანქცირების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2011 წლის 12 აგვისტოს, რის თაობაზეც სს „სილქნეტს” ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი შეტყობინებით (08.08.2011 N03/1652-11) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

საკითხის განხილვის თარიღისა და ადგილის თაობაზე ასევე შეტყობინებით (08.08.2011 N03/1651-11) ეცნობა შპს „სუპერ ტვ“-ს და იგი მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.

კომისია აღნიშნავს, რომ  2011 წლის 11 აგვისტოს კომისიაში წარმოდგენილ იქნა სს „სილქნეტის“ და შპს „ნოვუსის“ ერთობლივი წერილი (N6/3574-11) და სს „სილქნეტის“ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე რიგი სამაუწყებლო არხების მართლზომიერად რეტრანსლირების დამადასტურებელი ხელშეკრულებები და სანებართვო წერილები.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ იქნა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებისა და სანებართვო წერილების ანალიზი და დადგინდა, რომ სს „სილქნეტისა“ და შპს „ნოვუსის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია:

1. სს „სილქნეტის“ მიერ 2011 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებები სამაუწყებლო არხების: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „ПИК“, „მზე“, „I სტერეო“, „კავკასია“, „ერთსულოვნება“, „რეგიონ ტვ“, „რეალტივი“, „აფხაზეთის ხმა“ რეტრანსლირებისა და 2011 წლის 10 აგვისტოს სანებართვო წერილი სამაუწყებლო არხის „აჭარის ტელევიზია“ რეტრანსლირების თაობაზე;

2. 2011 წლის 13 ივლისით დათარიღებული სანებართვო წერილი სს „სილქნეტის“ მიერ სამაუწყებლო არხების „Eurosport“, „Eurosport 2“, „Eurosport News“, „Eurosport HD“ საქართელოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების თაობაზე და 2011 წლის 10 აგვისტოთი დათარიღებული სანებართვო წერილი სს „სილქნეტის“ მიერ სამაუწყებლო არხების „BBC“, „BBC Entartainment“ საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების თაობაზე;

3. სანებართვო წერილი დახურული სააქციო საზოგდოება СТРИМ“-ისგან (რომელიც წარმოადგენს უფლების მფლობელ კომპანიას), საიდანაც ირკვევა, რომ აღნიშნული კომპანია უფლებას აძლევს შპს „ნოვუსს“, რომელთანაც მას აქვთ გაფორმებული  საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების „Охота и Рыбалка“, „Усадьба ТВ“, „Здоровое ТВ“, „Retro TV“, „Drive TV“, „24 Техно“ რეტრანსლირების თაობაზე ხელშეკრულება (01.06.2010) (და რომელიც წარმოადგენს სს“ სილქნეტის“ აფილირებულ პირს), განახორციელოს აღნიშნული სამაუწყებლო არხების  რეტრანსლირების უფლების სს „სილქნეტისთვის“ გადაცემა.

4. სანებართვო წერილი „Fashion TV”-სგან, საიდანაც ირკვევა, რომ აღნიშნული კომპანია უფლებას აძლევს შპს „ნოვუსს“, რომელთანაც მას აქვთ გაფორმებული  საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხის “Fashion TV” რეტრანსლირების თაობაზე ხელშეკრულება (01.04.2010), განახორციელოს აღნიშნული სამაუწყებლო არხის  რეტრანსლირების უფლების სს „სილქნეტისთვის“ გადაცემა.

5. 2011 წლის 9 აგვისტოთი დათარიღებული სანებართვო წერილი „UNIVERSIAL DISTRIBUTION”-ისგან სს „სილქნეტის“ მიერ სამაუწყებლო არხების „ESPN Classic Sport“ და „Deutsche Welle“ საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების თაობაზე;

6. ოთხმხრივი შეთანხმება, გაფორმებული 2010 წლის 1 ნოემბერს  „SPARROWHAWH INTERNATIONAL CHANNELS LIMITED” -ს, შპს „ნოვუსს“, სს „გაერთიანებულ ტელეკომსა“ და სს „სილქნეტს“ შორის საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხის „Universal Channel“ რეტრანსლირების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2011 წლის 12 აგვისტოს სხდომაზე. კომისიის სხდომას ესწრებოდნენ შპს „სილქნეტის“ წარმომადგენლები ქალბატონი თინათინ ფილია და ბატონი გივი პეტრიაშვილი; კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა  შპს „სუპერ ტვ“-ს წარმომადგენელი.

კომისიის სხდომაზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ იქნა შპს „შამმ 2001“-ს სანებართვო წერილი სამაუწყებლო არხ „НТВ + Наш футбол“-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების თაობაზე. რაც შეეხება სამაუწყებლო არხების „Luxe TV“, „Armenia TV“ და „AzTV“ საქართველოს  ტერიტორიაზე რეტრანსლირების საკითხს, თინათინ ფილიამ აღნიშნა, რომ ეს არის უფასო არხები და საქართველოს ტერიტორიაზე მათ რეტრანსლირებას არ სჭირდება სამაუწყებლო არხებთან ხელშეკრულების გაფორმება, რაც შეეხება სანებართვო წერილებს, სს „სილქნეტმა“ მიმართა აღნიშნულ არხებს შესაბამისი სანებართვო წერილების მოპოვების მიზნით, მაგრამ ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, უფლებამოსილი პირების არყოფნის გამო, გაჭიანურდა სანებართვო წერილების მიღება.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათები (05.08.2011 N10/697-11; 11.08.2011 N10/730-11);

2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირის მიერ 2011 წლის 2 აგვისტოს შედგენილი შემოწმების აქტი N41;

2.  N41 შემოწმების აქტზე თანდართული აუდიო-ვიზუალური ჩანაწერი - CD;

3. N41 შემოწმების აქტზე თანდართული ამონაბეჭდი სს „სილქნეტის“ ვებ გვერდიდან (www.silk-tv.com) სამაუწყებლო არხების ჩამონათვალის მითითებით;

5. კომისიაში დაცული და სს ,,სილქნეტის” მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებები და სანებართვო წერილები სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების თაობაზე.

6. სს „სილქნეტის“ და შპს „ნოვუსის“ ერთობლივი წერილი (11.08.11 N6/3574-11);

7. შპს „შამმ 2001“-ს წერილი (12.08.11 N6/3605-11);

8. შპს „სუპერ ტვ“-ს წერილი (29.07.2011 N6/3454-11);

9. კომისიის მიერ 2011 წლის 14 მარტს ავტორიზებული პირების მიმართ გაგზავნილი წერილი N04/481-11;

10.  მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე კომისიის მიერ  შესწავლილ და დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. 2011 წლის 29 ივლისს კომისიას განცხადებით მიმართა შპს „სუპერ ტვ“–მ (29.07.2011 №6/3454–11), სადაც კომპანია ითხოვს სს „სილქნეტის“ მიერ სამაუწყებლო არხ „ZDF“-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების მართლზომიერების შესწავლას. შპს „სუპერ ტვ“-ს განცხადებით აღნიშნული სამაუწყებლო არხის რეტრანსლირებას სს „სილქნეტი“ ახორციელებს უკანონოდ, და ის ფაქტი, რომ კომპანიის მიერ ხორციელდება სამაუწყებლო არხი „ZDF“-ს რეტრანსლირება, დადასტურებულია იმ გარემოებით, რომ აღნიშნული არხი ფიქსირდება სს „სილქნეტის“ ოფიციალურ ვებ–გვერდზე აბონენტებისათვის შეთავაზებული არხების ჩამონათვალში.

2.  შპს „სუპერ ტვ“-ს განცხადების საფუძველზე 2011 წლის 2 აგვისტოს, 14:10 საათზე, კომისიაში,  მისამართზე ქეთევან წამებულის გამზირი/ბოჭორმის ქ.50/18   კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გ.რატიშვილის და ამავე დეპარტამენტსი წამყვანი სპეციალისტ ი.მახარაძის მიერ განხორციელდა სს ,,სულქნეტის” მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №41.  შემოწმების აქტს ხელს აწერენ: კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი გ.რატიშვილი და ამავე დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი ი.მახარაძე;

3. შემოწმების შედეგად შესწავლილ იქნა სს “სილქნეტის“ მიერ საკუთარი საკაბელო ქსელით გადაცემული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების კანონიერება და გამოირკვა, რომ სს ”სილქნეტი” საკუთარი ქსელის მეშვეობით ახორციელებს შემდეგი სამაუწყებლო არხების ტრანზიტს: „საზოგადოებრივი მაუწყებელის I არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“, „იმედი“, „რუსთავი 2“, „მზე“, „ პირველი სტერეო“, „კავკასია“, „აჭარის ტელევიზია“, „ერთსულოვნება“, „საქართველო“, „რეგიონ ტვ“, „რეალტივი“, „ПИК“, „GMG ფეხბურთი“, „GMG სპორტი“, „GMG კინოგურმანი“, „GMG ჰოლივუდი“, „GMG სერიალი“, „Mezzo“, „ახალი არხი“, „აფხაზეთის ხმა“, „CNN“, „BBC“, „Bloomberg“,  „France 24“, „Deutsche Welle“, „Viasat Explorer“, „Viasat History“, „Travel Channel“, „Интересное ТВ“, „365 Дней“, „24 Техно“, „Zone Reality“, „ESPN Classic Sport“, „Eurosport“, „Eurosport 2“, „Eurosport News“, „Eurosport HD“, „Viasat Sort“, „Extreem Sport“, „Русский Экстрим“, „Авто Плюс“, „Drive TV“, „Боец ТВ“, „НТВ + Наш футбол“, „BBC Entartainment“, „Universal Channel“, „Комедия ТВ“, „Наше Любимое Кино“, „Много ТВ“, „Феникс Плюс Кино“, „Cartoon Network“, „Luxe TV“, „Fashion TV“, „FLN“, „Охота и Рыбалка“, „Усадьба ТВ“, „Кухня ТВ“, „Здоровое ТВ“, „ТВ Бульвар“, „MTV“, „VH1“, „Шансон ТВ“, „MCM TOP“, „RTVi“, „Retro TV“, „Интер +“, „Armenia TV“, „AzTV“.

4. ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხებიდან, სს „სილქნეტი“, 2011 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით არამართლზომიერად (ხელშეკრულების ან/და შესაბამისი სანებართვო წერილების წარმოდგენის გარეშე) გადასცემდა შემდეგ სამაუწყებლო არხებს: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „ПИК“, „მზე“, „I სტერეო“, „კავკასია“, „აჭარის ტელევიზია“, „ერთსულოვნება“, „რეგიონ ტვ“, „რეალტივი“, „აფხაზეთის ხმა“, „BBC“, „Deutsche Welle“, „24 Техно“, „ESPN Classic Sport“, „Eurosport“, „Eurosport 2“, „Eurosport News“, „Eurosport HD“, „Drive TV“, „НТВ + Наш футбол“, „BBC Entartainment“, „Universal Channel“, „Luxe TV“, „Fashion TV“, „Охота и Рыбалка“, „Armenia TV“, „AzTV“, „Усадьба ТВ“, „Здоровое ТВ“, „Retro TV“;

5. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სს „სილქნეტის“ მიერ არ ხორციელდება სამაუწყებლო არხის ZDF-ის რეტრანსლირება, ამავე დროს აღნიშნული სამაუწყებლო არხი არ ფიქსირდება კომპანიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე აბონენტებისათვის შეთავაზებული არხების ჩამონათვალში;

6. შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება 2011 წლის 2 აგვისტოს  №41  შემოწმების აქტით, აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით (CD) და  კომისიაში სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებებისა და სანებართვო წერილების ანალიზით;

7. სს ,,სილქნეტი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი 10.03.10. ავტორიზებული საქმიანობის ერთ-ერთი სახე - ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ტრანზიტული ტელემაუწყებლობის მომსახურება), რომელიც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, უნდა ახორციელებდეს მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემას და ბოლო მომხმარებლისათვის  საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით მიწოდებას;

8. სს ,,სილქნეტს” საქართველოს ტერიტორიაზე  სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე;

9. კომისიამ 2011 წლის 14 მარტს წერილობით (N04/481-11) მიმართა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად  მოსთხოვა სატრანზიტო მომსახურების პაკეტში არსებული სამაუწყებლო არხების ჩამონათვალი და აღნიშნული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები.

 ამავე წერილით, კომისიამ განუმარტა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, რომ მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაცია კომისიაში უნდა წარმოადგინონ მათ მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში წარმოდგენილ იქნას აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/კომპანიის ნებართვის წერილი (Permission Letter) რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს:

ა) ნებართვა ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ;

10. 2011 წლის 11 აგვისტოს კომისიაში წარმოდგენილ იქნა სს „სილქნეტის“ და შპს „ნოვუსის“ ერთობლივი წერილი და სს „სილქნეტის“ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი სამაუწყებლო არხების მართლზომიერად რეტრანსლირების დამადასტურებელი ხელშეკრულებები და სანებართვო წერილები: „Deutsche Welle“, „Fashion TV“, „ESPN Classic Sport“, „Охота и Рыбалка“, „Усадьба ТВ“, „Здоровое ТВ“, „Retro TV“, „Drive TV“, „24 Техно“, „Universal Channel“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „ПИК“, „მზე“, „I სტერეო“, „კავკასია“, „აჭარის ტელევიზია“, „ერთსულოვნება“, „რეგიონ ტვ“, „რეალტივი“, „აფხაზეთის ხმა“; „BBC“, „Eurosport“, „Eurosport 2“, „Eurosport News“, „Eurosport HD“, „BBC Entartainment“;

11. კომისიის სხდომაზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ იქნა შპს „შამმ 2001“-ს სანებართვო წერილი სამაუწყებლო არხ „НТВ + Наш футбол“-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების თაობაზე.

12. 2011 წლის 12 აგვისტოს მდგომარეობით, სს „სილქნეტი“ შესაბამისი ხელშეკრულებების ან/და სანებართვო წერილების კომისიაში წარმოდგენის გარეშე გადასცემს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: „Luxe TV“, „Armenia TV“ და „AzTV“;

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.

2. ,,ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის № 3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი.

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებული სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის თაობაზე;

4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

5. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი.

6. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი1) ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის ჟ) ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან.      

7. ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით დართონ თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ბერნის კონვენციისა და ისმო-ს ხელშეკრულების  აღნიშნულ დანაწესთან სრულ თანხმობაშია ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ :

1. საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: Luxe TV“, „Armenia TV“, „AzTV“ და „ESPN Classic Sport“, შესაბამისი ხელშეკრულებების ან/და სანებართვო წერილების  გარეშე უცველელი სახით გადაცემით სს ,,სილქნეტის” მიერ დაირღვა  ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი;

2. საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „ПИК“, „მზე“, „I სტერეო“, „კავკასია“, „აჭარის ტელევიზია“, „ერთსულოვნება“, „რეგიონ ტვ“, „რეალტივი“, „აფხაზეთის ხმა“, „BBC“, „Deutsche Welle“, „24 Техно“, „Eurosport“, „Eurosport 2“, „Eurosport News“, „Eurosport HD“, „Drive TV“, „НТВ + Наш футбол“, „BBC Entartainment“, „Universal Channel“, „Fashion TV“, „Охота и Рыбалка“, „Усадьба ТВ“, „Здоровое ТВ“, „Retro TV“ საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი ხელშეკრულებებისა და სანებართვო წერილების კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობით სს „სილქნეტის“ მიერ დაირღვა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ეტაპისთვის სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია სამაუწყებლო არხების „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „ПИК“, „მზე“, „I სტერეო“, „კავკასია“, „აჭარის ტელევიზია“, „ერთსულოვნება“, „რეგიონ ტვ“, „რეალტივი“, „აფხაზეთის ხმა“, „ESPN Classic Sport“, „BBC“, „Deutsche Welle“, „24 Техно“, „Eurosport“, „Eurosport 2“, „Eurosport News“, „Eurosport HD“, „Drive TV“, „НТВ + Наш футбол“, „BBC Entartainment“, „Universal Channel“, „Fashion TV“, „Охота и Рыбалка“, „Усадьба ТВ“, „Здоровое ТВ“, „Retro TV“ საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები ან/და სანებართვო წერილები.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დააკისროს  ჯარიმა. გამომდინარე იქიდან, რომ  სს ,,სილქნეტის”  მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქცია,  კომისიას მიაჩნია, რომ სს „სილქნეტის” მიმართ  ამჯერად გამოყენებულ უნდა იქნას გაფრთხილება.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, სს ,,სილქნეტს” ამავდროულად უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტი: „Luxe TV“, „Armenia TV“, „AzTV“.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე გამოკვლეულ იქნა სს ,,სილქნეტის” მიერ საკუთარი საკაბელო ქსელის მეშვეობით გადაცემული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებაზე გაფორმებული ხელშეკრულებების არსებობისა და კომისიაში წარმოდგენის ფაქტი. კომისიას არ უმსჯელია სს ,,სილქნეტის” მიერ კომისიაში წარმოდგენილ სხვა სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებების ნამდვილობასა და კანონიერებაზე, კერძოდ, არ გამოუკვლევია, სამაუწყებლო არხების დისტრიბუტორი/დილერი კომპანიის მიერ, სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების გადაცემა სს ,,სილქნეტისთვის“ მართლზომიერად განხორციელდა თუ არა.

    ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 98-ე,  99-ე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-5 მუხლის, 36-ე მუხლის მე-5, მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტების, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და “ბ” ქვეპუნქტების, 43-ე, 44-ე მუხლების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს გაფრთხილება სს ,,სილქნეტს” ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების  დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს სს ,,სილქნეტმა”  საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: „Luxe TV“, „Armenia TV“, „AzTV“ არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების სს ,,სილქნეტისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ,  №6) ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ,,სილქნეტისთვის” ჩაბარების დღიდან;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                 სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                       აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                       ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები