სს „სილქნეტის“ და შპს „ნოვუსის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 25, 2011
მიღების თარიღი აგვისტო 19, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2011 წლის 11 აგვისტოს კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/3574-11) მიმართა სს „სილქნეტმა“ და შპს „ნოვუსმა“ კომპანიების მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების მართლზომიერების დამადასტურებელი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით. ამასთანავე, 2011 წლის 15 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის №6/3656-11) სს „სილქნეტმა“ კომისიაში დამატებით წარმოადგინა მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების მართლზომიერების დამადასტურებელი ხელშეკრულებები, მათი კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის, ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
კომისია აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების ნაწილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, გაფორმებულია შპს „ნოვუსთან“, რომელიც თავის მხრივ საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე ფლობს სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებისა და მხოლოდ სს „სილქნეტისათვის“ გადაცემის უფლებას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია შპს „ნოვუსთან“ 2010 წლის 12 მარტს გაფორმებული გენერალური ხელშეკრულება №10–1118/2, რომლის შესაბამისად, სს „სილქნეტი“ შპს „ნოვუსისაგან“ მიიღებს, ხოლო შპს „ნოვუსი“ განახორციელებს კონტენტის (სამაუწყებლო არხების) მიწოდებას სს „სილქნეტისათვის“.
კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადებები, აგრეთვე ამ განცხადებების საფუძველზე კომერციულ საიდუმლოებად საცნობი ხელშეკრულებები და მიიჩნია, რომ სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებები სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შინაარსობრივად შესაძლებელია ნაწილობრივ შეიცავდეს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები შეიცავს ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებებში ასახული სამაუწყებლო არხის/არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის პირობების შესახებ. კერძოდ:
ა) სს „სილქნეტსა“ და შპს „ალანიას“ შორის 2011 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება №11–408 (მოქმედების ვადა 01.08.2011 – 31.12.2012, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხის „რეგიონ ტვ“–ს რეტრანსლირების შესახებ;
ბ) სს „სილქნეტსა“ და შპს „რეალტივი საქართველოს“ შორის 2011 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება №11–409 (მოქმედების ვადა 01.08.2011 – 31.12.2012, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხის „რეალტივის“ რეტრანსლირების შესახებ;
გ) სს „სილქნეტსა“ და შპს „ტელეკომპანია მზეს“ შორის 2011 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.08.2011 – 31.12.2011, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხის „მზეს“ რეტრანსლირების შესახებ;
დ) სს „სილქნეტსა“ და შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ შორის 2011 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.08.2011 – 31.12.2011, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხის „I სტერეოს“ რეტრანსლირების შესახებ;
ე) სს „სილქნეტსა“ და შპს „ქეი 1“–ს შორის 2011 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.08.2011- 31.12.2012, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხის „პირველი საინფორმაციო კავკასიურის“ რეტრანსლირების შესახებ;
ვ) სს „სილქნეტსა“ და შპს „საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნებას“ შორის 2011 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება №11–410 (მოქმედების ვადა 01.08.2011 – 31.12.2012, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხის „ერთსულოვნების“ რეტრანსლირების შესახებ;
ზ) სს „სილქნეტსა“ და შპს „ტელეკომპანია კავკასიას“ შორის 2011 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.08.2011 – 31.12.2011, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხის „კავკასიის“ რეტრანსლირების შესახებ;
თ) სს „სილქნეტსა“ და ააიპ „მედია ცენტრი ღია აფხაზეთს“ შორის 2011 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება №11–411 (მოქმედების ვადა 01.08.2011 – 31.12.2011, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხის „აფხაზეთის ხმის“ რეტრანსლირების შესახებ;
ი) სს „სილქნეტსა“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ს შორის 2011 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება №11–411 (მოქმედების ვადა 01.08.2011 – 30.02.2012, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხების „რუსთავი 2“–ის და „ახალი არხის“ რეტრანსლირების შესახებ;
კ) სს „სილქნეტსა“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შორის 2011 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება №11–412 (მოქმედების ვადა 01.08.2011 – 31.12.2012, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხების „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხის“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის მე–2 არხის“ რეტრანსლირების შესახებ;
ლ) სს „სილქნეტსა“ და შპს „ტელეიმედს“ შორის 2011 წლის 11 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 11.03.2011 – 31.08.2011) სამაუწყებლო არხის „იმედის“ რეტრანსლირების შესახებ;
მ) სს „სილქნეტსა“ და შპს „სტეპკომს“ შორის 2011 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება №01/08/11/111_Contr_SN (მოქმედების ვადა 01.08.2011–01.08.2012) სამაუწყებლო არხების „India TV”–ს, „Кухня ТВ“–ს, „Интересное ТВ“–ს, „Авто Плюс ТВ“–ს, „Боец ТВ“–ს, „Комедия ТВ“–ს, „Русская Ночь“, „Много ТВ“–ს, „ТВ бульвар“–ის და „365 Дней ТВ“–ს რეტრანსლირების შესახებ;
ნ) სს „სილქნეტსა“ და შპს „სტეპკომს“ შორის 2011 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება №01/08/11/110_Contr_SN (მოქმედების ვადა 01.08.2011–01.05.2012) სამაუწყებლო არხის „Феникс+Кино“–ს რეტრანსლირების შესახებ;
ო) სს „სილქნეტს“, შპს „ნოვუსს“, სს გაერთიანებულ ტელეკომსა“ და “Sparrowhawk International Channels limited”-ს შორის 2010 წლის 1 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 14.07.2009–31.08.2012) სამაუწყებლო არხების “Diva Universal”-ის, “Universal Channel”-ის და „Syfy Channel“-ის რეტრანსლირების შესახებ;
პ) შპს „ნოვუსსა“ და ООО „Телеканал Ойкумена“–ს შორის 2010 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელსეკრულება №1/24Т/3C (მოქმედების ვადა 01.04.2010–31.12.2011) სამაუწყებლო არხის „24 Техно“–ს რეტრანსლირების შესახებ;
ჟ) შპს „ნოვუსსა“ და ЗАО „Телекомпания СТРИМ“–ს შორის 2010 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება №07/AH/10 (მოქმედების ვადა 01.06.2010–31.12.2011) სამაუწყებლო არხების „Ретро ТВ“–ს, „Охота и Рыбалка“–ს, „Здоровое Телевидение“–ს, „Усадьба ТВ“–ს და „Драйв ТВ“–ს რეტრანსლირების შესახებ;
რ) შპს „ნოვუსს”, “Fashion TV Russia Ltd.”-ს და “FTV BVI”-ს შორის 2010 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.04.2010–01.04.2015) სამაუწყებლო არხის „Fashion TV“–ს რეტრანსლირების შესახებ;
ს) შპს „ნოვუსსა“ და ООО „АртМедиа“–ს შორის 2010 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება №1/НСТВ/3С (მოქმედების ვადა 01.04.2010–31.12.2011) სამაუწყებლო არხის „НАСТОЯЩЕЕ СТРАШНОЕ ТЕЛЕВИДЕНИЕ“–ს რეტრანსლირების შესახებ;
ტ) შპს „ნოვუსსა“ და “Global Media Servis”-ს შორის 2010 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება №GE-10-675(AZ-06/008) (მოქმედების ვადა 01.04.2010-01.04.2013, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხის “TV 1000”–ის, “TV 1000 action”–ის, „Viasat Sport“-ის, “History”–ს, “Explorer”–ის და „TV 1000 Русское Кино“–ს რეტრანსლირების შესახებ;
უ) შპს „ნოვუსსა“ და ООО „Телеканал Мать и Дитя“–ს შორის 2010 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება №1/МиД/3С (მოქმედების ვადა 01.04.2010–31.12.2011) სამაუწყებლო არხის „Мать и Дитя“–ს რეტრანსლირების შესახებ;
ფ) შპს „ნოვუსსა“ და ООО „АртМедиа“–ს შორის 2010 წლის 1 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება №6/НСТ/3С (მოქმედების ვადა 01.05.2010–31.12.2011) სამაუწყებლო არხის „НАСТОЯЩЕЕ СМЕШНОЕ ТЕЛЕВИДЕНИЕ“–ს რეტრანსლირების შესახებ;
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები შეიცავს, როგორც ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ხელშეკრულებებში ასახული სამაუწყებლო არხის/არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის პირობების შესახებ, ასევე ზოგიერთ მათგანში გათვალისწინებულია მხარეთა მიერ კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება, კომისიის აზრით, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სს „სილქნეტის“ და შპს „ნოვუსის“ 2011 წლის 11 აგვისტოს ერთობლივი განცხადება (№6/3574-11) და სს „სილქნეტის“ 2011 წლის 15 აგვისტოს განცხადება (№6/3656-11) უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გასათვალისწინებელია, რომ შპს სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების ზემოაღნიშნული ნაწილების საჯაროდ დატოვებამ, შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია საჯარო რეესტრში შეიტანოს ინფორმაცია მესამე პირის ან საჯარო დაწესებულების მიერ კომერციული საიდუმლოების მოთხოვნის, მოთხოვნის თარიღის, მომთხოვნის ვინაობისა და მისამართის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 და 32-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს სს „სილქნეტის“ და შპს „ნოვუსის 2011 წლის 11 აგვისტოს განცხადება №6/3574-11 და სს „სილქნეტის“ №6/3656-11 ნაწილობრივ;
ა) ცნობილ იქნას სს „სილქნეტსა“ და შპს „ალანიას“ შორის 2011 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება №11–408 (მოქმედების ვადა 01.08.2011 – 31.12.2012, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხის „რეგიონ ტვ“–ს რეტრანსლირების შესახებ, სს „სილქნეტის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ბ) ცნობილ იქნას სს „სილქნეტსა“ და შპს „რეალტივი საქართველოს“ შორის 2011 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება №11–409 (მოქმედების ვადა 01.08.2011 – 31.12.2012, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხის „რეალტივის“ რეტრანსლირების შესახებ, სს „სილქნეტის“ კომერციულ საიდუმლოებად;
გ) ცნობილ იქნას სს „სილქნეტსა“ და შპს „ტელეკომპანია მზეს“ შორის 2011 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.08.2011 – 31.12.2011, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხის „მზეს“ რეტრანსლირების შესახებ, სს „სილქნეტის“ კომერციულ საიდუმლოებად;
დ) ცნობილ იქნას სს „სილქნეტსა“ და შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ შორის 2011 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.08.2011 – 31.12.2011, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხის „I სტერეოს“ რეტრანსლირების შესახებ, სს „სილქნეტის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ე) ცნობილ იქნას სს „სილქნეტსა“ და შპს „ქეი 1“–ს შორის 2011 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.08.2011-31.12.2012, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხის „პირველი საინფორმაციო კავკასიურის“ რეტრანსლირების შესახებ, სს „სილქნეტის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ვ) ცნობილ იქნას სს „სილქნეტსა“ და შპს „საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნებას“ შორის 2011 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება №11–410 (მოქმედების ვადა 01.08.2011 – 31.12.2012, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხის „ერთსულოვნების“ რეტრანსლირების შესახებ, სს „სილქნეტის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ზ) ცნობილ იქნას სს „სილქნეტსა“ და შპს „ტელეკომპანია კავკასიას“ შორის 2011 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.08.2011 – 31.12.2011, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხის „კავკასიის“ რეტრანსლირების შესახებ, სს „სილქნეტის“ კომერციულ საიდუმლოებად;
თ) ცნობილ იქნას სს „სილქნეტსა“ და ააიპ „მედია ცენტრი ღია აფხაზეთს“ შორის 2011 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება №11–411 (მოქმედების ვადა 01.08.2011 – 31.12.2011, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხის „აფხაზეთის ხმის“ რეტრანსლირების შესახებ, სს „სილქნეტის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ი) ცნობილ იქნას სს „სილქნეტსა“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ს შორის 2011 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება №11–411 (მოქმედების ვადა 01.08.2011 – 30.02.2012, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხების „რუსთავი 2“–ის და „ახალი არხის“ რეტრანსლირების შესახებ, სს „სილქნეტის“ კომერციულ საიდუმლოებად;
კ) ცნობილ იქნას სს „სილქნეტსა“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შორის 2011 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება №11–412 (მოქმედების ვადა 01.08.2011 – 31.12.2012, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხების „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხის“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის მე–2 არხის“ რეტრანსლირების შესახებ, სს „სილქნეტის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ლ) ცნობილ იქნას სს „სილქნეტსა“ და შპს „ტელეიმედს“ შორის 2011 წლის 11 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 11.03.2011 – 31.08.2011) სამაუწყებლო არხის „იმედის“ რეტრანსლირების შესახებ, სს „სილქნეტის“ კომერციულ საიდუმლოებად;
მ) ცნობილ იქნას სს „სილქნეტსა“ და შპს „სტეპკომს“ შორის 2011 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება №01/08/11/111_Contr_SN (მოქმედების ვადა 01.08.2011–01.08.2012) სამაუწყებლო არხების „India TV”–ს, „Кухня ТВ“–ს, „Интересное ТВ“–ს, „Авто Плюс ТВ“–ს, „Боец ТВ“–ს, „Комедия ТВ“–ს, „Русская Ночь“, „Много ТВ“–ს, „ТВ бульвар“–ის და „365 Дней ТВ“–ს რეტრანსლირების შესახებ, სს „სილქნეტის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ნ) ცნობილ იქნას სს „სილქნეტსა“ და შპს „სტეპკომს“ შორის 2011 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება №01/08/11/110_Contr_SN (მოქმედების ვადა 01.08.2011–01.05.2012) სამაუწყებლო არხის „Феникс+Кино“–ს რეტრანსლირების შესახებ, სს „სილქნეტის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ო) ცნობილ იქნას სს „სილქნეტს“, შპს „ნოვუსს“, სს გაერთიანებულ ტელეკომსა“ და “Sparrowhawk International Channels limited”-ს შორის 2010 წლის 1 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 14.07.2009–31.08.2012) სამაუწყებლო არხების “Diva Universal”-ის, “Universal Channel”-ის და Syfy Channel-ის რეტრანსლირების შესახებ, სს „სილქნეტის“ და შპს „ნოვუსის“ კომერციულ საიდუმლოებად;
პ) ცნობილ იქნას შპს „ნოვუსსა“ და ООО „Телеканал Ойкумена“–ს შორის 2010 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელსეკრულება №1/24Т/3C (მოქმედების ვადა 01.04.2010–31.12.2011) სამაუწყებლო არხის „24 Техно“–ს რეტრანსლირების შესახებ, სს „სილქნეტის“ და შპს „ნოვუსის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ჟ) ცნობილ იქნას შპს „ნოვუსსა“ და ЗАО „Телекомпания СТРИМ“–ს შორის 2010 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება №07/AH/10 (მოქმედების ვადა 01.06.2010–31.12.2011) სამაუწყებლო არხების „Ретро ТВ“–ს, „Охота и Рыбалка“–ს, „Здоровое Телевидение“–ს, „Усадьба ТВ“–ს და „Драйв ТВ“–ს რეტრანსლირების შესახებ, სს „სილქნეტის“ და შპს „ნოვუსის“ კომერციულ საიდუმლოებად;
რ) ცნობილ იქნას შპს „ნოვუსს”, “Fashion TV Russia Ltd.”-ს და “FTV BVI”-ს შორის 2010 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.04.2010–01.04.2015) სამაუწყებლო არხის „Fashion TV“–ს რეტრანსლირების შესახებ, და სს „სილქნეტის“ და შპს „ნოვუსის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ს) ცნობილ იქნას შპს „ნოვუსსა“ და ООО „АртМедиа“–ს შორის 2010 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება №1/НСТВ/3С (მოქმედების ვადა 01.04.2010–31.12.2011) სამაუწყებლო არხის „НАСТОЯЩЕЕ СТРАШНОЕ ТЕЛЕВИДЕНИЕ“–ს რეტრანსლირების შესახებ, სს „სილქნეტის“ და შპს „ნოვუსის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ტ) ცნობილ იქნას შპს „ნოვუსსა“ და “Global Media Servis”-ს შორის 2010 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება №GE-10-675(AZ-06/008) (მოქმედების ვადა 01.04.2010-01.04.2013, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხის “TV 1000”–ის, “TV 1000 action”–ის, „Viasat Sport“-ის, “History”–ს, “Explorer”–ის და „TV 1000 Русское Кино“–ს რეტრანსლირების შესახებ, სს „სილქნეტის“ და შპს „ნოვუსის“ კომერციულ საიდუმლოებად;
უ) ცნობილ იქნას შპს „ნოვუსსა“ და ООО „Телеканал Мать и Дитя“–ს შორის 2010 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება №1/МиД/3С (მოქმედების ვადა 01.04.2010–31.12.2011) სამაუწყებლო არხის „Мать и Дитя“–ს რეტრანსლირების შესახებ, სს „სილქნეტის“ და შპს „ნოვუსის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ფ) ცნობილ იქნას შპს „ნოვუსსა“ და ООО „АртМедиа“–ს შორის 2010 წლის 1 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება №6/НСТ/3С (მოქმედების ვადა 01.05.2010–31.12.2011) სამაუწყებლო არხის „НАСТОЯЩЕЕ СМЕШНОЕ ТЕЛЕВИДЕНИЕ“–ს რეტრანსლირების შესახებ, სს „სილქნეტის“ და შპს „ნოვუსის“ კომერციულ საიდუმლოებად;
2. განემარტოს სს „სილქნეტს“ და შპს „ნოვუსს“, რომ კომერციულ საიდუმლოებად ვერ იქნება მიჩნეული წარმოდგენილი ხელშეკრულებების ის ნაწილები, რომლებშიც განსაზღვრულია ხელშეკრულებების დადების თარიღი, მოქმედების ვადა, კონტრაჰენტი მხარეები და ხელშეკრულების საგანი;
3. ინფორმაცია საიდუმლოდ ჩაითვალოს სს „სილქნეტისა“ და შპს „ნოვუსის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სათანადო რეესტრში შეტანა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების სს „სილქნეტისათვის“ და შპს „ნოვუსისათვის“ დაუყონებლივ გაგზავნა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
