წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის №61 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 445 / 17

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 15, 2011

მიღების თარიღი სექტემბერი 02, 2011

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2011 წლის 02 სექტემბრის №61 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–16 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს კომისიის 2011 წლის 02 სექტემბრის №61 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე–10 (შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” ნუმერაციის რესურსით  სარგებლობის № N27 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ) საკითხი კომისიის 2011 წლის 09 სექტემბრის სხდომის დღის წესრიგის პროექტში უფლებამოსილი პირის გამმოუცხადებლობის გამო;

2. კომისიის 2011 წლის 02 სექტემბრის №61 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე  

 

ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი

 

ს.  ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

 

. კვიტაიშვილი

                      კომისიის წევრი

 

ა . სიხარულიძე

კომისიის წევრი

 

. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები