სს ”სილქნეტისათვის’ ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 07, 2011
მიღების თარიღი აგვისტო 26, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (11.08.2011 №7/353-11) მიმართა სს ”სილქნეტმა” ციფრების ოთხნიშნა და ხუთნიშნა კომბინაციის - 11 00, 115 55, 117 77 და 180 00 ნუმერაციის რესურსების მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე.
სს ”სილქნეტის” წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურებაზე, საერთაშორისო და საქალაქთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურებაზე, ინტერნეტ მომსახურებაზე და სხვა.
კომისია აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსები სს ”სილქნეტს” ესაჭიროება აბონენტების საინფორმაციო-საცნობარო მომსახურებისათვის, დაზიანებათა რემონტის ბიუროსათვის, ინტერნეტ მომსახურებაზე საინფორმაციო სამსახურისათვის და საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო ლაპარაკებზე შეკვეთების მიღებისას საინფორმაციო- საცნობარო სამსახურისათვის.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა №355 დადგენილება „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა მოკლე ნომრების სტრუქტურა, ფორმატი, განაწილება და სარგებლობა. ამავე დებულების დანართი №4-ით განისაზღვრა ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის ძირითადი ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონიძიებათა გეგმა, რომლის შესაბამისად ახალ სისტემაზე გადასვლა უნდა მოხდეს ეტაპობრივად. ამასთან დებულების №3 დანართის მე-3 პუნქტის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტების შესაბამისად, ადგილობრივი სატელეფონო ქსელების კომპანიების საინფორმაციო-საცნობარო მომსახურებისათვის განსაზღვრულია ნუმერაციის რესურსი 110X ფორმატით, დაზიანებათა რემონტის ბიუროსათვის 115 XX, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო ლაპარაკებზე შეკვეთების მიღებისას საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისათვის 180 XX, ინტერნეტპროვაიდერების საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისათვის 117 XX, რომელებიც ამავე დებულების მე-11 მუხლის ”გ” პუნქტის შესაბამისად ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ ოპერატორებს ენიჭება უვადოდ, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე.
გამომდინარე იქედან, რომ სს ”სილქნეტი” მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კერძოდ, მომხმარებლისთვის საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების მისაწოდებლად, დაზიანებათა რემონტის ბიუროსათვის, ინტერნეტ მომსახურებაზე საინფორმაციო სამსახურისათვის და საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო ლაპარაკებზე შეკვეთების მიღებისას საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისათვის, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს სს ”სილქნეტის” მოთხოვნა და „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებიდან” გამომდინარე უვადოდ მიანიჭოს სს ”სილქნეტს” ნუმერაციის რესურსები: 1-1-0-0 (ერთი-ერთი-ნული-ნული), 1-1-5-5-5 (ერთი- ერთი- ხუთი- ხუთი- ხუთი), 1-1-7-7-7 (ერთი-ერთი- შვიდი-შვიდი-შვიდი) და 1-8-0-0-0 (ერთი-რვა-ნული-ნული-ნული) საქართველოს ტერიტორიაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს სს ”სილქნეტს” ნუმერაციის რესურსი - 1-1-0-0 (ერთი-ერთი-ნული-ნული) საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისათვის, უვადოდ, 2011 წლის 19 აგვისტოდან, საქართველოს ტერიტორიაზე;
2. მიენიჭოს სს ”სილქნეტს” ნუმერაციის რესურსი - 1-1-5-5-5 (ერთი- ერთი- ხუთი- ხუთი- ხუთი), დაზიანებათა რემონტის ბიუროსათვის, უვადოდ, 2011 წლის 19 აგვისტოდან, საქართველოს ტერიტორიაზე;
3. მიენიჭოს სს ”სილქნეტს” ნუმერაციის რესურსი - 1-1-7-7-7 (ერთი-ერთი- შვიდი-შვიდი-შვიდი), ინტერნეტ მომსახურებაზე საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისათვის, უვადოდ, 2011 წლის 19 აგვისტოდან, საქართველოს ტერიტორიაზე;
4. მიენიჭოს სს ”სილქნეტს” ნუმერაციის რესურსი 1-8-0-0-0 (ერთი-რვა- ნული- ნული-ნული), საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო ლაპარაკებზე შეკვეთების მიღებისას საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისათვის უვადოდ, 2011 წლის 19 აგვისტოდან, საქართველოს ტერიტორიაზე;
5. სს ”სილქნეტი” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსები გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს სს ”სილქნეტისთვის” ჩაბარების დღიდან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები: კ. კვიტაიშვილი
ი.მოსეშვილი
