წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 25 თებერვლის №101/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: 489 / 19

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 30, 2011

მიღების თარიღი სექტემბერი 23, 2011

        საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს ”ტელეკომპანია I სტერეომ” კომისიას მიმართა განცხადებით (№36/0711,27.07.11), საქართველოს  ტერიტორიაზე  უძრავი და მოძრავი ობიექტებიდან სტუდიებამდე მაღალი გარჩევითობის მქონე სარეპორტაჟო ტელესიგნალების მიწოდებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით, კომისიის  2009 წლის   25 თებერვლის №101/13  გადაწყვეტილებით      მინიჭებული  259 მჰც ± 14 მჰც სიხშირის, 5 გჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში, ტოლფასი ზოლის სიგანის სიხშირით შეცვლის მოთხოვნით.

     კომისია აღნიშნავს, რომ      შპს ”ტელეკომპანია I სტერეოს” 259 მჰც ± 14 მჰც სიხშირის შეცვლა ესაჭიროება, კომპანიის ტექნიკური აღჭურვილობის ტექნოლოგიური ცვლილებების განხორციელებისთვის.

     კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს  ტერიტორიაზე უძრავი და მოძრავი ობიექტებიდან სტუდიებამდე მაღალი გარჩევითობის მქონე სარეპორტაჟო ტელესიგნალების მისაწოდებლად, შპს ”ტელეკომპანია I სტერეოსთვის“ კომისიის გადაწყვეტილებით (№101/13,25.02.09) მინიჭებული სიხშირის  259 მჰც ± 14 მჰც (ზოლის სიგანე 28 მჰც)  სანაცვლოდ,  5 გჰც დიაპაზონში  შერჩეულ იქნა   სიხშირე  4558 მჰც ±14 მჰც, ტოლფასი ზოლის სიგანით 28 მჰც. აღნიშნული სიხშირის გამოყენებაზე თანხმობა შპს ”ტელეკომპანია  I  სტერეომ” კომისიას აცნობა წერილით №39/0811,15.08.11.

     ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია,  ”ტელეკომპანია I სტერეოსთვის”    სიხშირის  მინიჭების    შესახებ კომისიის 2009 წლის 25 თებერვლის №101/13  გადაწყვეტილებაში   შეტანილ  იქნას   ცვლილება  და  სიხშირე 259 მჰც ± 14მჰც (ზოლის სიგანე 28მჰც) შეიცვალოს, ტოლფასი ზოლის მქონე სიხშირით 4558 მჰც ± 14 მჰც.

     საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად,  ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  შევიდეს ცვლილება კომისიის  2009 წლის 25 თებერვლის  №101/13     გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ”1.   მიენიჭოს   შპს ”ტელეკომპანია    I    სტერეოს”     სიხშირე       4558 მჰც±14 მჰც ზოლის

      სიგანით   28 მჰც   საქართველოს  ტერიტორიაზე   უძრავი    და  მოძრავი  ობიექტებიდან

      სტუდიებამდე    მაღალი    გარჩევითობის     მქონე      სარეპორტაჟო    ტელესიგნალების

      მიწოდებისთვის    რაც     გამოყენებულ    უნდა    იქნას     დამხმარე       ტექნოლოგიური   

      დანიშნულებით,     არაკომერციული      მიზნით,    №B20     ლიცენზიის        მოქმედების

       ვადით (03.10.2013);”

2. აღირიცხოს   შპს  ”ტელეკომპანია I სტერეოსთვის” მინიჭებული   სიხშირე კომისიის  შესაბამის  უწყებრივ რეესტრში  (რ.ქურდაძე);

3.  საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში  შპს ”ტელეკომპანია I სტერეოსთვის”  სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ №6) 1 თვის ვადაში;   

 5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის  დეპარტამენტს  (ს. შავგულიძე).

6. გადაწყვეტილება  ძალაში  შევიდეს  ამ  გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  შპს „ტელეკომპანია I სტერეოსთვის”    ჩაბარებისთანავე.  

კომისიის     წევრი                                                                             ს.ბრიტანჩუკი

კომისიის    წევრი                                                                             კ.კვიტაიშვილი

კომისიის    წევრი                                                                             ა.სიხარულიძე

კომისიის    წევრი                                                                               ი.მოსეშვილი                                                                          

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები