საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის №57 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 17, 2011
მიღების თარიღი აგვისტო 16, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2011 წლის 16 აგვისტოს №57 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–16 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს კომისიის 2011 წლის 16 აგვისტოს №57 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2 საკითხის (ერთი მხრივ, შპს „სუპერ ტვ“-სა და, მეორე მხრივ სს „სილქნეტს“ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვებასთან დაკავშირებული დავის განხილვის შესახებ) განხილვა კომისიის 2001 წლის 19 აგვისტოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში შპს „სუპერ ტვ“-სა და სს „სილქნეტის“ ერთობლივი შუამდგომლობის საფუძველზე;
2. კომისიის 2011 წლის 16 აგვისტოს №57 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის წევრი |
|
ს. ბრიტანჩუკი |
|
კომისიის წევრი |
|
კ. კვიტაიშვილი |
|
კომისიის წევრი |
|
ა . სიხარულიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ი. მოსეშვილი |
