წვდომის მენიუ

შპს „მედია ჰაუს დეკომისთვის“ დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ

ნომერი: 444 / 10

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 15, 2011

მიღების თარიღი სექტემბერი 02, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 29 ივლისის №383/10 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადდა კონკურსი კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად.

ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადების მიღების ვადად განისაზღვრა 2011 წლის 29 აგვისტოს 17:00 საათი.

კომისია აღნისნავს, რომ კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიაში განაცხადი წარმოადგინა შპს  ”მედია ჰაუსი დეკომმა”.

2011 წლის 2 სექტემბრის მოსამზადებელ სხდომაზე, ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ შპს ”მედია ჰაუსი დეკომის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება საკონკურსო პირობებს. კერძოდ, არ არის წარმოდგენილი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე–3 პუნქტის დ) ქვეპუნქტით და კომისიის 2011 წლის 29 ივლისის №383/10 გადაწყვეტილების მე–8 პუნქტის გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისობის დეკლარაცია.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და  მე-3 პუნქტების თანახმად, თუ განმცხადებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადას, რომელიც არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, ადმინისტრაციული ორგანო ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და  კომისიის 2011 წლის 29 ივლისის №383/10 გადაწყვეტილების მე–11 პუნქტის თანახმად,  დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, კომისიამ უნდა გააფრთხილოს ლიცენზიის მაძიებელი და მისცეს მას დამატებით არანაკლებ 5 და არა უმეტეს 15 სამუშაო დღე წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფის მიზნით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების,  ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის  და კომისიის 2011 წლის 29 ივლისის №383/10 გადაწყვეტილების მე–11 პუნქტის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს ვადა შპს ”მედია ჰაუს დეკომს” 2011 წლის 9 სექტემბრის 19 საათამდე წარმოადგინოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე–3 პუნქტის დ) ქვეპუნქტით და კომისიის 2011 წლის 29 ივლისის №383/10 გადაწყვეტილების მე–8 პუნქტის გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისობის დეკლარაცია;

2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”მედია ჰაუსი დეკომისთვის” გაგზავნის უაზრუნველყოფა (ნ. ჯავახიძე);

ბ)  გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ, №6) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები