წვდომის მენიუ

სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: 479 / 22

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 30, 2011

მიღების თარიღი სექტემბერი 16, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2011 წლის 2 სექტემბერს კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/3920-11) მიმართა სს „სილქნეტმა“ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სს „სილქნეტის“ კუთვნილ ვიდეოთეკაში შემავალი მხატვრული ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე გამოძახებითი აუდიო–ვიზუალური მომსახურების ფარგლებში (Video on Demand) ჩვენების მართლზომიერების დამადასტურებელი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, აგრეთვე ამ განცხადების საფუძველზე კომერციულ საიდუმლოებად საცნობი ხელშეკრულებები და მიიჩნია, რომ სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებები კომპანიის კუთვნილ ვიდეოთეკაში შემავალი მხატვრული ფილმების საქართველოს ტერიტორიზე გამოძახებითი აუდიო–ვიზუალური მომსახურების ფარგლებში (Video on Demand) ჩვენების შესახებ, შინაარსობრივად შესაძლებელია ნაწილობრივ შეიცავდეს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები შეიცავს ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებებში ასახული მხატვრული ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების პირობების შესახებ. კერძოდ:

ა) სს „სილქნეტსა“ და CP Media Limited–ს შორის 2011 წლის 1 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება (01.03.2011 – 01.03.2012) გამოძახებითი აუდიო–ვიზუალური მომსახურების ფარგლებში (Video on Demand) მხატვრული ფილმების  - 16 Blocks, Eighty-Eight, Minutes, 99 Francs, Avida, OSS 117: Le Caire Nid D’Espions, Crank 2, Alpha and Omega, Antichrist, Apocalypto, Arthur et la Guerre des 2 Mondes, Arthur et les Minimoys, Asterix aux Jeux Olympiques, Baaria, Kelly Gang (Ned Kelly), Standing still, Funny Money, White Noise, Disgrace, A Battle of Wits, Mike Blueberry, Expanded Reality, Bollywood/Hollywod, The Switch, Big stan, Brothers of the Head, Love’s Brother, Britannic, Bruno (Sacha baron Cohen), Бульварный Переплет, Van Helsing, One Point 0, Enfermes Dehors, The Upside of Anger, Vicky Cristina Barcelona, Outlander, Inland Empire, Seraphim Falls Cashback, Sprung! The Magic Roundabout, The Hole (Bold Films), Surfers Time (Czas Surferow), Everything put together, Le Deuxieme Souffle, Survive avec Les Loups, Butterfly on a Wheel, Imaginary Heroes, Boarding Gate, Le Heros de la Famille, The Duchess, Глянец, La Masseria Dele Alodole, Head in the Clouds, Stormbreaker, Yes nurse! No Nurse!, Две Сестры, Две Сестры 2, Две Судьбы, Super Size Me, Girl with a Pearl Earing, Ten Canoes, Дети Ванюхина, Becoming Jane, Piccadilly Jim, The Long Weekend, Good Shepard, Долгое Прощание, Дом Дураков, La Maison De Nina, Dear Wendy, Deadline (Гусиная Кожа), Ермоловы, TheWomen, Живи и Помни, Funny Games, Errance, Promise Me This, Займёмся Любовью, L’Emmerdeu, Reservation Road, Carriers, A Foreign Affair, Здравствуйте, мы ваша крыша!, Promised Land, Le Serpent, Золотой Ключик, Золотой Теленок, Золушка из Запрудья, Deliver us from Evil, The Name of the Rose, L’Auberge Espagnole, The Mother, Selon Charlie, L’Hypercondriaque (The Cactus), Капкан, Ken Park, Кидалы, Five Killers, Kirikou et les Betes Sauvages, Shortbus, Коктебель, Praire Home Companion, End Game, The Contract (Nu Image), The Queen, Королева, Костяника. Время Лета, The Cat Returns, Coffee and Cigarettes, Les Poupees Russes, Кризис среднего Возраста, Bathory, Blood brothers, Blood: The Last Vampire, Rabbit on the Moon, Candy, Лапушки, Lady Chatterley, Summer Place, Le Renard et L’Enfant, Лицо Французской Национальности, Lassie (Movie), XX/XY, Love and other Disasters, М+Ж, Boytown, Vegas baby, Manderlay, Mapc, Мастер и Маргарита, The Matador Match Point, Pete’s Meteor, The Mechanik, Cassandra’s Dream, Sa Majeste Minor, The Millions, Miss Pettigrew Lives for a day, MyBlueberry Nights, My Bloody Valentine, MonMeilleur Ami, Mar Adentro (The Sea Inside), My Bollywood Bride, We don’t live here anymore, Мымра, Almost Legal, Ha Mope, Straightheads, Наша RUSSIA. Яйца Судьбы, Небеса Oбетованные, Неваляшка, Bride & Prejudice – The Bollywood Musical, Невеста любой ценой, The Croocked Man, Les Extraordinair es Aventures D’Adelle Blanc-sec, Undisputed 2, Micmacs at Tire Larigot, Неуловимая Четверка, Anthony Zimmer, Cidade Baixa (Lower City), Никто не знает про секс, Никто не знает про секс 2, Synecdoche, New York, Women, The Tenants, Огни большого города, Lonely Hearts, MR 73, Ils (Them), Treasured Island, The Departed, Paris, Paris, Je t’aime, Boy Eats Girl, Transporter 3, Stranger than Fiction, Петербургские Тайны, Beer League, The Wicer Man, Piazza of the Moons, Под небом вороны, The Messengers, Burn after reading, Потапов к доске, Once you are born, Ashes of time – redux, The limits of control, Предсказание, Imagine me and you, The Condemned, Dogville Confessions, The Ghost writer, Phantom of the opera, Принцесса и Нищий, Mistress of soices, Wake of Death, Shopgirl, The Grudge, The Grudge 2, Next, Ensamble C’est tout, El Pasado, Arrivederci amore ciao, The Tripper, Five Children and it, Five Fingers, Duane Hopwood, The Libertine, Рататуй, Love Actually, Ricky, Hors de prix, Саломея, The Boss of it all, Mariages, Свободное плавание, Свои, Sex drive, Scop, A serious man, Chache (hidden), Blidness, Slither, Broken Flowers, Слушая тишину, Deaths of Ian Stone, Снежная Королева, Снежный Человек, Lie with me, The good night, Tideland, Relative Strangers, Effroyables Jardins, Сумасбродка, Married Life, Merry Christmas, Счастливый Конец, Taxi 4, Being Julia, The Quiet, Tokyo, Fleur de Peau, Trauma, Blockheads, You cant stop the murders, UV, Football Factory, Phileine Says Sorry, Flanders, Green Street Hooligans, Chumscrubber The Black Dahlia, Churchil – The Hollywood Years, Tom Yum Goong, Fourth Kind, Chiko, National Lampoon Pucked, Whore, Masked and Anonymous, Kidulthood, Entente Cordiale, Mon Petit Doigt ma Dit, Экватор, Eros, Я вам больше не верю - საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების შესახებ.

ბ) სს „სილქნეტსა“ და რევაზ ჩხეიძეს შორის 2011 წლის 22 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება (23.07.2011–01.06.2013) გამოძახებითი აუდიო–ვიზუალური მომსახურების ფარგლებში (Video on Demand) მხატვრული ფილმების „მაცხოვრის საფლავზე დანთებული სანთელი“, ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“, „მშობლიურო ჩემო მიწავ“ (რაიკომის მდივანი), „ნერგები“, „ღიმილის ბიჭები“, „ჯარისკაცის მამა“, „ზღვის ბილიკი“, „განძი“, „მაია წყნეთელი“, „მაგდანას ლურჯა“ და „ჩვენი ეზოს“  საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების შესახებ;

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები შეიცავს  ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ხელშეკრულებებში ასახული მხატვრული ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე გამოძახებითი მომსახურების ფარგლებში (Video on Demand) ჩვენების პირობების შესახებ, კომისიის აზრით, სს „სილქნეტის“ 2011 წლის  2 სექტემბრის განცხადება (№6/3920-11) უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გასათვალისწინებელია, რომ სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების ზემოაღნიშნული ნაწილების საჯაროდ დატოვებამ,  შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია საჯარო რეესტრში შეიტანოს ინფორმაცია მესამე პირის ან საჯარო დაწესებულების მიერ კომერციული საიდუმლოების მოთხოვნის, მოთხოვნის თარიღის, მომთხოვნის ვინაობისა და მისამართის შესახებ, ხოლო 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს საჯარო რეესტრში.

 ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-19 და 32-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  დაკმაყოფილდეს სს „სილქნეტის“ 2011 წლის 2 სექტემბრის განცხადება №6/3920-11 ნაწილობრივ, კერძოდ:

ა) ცნობილ იქნას სს „სილქნეტსა“ და  CP Media Limited–ს შორის 2011 წლის 1 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება (01.03.2011 – 01.03.2012) გამოძახებითი აუდიო–ვიზუალური მომსახურების ფარგლებში (Video on Demand) მხატვრული ფილმების  - 16 Blocks, Eighty-Eight, Minutes, 99 Francs, Avida, OSS 117: Le Caire Nid D’Espions, Crank 2, Alpha and Omega, Antichrist, Apocalypto, Arthur et la Guerre des 2 Mondes, Arthur et les Minimoys, Asterix aux Jeux Olympiques, Baaria, Kelly Gang (Ned Kelly), Standing still, Funny Money, White Noise, Disgrace, A Battle of Wits, Mike Blueberry, Expanded Reality, Bollywood/Hollywod, The Switch, Big stan, Brothers of the Head, Love’s Brother, Britannic, Bruno (Sacha baron Cohen), Бульварный Переплет, Van Helsing, One Point 0, Enfermes Dehors, The Upside of Anger, Vicky Cristina Barcelona, Outlander, Inland Empire, Seraphim Falls Cashback, Sprung! The Magic Roundabout, The Hole (Bold Films), Surfers Time (Czas Surferow), Everything put together, Le Deuxieme Souffle, Survive avec Les Loups, Butterfly on a Wheel, Imaginary Heroes, Boarding Gate, Le Heros de la Famille, The Duchess, Глянец, La Masseria Dele Alodole, Head in the Clouds, Stormbreaker, Yes nurse! No Nurse!, Две Сестры, Две Сестры 2, Две Судьбы, Super Size Me, Girl with a Pearl Earing, Ten Canoes, Дети Ванюхина, Becoming Jane, Piccadilly Jim, The Long Weekend, Good Shepard, Долгое Прощание, Дом Дураков, La Maison De Nina, Dear Wendy, Deadline (Гусиная Кожа), Ермоловы, TheWomen, Живи и Помни, Funny Games, Errance, Promise Me This, Займёмся Любовью, L’Emmerdeu, Reservation Road, Carriers, A Foreign Affair, Здравствуйте, мы ваша крыша!, Promised Land, Le Serpent, Золотой Ключик, Золотой Теленок, Золушка из Запрудья, Deliver us from Evil, The Name of the Rose, L’Auberge Espagnole, The Mother, Selon Charlie, L’Hypercondriaque (The Cactus), Капкан, Ken Park, Кидалы, Five Killers, Kirikou et les Betes Sauvages, Shortbus, Коктебель, Praire Home Companion, End Game, The Contract (Nu Image), The Queen, Королева, Костяника. Время Лета, The Cat Returns, Coffee and Cigarettes, Les Poupees Russes, Кризис среднего Возраста, Bathory, Blood brothers, Blood: The Last Vampire, Rabbit on the Moon, Candy, Лапушки, Lady Chatterley, Summer Place, Le Renard et L’Enfant, Лицо Французской Национальности, Lassie (Movie), XX/XY, Love and other Disasters, М+Ж, Boytown, Vegas baby, Manderlay, Mapc, Мастер и Маргарита, The Matador Match Point, Pete’s Meteor, The Mechanik, Cassandra’s Dream, Sa Majeste Minor, The Millions, Miss Pettigrew Lives for a day, MyBlueberry Nights, My Bloody Valentine, MonMeilleur Ami, Mar Adentro (The Sea Inside), My Bollywood Bride, We don’t live here anymore, Мымра, Almost Legal, Ha Mope, Straightheads, Наша RUSSIA. Яйца Судьбы, Небеса Oбетованные, Неваляшка, Bride & Prejudice – The Bollywood Musical, Невеста любой ценой, The Croocked Man, Les Extraordinair es Aventures D’Adelle Blanc-sec, Undisputed 2, Micmacs at Tire Larigot, Неуловимая Четверка, Anthony Zimmer, Cidade Baixa (Lower City), Никто не знает про секс, Никто не знает про секс 2, Synecdoche, New York, Women, The Tenants, Огни большого города, Lonely Hearts, MR 73, Ils (Them), Treasured Island, The Departed, Paris, Paris, Je t’aime, Boy Eats Girl, Transporter 3, Stranger than Fiction, Петербургские Тайны, Beer League, The Wicer Man, Piazza of the Moons, Под небом вороны, The Messengers, Burn after reading, Потапов к доске, Once you are born, Ashes of time – redux, The limits of control, Предсказание, Imagine me and you, The Condemned, Dogville Confessions, The Ghost writer, Phantom of the opera, Принцесса и Нищий, Mistress of soices, Wake of Death, Shopgirl, The Grudge, The Grudge 2, Next, Ensamble C’est tout, El Pasado, Arrivederci amore ciao, The Tripper, Five Children and it, Five Fingers, Duane Hopwood, The Libertine, Рататуй, Love Actually, Ricky, Hors de prix, Саломея, The Boss of it all, Mariages, Свободное плавание, Свои, Sex drive, Scop, A serious man, Chache (hidden), Blidness, Slither, Broken Flowers, Слушая тишину, Deaths of Ian Stone, Снежная Королева, Снежный Человек, Lie with me, The good night, Tideland, Relative Strangers, Effroyables Jardins, Сумасбродка, Married Life, Merry Christmas, Счастливый Конец, Taxi 4, Being Julia, The Quiet, Tokyo, Fleur de Peau, Trauma, Blockheads, You can’t stop the murders, UV, Football Factory, Phileine Says Sorry, Flanders, Green Street Hooligans, Chumscrubber The Black Dahlia, Churchil – The Hollywood Years, Tom Yum Goong, Fourth Kind, Chiko, National Lampoon Pucked, Whore, Masked and Anonymous, Kidulthood, Entente Cordiale, Mon Petit Doigt ma Dit, Экватор, Eros, Я вам больше не верю - საქართველოს ტერიტორიაზე არაექსკლუზიური ჩვენების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებებში ასახული მხატვრული ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების პირობების ნაწილში,  სს „სილქნეტის“ კომერციულ საიდუმლოებად;

ბ) ცნობილ იქნას სს „სილქნეტსა“ და რევაზ ჩხეიძეს შორის 2011 წლის 22 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება (23.07.2011–01.06.2013) გამოძახებითი აუდიო–ვიზუალური მომსახურების ფარგლებში (Video on Demand) მხატვრული ფილმების „მაცხოვრის საფლავზე დანთებული სანთელი“, ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“, „მშობლიურო ჩემო მიწავ“ (რაიკომის მდივანი), „ნერგები“, „ღიმილის ბიჭები“, „ჯარისკაცის მამა“, „ზღვის ბილიკი“, „განძი“, „მაია წყნეთელი“, „მაგდანას ლურჯა“ და „ჩვენი ეზოს“ საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებებში ასახული მხატვრული ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების პირობების ნაწილში, სს „სილქნეტის“ კომერციულ საიდუმლოებად;

2. განემარტოს სს „სილქნეტს“, რომ კომერციულ საიდუმლოებად ვერ იქნება მიჩნეული წარმოდგენილი ხელშეკრულებების ის ნაწილები, რომლებშიც განსაზღვრულია ხელშეკრულებების დადების თარიღი, მოქმედების ვადა, კონტრაჰენტი მხარეები და ხელშეკრულების საგანი;

3. ინფორმაცია საიდუმლოდ ჩაითვალოს სს „სილქნეტის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისთვის მომართვამდე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სათანადო რეესტრში შეტანა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების სს „სილქნეტისათვის“ დაუყონებლივ გაგზავნა;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);

8. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ”სილქნეტისათვის” ჩაბარების დღიდან;

კომისიის თავმჯდომარ                                                              ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                     ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                     . კვიტაიშვილი 

კომისიის წევრი                                                                                     . სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                   . მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები