წვდომის მენიუ

შპს ”ახალი ქსელებისათვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 440 / 15

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2011

მიღების თარიღი აგვისტო 26, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (18.08.2011 №7/361-11) მიმართა შპს ”ახალმა ქსელებმა” ციფრების ოთხნიშნა და ხუთნიშნა კომბინაციის - 11 01, 115 11, 117 11 და 180 08 ნუმერაციის რესურსების მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე.

   შპს ”ახალი ქსელები” წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურებაზე,  საერთაშორისო  და საქალაქთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურებაზე, ინტერნეტ მომსახურებაზე.

            კომისია აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსები შპს ”ახალ ქსელებს” ესაჭიროება აბონენტების  საინფორმაციო-საცნობარო მომსახურებისათვის, დაზიანებათა რემონტის ბიუროსათვის, ინტერნეტ მომსახურებაზე საინფორმაციო სამსახურისათვის და საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო ლაპარაკებზე შეკვეთების მიღებისას საინფორმაციო- საცნობარო სამსახურისათვის.

კომისია  ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა №355 დადგენილება „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა მოკლე ნომრების სტრუქტურა, ფორმატი, განაწილება და სარგებლობა. ამავე დებულების დანართი №4-ით განისაზღვრა ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის ძირითადი ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონიძიებათა გეგმა, რომლის შესაბამისად ახალ სისტემაზე გადასვლა უნდა მოხდეს ეტაპობრივად. ამასთან   ზემოაღნიშნული დებულების  №3 დანართის მე-3 პუნქტის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტების შესაბამისად, ადგილობრივი სატელეფონო ქსელების კომპანიების საინფორმაციო-საცნობარო მომსახურებისათვის განსაზღვრულია ნუმერაციის რესურსი 110X ფორმატით,  დაზიანებათა რემონტის ბიუროსათვის 115 XX,  საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო ლაპარაკებზე შეკვეთების მიღებისას საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისათვის 180 XX, ინტერნეტპროვაიდერების საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისათვის 117 XX, რომელებიც ამავე დებულების მე-11 მუხლის ”გ” პუნქტის შესაბამისად,  ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ ოპერატორებს ენიჭება უვადოდ.

          გამომდინარე იქედან, რომ შპს ”ახალი ქსელები” მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კერძოდ, მომხმარებლისთვის საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების მისაწოდებლად, დაზიანებათა რემონტის ბიუროსათვის, ინტერნეტ მომსახურებაზე საინფორმაციო სამსახურისათვის და საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო ლაპარაკებზე შეკვეთების მიღებისას საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისათვის, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს შპს ”ახალი ქსელების” მოთხოვნა და „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებიდან” გამომდინარე, უვადოდ შესაბამისი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის გაუქმებამდე მიანიჭოს შპს ”ახალ ქსელებს” ნუმერაციის რესურსები: 1-1-0-1 (ერთი-ერთი-ნული-ერთი), 1-1-5-1-1 (ერთი- ერთი- ხუთი-ერთი- ერთი), 1-1-7-1-1 (ერთი-ერთი-შვიდი-ერთი-ერთი) და 1-8-0-0-8 (ერთი-რვა-ნული-ნული-რვა) საქართველოს  ტერიტორიაზე.

            ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №3 და №4 დანართების, ასევე მე-11 მუხლის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”ახალ ქსელებს” ნუმერაციის რესურსი - 1-1-0-1 (ერთი-ერთი-ნული-ერთი) საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისათვის, უვადოდ, 2011 წლის 26 აგვისტოდან,  საქართველოს ტერიტორიაზე;

2.   მიენიჭოს შპს ”ახალ ქსელებს” ნუმერაციის რესურსი - 1-1-5-1-1 (ერთი- ერთი- ხუთი- ერთი- ერთი), დაზიანებათა რემონტის ბიუროსათვის, უვადოდ, 2011 წლის 26 აგვისტოდან,  საქართველოს ტერიტორიაზე;

3.  მიენიჭოს შპს ”ახალ ქსელებს” ნუმერაციის რესურსი - 1-1-7-1-1 (ერთი-ერთი- შვიდი-ერთი-ერთი), ინტერნეტ მომსახურებაზე საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისათვის, უვადოდ, 2011 წლის 26 აგვისტოდან,  საქართველოს ტერიტორიაზე;

4.     მიენიჭოს შპს ”ახალ ქსელებს” ნუმერაციის რესურსი 1-8-0-0-8 (ერთი-რვა- ნული- ნული-რვა),   საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო ლაპარაკებზე შეკვეთების მიღებისას  საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისათვის უვადოდ, 2011 წლის 26 აგვისტოდან,  საქართველოს ტერიტორიაზე;

5.   შპს ”ახალი ქსელები” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსები გამოიყენოს   ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

6.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს ”ახალი ქსელებისათვის” ჩაბარების დღიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი  თვის ვადაში;

8.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომარე  

 

ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი

 

. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი

 

. მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები