რიგი ავტორიზებული პირებისა და ლიცენზიის მფლობელების სანქცირებისა და ამავდროულად რიგი ავტორიზებული პირებისთვის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 05, 2011
მიღების თარიღი აგვისტო 26, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათები (08.08.2011 N10/710-11 და 12.08.2011 N10/732-11), რომელშიც აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის 20 ივნისის მდგომარეობით:
1. მიუხედავად კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული თანხებისა, რეგულირების საფასურის გაანაგარიშებები სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში არ წარმოუდგენია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ რიგ კომპანიებს, კერძოდ:
ა) შპს ”საქართველო XXI საუკუნეს” მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი 2011 წლის იანვარი-მაისის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშებები;
ბ) შპს ”სხარტის” მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი 2011 წლის იანვარი-მაისის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშებები;
გ) შპს ”კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის” მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი 2011 წლის იანვარი-მაისის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშებები;
დ) ინდ.მეწარმე ”ომარ კუპრაშვილის“ მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი 2011 წლის თებერვალი-მაისის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშებები;
ე) შპს ”ულტრა სერვისის“ მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი 2011 წლის მარტი-მაისის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშებები;
ვ) შპს ”ჯორჯიენმეგატიმბერის” მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი 2011 წლის მარტი-მაისის თვეები რეგულირების საფასურის გაანგარიშებები;
ზ) შპს ”ინტელკომ ჯგუფის” მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი 2011 წლის მარტი-მაისის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშებები;
თ) ინდ. მეწარმე ”გოჩა ლილუაშვილის” მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი 2011 წლის აპრილი-მაისის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშებები;
ი) შპს ”მაქსტელის” მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი 2011 წლის აპრილი-მაისის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშებები;
კ) შპს ”სუფსა ტექნოკომის“ მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი 2011 წლის იანვარი-მაისის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშებები;
ლ) შპს ”ტელეარხი 25”-ს მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი მაისის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშება;
2. რეგულირების საფასურის გაანგარიშებები სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში კომისიაში არ წარმოუდგენია და არც თანხები ჩაურიცხია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ და კერძო მაუწყებლობის მფლობელ კომპანიებს, კერძოდ:
ა) შპს ”მომავლის რეკლამის“ მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი 2011 წლის იანვარი-მაისის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და არც გადახდები განხორციელებულა ამ პერიოდში;
ბ) შპს ”ჯითიესის” მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი 2011 წლის მაისის თვის რეგულირების საფასრუსი გაანგარიშება და ამავე დროს, კომპანიას ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება (2011 წლის აპრილი-მაისი) და არც გადახდები განხორციელებულა ამ პერიოდში;
გ) შპს ”ეარ ლაინის” მიერ რეგულირების საფასურის გაანგარიშებები არ წარმოდგენილა კომისიაში ავტორიზაციის გავლის დღიდან (ავტორიზაციის გავლის თარიღი 18.04.2011) და არც გადახდები განხორციელებულა ამ პერიოდში;
3. რეგულირების საფასურის გაანგარიშებები ავტორიზაციის გავლიდან ერთი წლის განმავლობაში არ წარმოუდგენიათ და არც თანხები ჩაურიცხიათ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ შემდეგ პირებს:
ა) შპს ”მერკო” (ავტორიზაციის გავლი თარიღი 01.02.2010)
ბ) შპს ”კოლხეთი მედია”( ავტორიზაციის გავლის თარიღი 12.02.2010)
გ) შპს ”კავკაზუს ტრანზიტ სისტემა” (ავტორიზაციის გავლის თარიღი 16.02.2010) ;
დ) შპს ”გლობალ ტელეკომი” (ავტორიზაციის გავლის თარიღი 16.02.2010) ;
ე) შპს ”დელტა კომმი” (ავტორიზაციის გავლის თარიღი 17.02.2010) ;
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით შეაჩეროს ავტორიზაცია, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:
ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;
ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;
გ) არ იხდის რეგულირების საფასურს.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათების 08.08.2011 N10/710-11 და 12.08.2011 N10/732-11) საფუძველზე, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2011 წლის 16 აგვისტოს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება რიგი ავტორიზებული პირებისა და ლიცენზიის მფლობელების სანქცირების თაობაზე, ხოლო ვინაიდან რიგი ავტორიზებული პირების მიერ კერძოდ, შპს ”მერკოს” (ავტორიზაციის გავლი თარიღი 01.02.2010), შპს ”კოლხეთი მედიას”( ავტორიზაციის გავლის თარიღი 12.02.2010), შპს ”კავკაზუს ტრანზიტ სისტემას” (ავტორიზაციის გავლის თარიღი 16.02.2010), შპს ”გლობალ ტელეკომის” (ავტორიზაციის გავლის თარიღი 16.02.2010), შპს ”დელტა კომმის” (ავტორიზაციის გავლის თარიღი 17.02.2010) მიერ ავტორიზაციის გავლიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომისიაში არ წარმოდგენილა რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და ამავე დროს, არ ყოფილა გადახდილი რეგულირების საფასური, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, ზემოაღნიშნული ავტორიზებული პირებისთვის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე.
ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, შეტყობინებებით ეცნობათ ავტორიზებულ და ლიცენზიის მფლობელ პირებს და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მათ ასევე განემარტათ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვნის უფლება.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული კომპანიებიდან ყველა წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, გარდა სამი კომპანიისა, რომლებიც არიან კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელები. კერძოდ, აღნიშნული კომპანიებია: შპს „საქართველო XXI საუკუნე“, რომელიც ფლობს კერძო მაუწყებლობის NB14 ლიცენზიას, შპს „ტელეარხი 25“, რომელიც ფლობს კერძო მაუწყებლობის NB29 ლიცენზიას, და შპს „მომავლის რეკლამა“, რომელიც ფლობს კერძო მაუწყებლობის NB76 ლიცენზიას.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2011 წლის 26 აგვისტოს სხდომაზე. სხდომას ესწრებოდნენ შპს „ულტრა სერვისის“, შპს „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის“, შპს „ტელეარხი 25“-ს, შპს „დელტა კომმის“, შპს „საქართველოს XXI საუკუნეს“, შპს „ინტელკომ ჯგუფის“, შპს „ჯითიესის“, შპს „სუფსა ტექნოკომის“, შპს „სხარტის“, შპს „ეარ ლაინის“, შპს „ჯორჯიენმეგატიმბერის“ წარმომადგენლები.
კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულან შპს „გლობალ ტელეკომის“, შპს „მაქსტელის“ და შპს „კოლხეთი მედიას“ წარმომადგენლები, რომლებსაც როგორც შპს „საქართველოს ფოსტიდან“ მიღებული ინფორმაციით დასტურდება, ჩაბარდათ კომისიის მიერ 2011 წლის 16 აგვისტოს გაგზავნილი შეტყობინებები (16.08.2011 N03/1780-11, N03/1788, N03/1778), კერძოდ, შპს „გლობალ ტელეკომის“ წარმომადგენელმა პირადად ჩაიბარა შეტყობინება 2011 წლის 26 აგვისტოს, შპს „მაქსტელს“ შეტყობინება ჩაბარდა 2011 წლის 18 აგვისტოს, ხოლო შპს „კოლხეთი მედიას“ - 2011 წლის 17 აგვისტოს; შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის მიერ დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოთხოვნები, სადაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „გლობალ ტელეკომს“, შპს „მაქსტელს“ და შპს „კოლხეთი მედიას“ წარმომადგენლების დაუწრებლად.
რაც შეეხება ინდ.მეწარმე „გოჩა ლილუაშვილს“, შპს „მომავლის რეკლამას“, შპს „კავკაზუს ტრანზიტ სისტემას“ და ინდ.მეწარმე „ომარ კუპრაშვილს“, შპს „საქართველოს ფოსტიდან“ მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, აღნიშნულ კომპანიებს არ ჩაბარებით კომისიის მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, რომლითაც ისინი მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, კერძოდ, რომ დაინტერესებულ პირებს მიეცეთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ ადმინისტრაციულ წარმოებაში, მიზანშეწონილია, ინდ.მეწარმე „გოჩა ლილუაშვილის“, შპს „მომავლის რეკლამის“ და ინდ.მეწარმე „ომარ კუპრაშვილის“ სანქცირების საკითხის, ასევე შპს „კავკაზუს ტრანზიტ სისტემის“ ავტორიზაციის შეჩერების საკითხის გადადება 2011 წლის 2 სექტემბრის 16:00 საათისთვის და ამავე დროს, ზემოაღნიშნული პირებისთვის დამატებითი შეტყობინებების გაგზავნა.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს ფოსტისგან“ მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, ვერ დასტურდება შპს „მერკოსთვის“ შეტყობინების ჩაბარების ფაქტი, მაგრამ კომისიაში წარმოდგენილია შპს „მერკოს“ წერილი 23.08.2011 N6/3832-11, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიას ავტორიზაციის გავლის დღიდან არ დაუწყია ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობა. შესაბამისად, შპს „მერკოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა წერილობითი ახსნა-განმარტება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, რაც არსებითი მნიშვნელობისაა გადაწყვეტილების მისაღებად. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „მერკოს“ დაუსწრებლად.
კომისია აღნიშნავს, რომ:
1. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიან ღირებულებასა (დღგ-ის გარეშე) და იმავე საანგარიშო თვეში სხვა ავტორიზებული პირების მიერ გაწეულ დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მომსახურებაზე აღიარებულ გადასახდელებს შორის სხვაობის 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია, გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით შეაჩეროს ავტორიზაცია, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:
ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;
ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;
გ) არ იხდის რეგულირების საფასურს.
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან ლიცენზიის მფლობელები. რეგულირების საფასურის ოდენობაა ლიცენზიის მფლობელის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში ლიცენზიის მფლობელის შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური და წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით;
5. "რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ" კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენისა და გადახდის წესი;
კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2011 წლის 26 აგვისტოს N10/788-11 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, 2011 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობით:
1. შპს ”საქართველოს XXI საუკუნეს” კომისიაში არ წარმოუდგენია ბოლო 5 თვის (იანვარი-მაისი) რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები (მიუხედავად ჩარიცხული თანხებისა);
2. შპს ”სხარტს” კომისიაში არ წარმოუდგენია ბოლო 5 თვის (იანვარი-მაისი) რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები (მიუხედავად ჩარიცხული თანხებისა);
3. შპს ”კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფმა” კომისიაში 2011 წლის 22 აგვისტოს წარმოადგინა 2011 წლის იანვარი-ივლისის თვის ჩათვლით რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, ასევე 2011 წლის 18 აგვისტოს კომისიის ანგარიშზე ჩარიცხა რეგულირების საფასური და რეგულირების საფასურის დავალიანება არ ერიცხება;
4. ინდ.მეწარმე ”ომარ კუპრაშვილმა” კომისიაში 2011 წლის 22 აგვისტოს წარმოადგინა 2011 წლის იანვარი-ივლისის თვის ჩათვლით რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და რეგულირების საფასურის დავალიანება არ ერიცხება;
5. შპს ”ულტრა სერვისმა” კომისიაში 2011 წლის 23 აგვისტოს წარმოადგინა 2011 წლის მარტი-ივლისის თვის ჩათვლით რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და რეგულირების საფასურის დავალიანება არ ერიცხება;
6. შპს ”ჯორჯიენმეგატიმბერმა” კომისიაში 2011 წლის 24 აგვისტოს წარმოადგინა 2011 წლის მარტი-ივლისის თვის ჩათვლით რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და რეგულირების საფასურის დავალიანება არ ერიცხება;
7. შპს ”ინტელკომ ჯგუფმა” კომისიაში 2011 წლის 19 აგვისტოს წარმოადგინა 2011 წლის მარტი-ივლისის თვის ჩათვლით რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები ასევე 2011 წლის 15 აგვისტოს კომისიის ანგარიშზე ჩარიცხა რეგულირების საფასური და რეგულირების საფასურის დავალიანება არ ერიცხება;
8. ინდ.მეწარმე ”გოჩა ლილუაშვილმა” კომისიაში 2011 წლის 02 აგვისტოს წარმოადგინა 2011 წლის მაისი-ივლისის და 08 აგვისტოს 2011 წლის აპრილის თვის რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და რეგულირების საფასურის დავალიანება არ ერიცხება;
9. შპს ”მაქსტელს” კომისიაში 2011 წლის მარტის თვის შემდეგ არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები (მიუხედავად ჩარიცხული თანხებისა);
10. შპს ”ჯითიესმა” კომისიაში 2011 წლის 19 აგვისტოს წარმოადგინა 2011 წლის მაისი-ივლისის თვის ჩათვლით რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და რეგულირების საფასურის დავალიანება არ ერიცხება;
11. შპს ”სუფსა ტექნოკომმა” არასწორად წარმოდგენილი და არასწორად დაზუსტებული რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების გამო, როგორც საბუღალტრო მონაცემებში ასევე კომისიის უწყებრივ რეესტრში აღმოჩნდა ზედმეტად ჩარიცხული თანხები და წარმოუდგენელი გაანგარიშებები. კონკრეტულად 2010 წლის დეკემბრის თვის გაანგარიშება არ ჩანს წარმოდგენილად;
12. შპს ”ტელეარხი 25” კომისიაში 2011 წლის 23 აგვისტოს წარმოადგინა 2011 წლის მაისი-ივლისის თვის რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, ასევე 2011 წლის 19 აგვისტოს ჩარიცხა რეგულირების საფასური და რეგულირების საფასურის დავალიანება არ ერიცხება;
13. შპს ”მომავლის რეკლამას” კომისიაში არ წარმოუდგენია ბოლო 5 თვის (იანვარი-მაისი) რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები;
14. შპს ”მერკოს” კომისიაში 2010 წლის აპრილის თვის შემდეგ არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები (ნულოვანი) და არ ჩაურიცხავს რეგულირების საფასური;
15. შპს ”კოლხეთი მედიას” კომისიაში 2010 წლის თებერვლის თვის შემდეგ არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და გააჩნია რეგულირების საფასურის დავალიანება 12.62 ლარი;
16. შპს ”კავკასუს ტრანზიტ სისტემს” კომისიაში ერთი წლის განმავლობაში არ წარმოუდგენია და არც ჩაურიცხავს რეგულირების ყოვლწლიური საფასური;
17. შპს ”გლობალ ტელეკომს” კომისიაში 2010 წლის აპრილის თვის შემდეგ არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები (მიუხედავად ჩარიცხული თანხებისა);
18. შპს ”დელტა კომმა” კომისიაში 2011 წლის 10 აგვისტოს წარმოადგინა 2011 წლის იანვარი-ივნისი და 2011 წლის 22 აგვისტოს ივლისის თვის რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, ასევე 2011 წლის 11 აგვისტოს და 2011 წლის 22 აგვისტოს ჩარიცხა რეგულირების საფასური და რეგულირების საფასურის დავალიანება არ ერიცხება;
19. შპს ”ეარ ლაინმა” კომისიაში წარმოადგინა მხოლოდ 2011 წლის აპრილის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშება (ნულოვანი).
კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის განმარტებით შპს „ეარ ლაინის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია 2011 წლის მაისის და ივნისის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშებები (ნულოვანი).
კომისიის აპარატის ნუმერაციის მართვისა და მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტების სამსახურებრივი ბარათების (23.08.2011 N10/776-11 და 24.08.2011 N10/782-11) შესაბამისად, ავტორიზაციის გავლიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობას არ ახორციელებენ შემდეგი ავტორიზებული პირები:
ა) შპს“მერკო“ (აღნიშნულს ადასტურებს შპს „მერკოს“ წერილი 23.08.2011 N6/3832-11, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიას მიერ ავტორიზაციის გავლის დღიდან არ დაუწყია ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობა);
ბ) შპს „კოლხეთი მედია“ (აღნიშნულს ადასტურებს შპს „კოლხეთი მედიას“ წერილი 24.08.2011 N7/366-11 სადაც აღნიშნულია, რომ კომპანია არ ახორციელებს ავტორიზაციით გათვალისწინებულ საქმიანობას და ამავე დროს, შპს „კოლხეთი მედია“ ითხოვს ავტორიზაციის შეჩერებას ერთი წლის ვადით);
გ) შპს „კავკაზუს ტრანზიტ სისტემა“;
დ) შპს „გლობალ ტელეკომი“ (აღნიშნულს ადასტურებს შპს „გლობალ ტელეკომის“ წერილი 26.08.2011 N7/368-11 სადაც აღნიშნულია, რომ კომპანია ბოლო ერთი წელია არ ახორციელებს ავტორიზაციით გათვალისწინებულ საქმიანობას და შესაბამისად ითხოვს ავტორიზაციის შეჩერებას);
კომისია სხდომაზე, შპს „ჯორჯიენმეგატიმბერის“, შპს „საქართველოს XXI საუკუნეს“, შპს „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის“, შპს „ინტელკომ ჯგუფის“,შპს „ტელეარხი 25“-ს, შპს „ჯითიესის“, შპს „სხარტის“, შპს „ეარ ლაინის“, შპს „ულტრა სერვისის“ წარმომადგენლებმა აღიარეს დარღვევის ფაქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „დელტა კომმის“ მიერ კომისაში წარმოდგენილ იქნა 2010 და 2011 წლის გაანგარიშებების ასლები და რეგულირების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები (25.08.2011 N6/3860-11) და კომისიის სხდომაზე შპს „დელტა კომმის“ წარმომადგენელმა კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ, იმ მოტივით, რომ კომპანიის მიერ დარღვევა უკვე აღმოფხვრილ იქნა საკითხის განხილვამდე. კომისიამ იმსჯელა შპს „დელტა კომმის“ მიერ დაყენებული შუამდგომლობის თაობაზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ) პუნქტის შესაბამისად მიიჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, გამომდინარე იქიდან, რომ ავტორიზებული პირების მიერ რეგულირების საფასურის გაანგარიშებების დაგვიანებით წარმოდგენა კომისიაში და შესაბამისად, რეგულირების საფასურის დაგვიანებით ჩარიცხვა კომისიის ანგარიშზე (რაც აღიარებულ იქნა კომისიის სხდომაზე შპს „დელტა კომმის“ წარმომადგენლის მიერ), წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და "რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ" კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დასრულებულ დარღვევას, კერძოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენისა და რეგულირების საფასურის გადახდის ვადების დაუცველობას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „დელტა კომმის“ მიერ დოკუმენტაცია კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2011 წლის 25 აგვისტოს (წერილი N6/3860-11) საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით მიზანშეწონილია გადაიდოს შპს „დელტა კომმის“ სანქცირების საკითხის განხილვა 2011 წლის 9 სექტემბრისთვის.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი მასალებისა და კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის ახსნა-განმარტებების შესაბამისად დადგინდა, რომ შპს „სუფსა ტექნოკომის“ მიერ 2011 წლის იანვარი-მაისის თვეებში წარმოდგენილ რეგულირების საფასურის გაანგარიშებებში დაშვებულ იქნა მექანიკური შეცდომა, კერძოდ წარმოდგენილ გაანგარიშებებში შეცდომით იყო მითითებული თვეების დასახელება, რამაც გამოიწვია გაუგებრობა და რაც დაზუსტებულ იქნა შპს „სუფსა ტექნოკომის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა შეწყდეს სანქცირების ადმინისტრაციული წარმოება შპს „სუფსა ტექნოკომის“ მიმართ დარღვევის ფაქტის დაუდასტურებლობის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ადგილი აქვს შპს „ჯორჯიენმეგატიმბერის“, შპს „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის“, შპს „ინტელკომ ჯგუფის“, შპს „ჯითიესის“, შპს „სხარტის“, შპს „ეარ ლაინის“, შპს „ულტრა სერვისის“, შპს „მაქსტელის“ მიერ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების და "რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ" კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევას, ხოლო შპს „ტელეარხი 25“-ს და შპს „საქართველო XXI საუკუნეს“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის და "რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ" კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევას, აღნიშნული კი წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს. კერძოდ,
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის ან/და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელი ან/და საზოგადოებრივი მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიჩნია, რომ ვინაიდან შპს „ჯორჯიენმეგატიმბერი“, შპს „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი“, შპს „ინტელკომ ჯგუფი“, შპს „ჯითიესი“, შპს „სხარტი“, შპს „ეარ ლაინი“, შპს „ულტრა სერვისი“, შპს „მაქსტელი“, შპს „ტელეარხი 25“ და შპს „საქართველო XXI საუკუნე“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილან სანქცირებულები, მათ მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას გაფრთხილება, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის და "რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ" კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან ავტორიზებული პირების შპს „მერკოს“, შპს „კოლხეთი მედიას“ და შპს „გლობალ ტელეკომის“ მიერ, ავტორიზაციის გავლიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში: არ განხორციელებულა ავტორიზებული საქმიანობა, მათ მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და ამავე დროს, არ არის გადახდილი რეგულირების საფასური კომისიის ანგარიშზე, კომისია მიაჩნია, რომ სახეზეა „ელექტრონული კომუნიკაციების შესხებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც კომისია უფლებამოსილია საკუთრი ინიციატივით შეაჩეროს პირის ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში. ამავე დროს, შპს „კოლხეთი მედია“ და შპს „გლობალ ტელეკომი“ ითხოვენ ავტორიზაციის შეჩერებას (წერილები 24.08.2011 N7/366-11; 26.08.2011 N7/368-11) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტიდან გამომდინარე, რომელიც ითვალისწინებს ავტორიზაციის შეჩერებას ავტორიზებული პირის ინიციატივით, მის მიერ მითითებული ვადით. შპს „კოლხეთი მედია“ წერილში ითხოვს ავტორიზაციის შეცერებას ერთი წლის ვადით, ხოლო შპს „გლობალ ტელეკომის“ განცხადებაში არ არის მითითებული, თუ რა ვადით სურს ავტორიზაციის შეჩერება ავტორიზებულ პირს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „კოლხეთი მედიას“ ავტორიზაცია უნდა შეუჩერდეს 1 წლის ვადით, ხოლო შპს „გლობალ ტელეკომს“ და შპს „მერკოს“ ავტორიზაცია უნდა შეუჩერდეთ მათ მიერ კომისიისთვის ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობის განახლების თაობაზე შეტყობინების გაგზავნამდე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტის, მე-191 მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნატის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1.მიეცეს გაფრთხილება შპს ”სხარტს” „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტის და "რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ" კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს „სხარტმა“ 2011 წლის იანვარი-მაისის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა 3 სამუშაო დღის ვადაში;
3. მიეცეს გაფრთხილება შპს ”კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფს” „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტის და "რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ" კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო;
4. მიეცეს გაფრთხილება შპს ”ულტრა სერვისს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტის და "რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ" კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო;
5. მიეცეს გაფრთხილება შპს ”ჯორჯიენმეგატიმბერს” „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტის და "რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ" კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო;
6. მიეცეს გაფრთხილება შპს ”ინტელკომ ჯგუფს” „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტის და "რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ" კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო;
7. მიეცეს გაფრთხილება შპს ”მაქსტელს” „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტის და "რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ" კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო;
8. უზრუნველყოს შპს „მაქსტელმა“ 2011 წლის აპრილი-მაისის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა 3 სამუშაო დღის ვადაში;
9. მიეცეს გაფრთხილება შპს ”ჯითიესს” „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტის და "რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ" კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო;
10. მიეცეს გაფრთხილება შპს ”ეარ ლაინს” „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტის და "რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ" კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო;
11. მიეცეს გაფრთხილება შპს ”ტელეარხი 25”-ს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტისა და "რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ" კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო;
12. მიეცეს გაფრთხილება შპს „საქართველო XXI საუკუნეს“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტისა და "რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ" კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო;
13. უზრუნველყოს შპს „საქართველო XXI საუკუნემ“ 2011 წლის იანვარი-მაისის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენა 5 სამუშაო დღის ვადაში;
14. შეუჩერდეს ავტორიზაცია შპს „მერკოს“კომისიისათვის ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობის განახლების თაობაზე შეტყობინების გაგზავნამდე;
15. შეუჩერდეს ავტორიზაცია შპს „კოლხეთი მედიას“ ერთი წლის ვადით 2012 წლის 26 აგვისტომდე;
16. შეუჩერდეს ავტორიზაცია შპს „გლობალ ტელეკომს“ კომისიისათვის ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობის განახლების თაობაზე შეტყობინების გაგზავნამდე;
17. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ.ქადეიშვილი) აცნობოს შპს „მერკოს“ და შპს „გლობალ ტელეკომს“, რომ მათ მიერ ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელება დაუშვებელია, კომისიისთვის მათი ავტორიზაციის დეკლარაციით გათვალისწინებული საქმიანობის განახლების თაობაზე შეტყობინების გაგზავნამდე;
18. გადაიდოს შპს „დელტა კომმის“ სანქცირების თაობაზე საკითხის განხილვა 2011 წლის 9 სექტემბრის 16:00 საათზე;
19. გადაიდოს ინდ.მეწარმე „გოჩა ლილუაშვილს“, შპს „მომავლის რეკლამას“, შპს „კავკაზუს ტრანზიტ სისტემას“ და ინდ.მეწარმე „ომარ კუპრაშვილს“ სანქცირების საკითხის განხილვა 2011 წლის 2 სექტემბრის 16:00 საათზე;
20. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) ინდ.მეწარმე „გოჩა ლილუაშვილს“, შპს „მომავლის რეკლამის“, შპს „კავკაზუს ტრანზიტ სისტემის“, შპს „დელტა კომმის“ და ინდ.მეწარმე „ომარ კუპრაშვილსთვის“ განმეორებითი შეტყობინებების გაგზავნა;
21. შეწყდეს შპს „სუფსა ტექნოკომის“ სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება, დარღვევის ფაქტის დაუდასტურებლობის გამო;
22. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილებაში აღნიშნული ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირებისთვის ამ გადაწყვეტილების ასლის დაუყოვნებლივ გაგზავნის უზრუნველყოფა;
23. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატამენტს (მ.ქადეიშვილი) ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
24. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ და ლიცენზიის მფლობელ პირთა უწყებრივ რეესტრებში შეტანის უზრუნველყოფა;
25. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ N6) ერთი თვის ვადაში;
26. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირებისთვის ჩაბარების დღიდან;
27. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2, მე-8 და მე-13 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
28. .კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-14, მე-15, მე-16, მე-17, 22-ე და 23-ე პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);
29. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-8, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, 22-ე და 23-ე პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები კ.კვიტაიშვილი
ი.მოსეშვილი
