საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის №69 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 18, 2011
მიღების თარიღი სექტემბერი 30, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2011 წლის 30 სექტემბრის №69 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე-15, მე-16 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადაიდოს კომისიის 2011 წლის 30 სექტემბრის №69 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-13 (შპს „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფისთვის“ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ) საკითხის განხილვა მ/წლის 07 ოქტომბრის სხდომის დღის წესრიგის პროექტში მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო;
2. შპს „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის” დირექტორის მოადგილე თ. ასლანიკაშვილი შპს „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფისთვის“ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ საკითხის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე გაფრთხილდა კომისიის სხდომაზე, კანონით დადგენილი წესით;
3. კომისიის 2011 წლის 30 სექტემბრის №69 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთ) საკითხი:
ა) შპს „ედრი ჰოლდინგისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე);
4. კომისიის 2011 წლის 30 სექტემბრის №69 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
ი. ჩიქოვანი |
|
კომისიის წევრი |
|
კ. კვიტაიშვილი |
|
კომისიის წევრი |
|
ა . სიხარულიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ი. მოსეშვილი |
