წვდომის მენიუ

საზღვაო ხომალდებისთვის (SILVIA” და “TEMURI KHOKHOBAIA”) სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ

ნომერი: 486 / 7

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 28, 2011

მიღების თარიღი სექტემბერი 23, 2011

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ სსიპ ”საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ” კომისიას მიმართა განცხადებებით,  წარმოდგენილი “რადიოსადგურის ანკეტების” გათვალისწინებით, საზღვაო ხომალდებისთვის (“SILVIA” და “TEMURI  KHOKHOBAIA”) რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების  შესახებ.

      “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47 -ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 გადაწყვიტა:   

1.მიენიჭოს საზღვაო ხომალდებს: “SILVIA” (მფლობელი ლევან ხორნაული) და “TEMURI  KHOKHOBAIA” (მფლობელი კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური)  ცხრილში აღნიშნული სახმობი და ამოცნობის  ნიშნები:

N

ლიცენზი-ის N

ხომალდის მფლობელი

ხომალდის  დასახელება

მინიჭე-ბული სახმობი

მინიჭებული MMSI  N

Selective call

1

1161

ლევან ხორნაული

“SILVIA”

4LMR2

213 964 000

-

2

1162

კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური

“TEMURI  KHOKHOBAIA”

4LMS2

213 965 000

-

2.    გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6 ) ერთი თვის ვადაში;

3.     კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის  რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრი                                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                 კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები