შპს ”კავკასუს ონლაინისთვის” დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 25, 2011
მიღების თარიღი აგვისტო 19, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინმა” კომისიას მიმართა განცხადებით №1/3621,05.07.11 (კომისიაში რეგისტრაციის №7/277-11,05.07.11), მთა ”ცივიდან” (გეგრაფიული კოორდინატები: N41.871796;
E45.410950) ქ.თელავამდე (გეგრაფიული კოორდინატები: N41.919560; E45.471540) აგრეთვე, ქ.დუშეთიდან (გეგრაფიული კოორდინატები: N42.002222; E44.657111) სოფელ წეროვანამდე (გეოგრაფიული კოორდინატები: N41.899550; E44.639115) მონაკვეთებზე, 7გჰც ან 8გჰც სიხშირულ დიაპაზონებში რადიოსარელეო ხაზების სადგურების ფუნქციონირებისთვის, 28მჰც სიგანის სიხშირული ზოლების მინიჭების მოთხოვნით. შპს ”კავკასუს ონლაინს” რადიოსარელეო სიხშირეები ესაჭიროება უსადენო დაშვების ქსელის საბაზო ტერმინალებს შორის რადიოსარელეო კავშირის უზრუნველყოფისთვის.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი, 2010 წლის 11 თებერვალი, A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა) და ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიებს (F6, მოქმედების ვადა 21.02.2016 და F46, მოქმედების ვადა 12.02.2017) სიხშირულ ზოლებში (5250მჰც ÷ 5350მჰც), (2284მჰც ÷ 2382მჰც) უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურეობისთვის საქართველოს ტერიტორიაზე.
შპს ”კავკასუს ონლაინისთვის” 8გჰც დიაპაზონში რადიოსარელეო ხაზების სადგურების ფუნქციონირებისთვის შერჩეულ იქნა რადიოსიხშირეები: 7777.35მჰც ± 14ჰც და 8088.67მჰც ±14ჰც; თითოეული ზოლის სიგანით 28მჰც. თანხმობა აღნიშნული სიხშირეების გამოყენებაზე შპს ”კავკასუს ონლაინმა” კომისიას აცნობა წერილით №1/3770.11.08.11 (რეგისტრაციის №6/3577-11,11.08.11).
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს
კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით”. „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ ცვლილების შეტანისას კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირისათვის მინიჭებული რადიოსიხშირე შეცვალოს ამ გეგმით გათვალისწინებული სხვა რადიოსიხშირით. ამ შემთხვევაში პირი არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს კომპენსაცია”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ”კავკასუს ონლაინს” კომისიის მიერ „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-7 მუხლის შესაბამისად, უნდა განესაზღვროს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა, რომელიც შეადგენს 5685,6 (ხუთი ათას ექვსასოთხმოცდახუთი ლარი და სამოცი თეთრი) ლარს.
კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებულ უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით, წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების (თან ერთვის) შესაბამისად, საკომუნიკაციო მომსახურეობის ქსელის სადგურებს შორის მონაკვეთებზე, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-7 მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”კავკასუს ონლაინს”, რადიოსიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, საკომუნიკაციო მომსახურების ქსელის სადგურებს შორის მაგისტრალურ და სუბმაგისტრალურ მონაკვეთებზე, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით, 10 წლის ვადით - 2021 წლის 19 აგვისტომდე, აუქციონის გარეშე;
2. განესაზღვროს შპს ”კავკასუს ონლაინს”, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა 5685,6 (ხუთი ათას ექვსასოთხმოცდახუთი ლარი და სამოცი თეთრი) ლარის ოდენობით;
3. უზრუნველყოს შპს ”კავკასუს ონლაინმა”, ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის 5685,6 (ხუთი ათას ექვსასოთხმოცდახუთი ლარი და სამოცი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწუფო ბიუჯეტში 10 დღის ვადაში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით;
მიმღები:
ხაზინის ერთიანი ანგარიში ა/ა 200122900;
ბანკი -სახელმწიფო ხაზინა;
კოდი -TRESG22;
საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300773402;
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ აუქციონის საწყისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;
5. შპს ”კავკასუს ონლაინის”, მიერ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის ოდენობის 5685,6 (ხუთი ათას ექვსასოთხმოცდახუთი ლარი და სამოცი თეთრი) ლარის გადაუხდელობის შემთხვევაში, წინამდებარე გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად;
6. აღირიცხოს შპს ”კავკასუს ონლაინისთვის”, მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
7. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”კავკასუს ონლაინისთვის”, რადიოსიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ №6) 1 თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი