საზღვაო ხომალდებისთვის (“Bonnie Jeanne” და “Fortuna”) სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 25, 2011
მიღების თარიღი აგვისტო 19, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ სსიპ ”საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ” კომისიას მიმართა განცხადებებით, წარმოდგენილი “რადიოსადგურის ანკეტების” გათვალისწინებით, საზღვაო ხომალდებისთვის (“Bonnie Jeanne” და “Fortuna”) რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47 -ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1.მიენიჭოს საზღვაო ხომალდებს: “Bonnie Jeanne” (მფლობელი ვახტანგ ჭოლორაია) და “Fortuna” (მფლობელი გიზო ჭიჭინაძე) ცხრილში აღნიშნული სახმობი და ამოცნობის ნიშნები:
|
N |
ლიცენზი-ის N |
ხომალდის მფლობელი |
ხომალდის დასახელება |
მინიჭე-ბული სახმობი |
მინიჭებული MMSI N |
Selective call |
|
1 |
1159 |
ვახტანგ ჭოლორაია |
“Bonnie Jeanne” |
4LMP2 |
213 962 000 |
- |
|
2 |
1160 |
გიზო ჭიჭინაძე |
“Fortuna” |
4LMQ2 |
213 963 000 |
- |
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6 ) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
