წვდომის მენიუ

შპს “ჯეოსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N62 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 2 ივნისის № 238/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: 502 / 2

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 18, 2011

მიღების თარიღი სექტემბერი 30, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 26 აგვისტოს №442/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “ჯეოსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N62 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 2 ივნისის № 238/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.

ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2011 წლის 23 სექტემბრის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ჯეოსელმა” კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №№7/347-11 09.08.2011წ.) კომპანიის კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N62 ლიცენზიით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის ნაწილით სარგებლობის უფლების გაუქმებისა და ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს ”ჯეოსელი” უარს ამბობს კომისიის მიერ გაცემული №N62 ლიცენზიის საფუძველზე მასზე მინიჭებული ნუმერაციის რესურსის ნაწილზე და სარგებლობაში იტოვებს –  634 220  (ექვსას ოცდათოთხმეტი ათას ორას ოცი) სააბონენტო ნომერს;

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ჯეოსელის” ზემოაღნიშნულ განცხადებას თან ერთვის CD ელექტრონულ მატარებელზე დატანილი ნუმერაციის რესურსის განშლა, ლიცენზიის ნომრისა და შპს ”ჯეოსელის” სარგებლობაში დასატოვებელი ნუმერაციის რესურსის აღწერით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ჯეოსელი” კომისიის 2006 წლის 02 ივნისის №238/2 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N62 ლიცენზიას, ლიცენზიის  მოქმედების ვადა 2019 წლის 03 აგვისტომდე. ნუმერაციის რესურსი: 8-9-3 (რვა-ცხრა-სამი) სულ 734 220  (შვიდას ოცდათოთხმეტი ათას ორას ოცი) კომისიის 2006 წლის 02 ივნისის №238/2 გადაწყვეტილების დანართი N4-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 5-9-3 (ხუთი-ცხრა-სამი) სულ 734 220  (შვიდას ოცდათოთხმეტი ათას ორას ოცი) კომისიის 2006 წლის 02 ივნისის №238/2 გადაწყვეტილების დანართი N4-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით  მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობილობების იდენტიფი­ცირები­სა­თვის;”

   კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” თანახმად 2011 წლის 20 ივნისს შეიცვალა მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაცია და ჩამოყალიბდა შემდეგი ფორმატით 5XX  XX XX XX.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება; ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.

            საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2011 წლის 23 სექტემბრის სხდომაზე. გამომდინარე იქიდან, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოვლენილა შპს “ჯეოსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N62 ლიცენზის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია  ზემოაღნიშნული ლიცენზიის მოდიფიცირება და კომისიის 2006 წლის 2 ივნისის № 238/2 გადაწყვეტილებაში  შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს ”ჯეოსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N62 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2006 წლის 02 ივნისის №238/2 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ბ.ა ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”ბ.ა. ნუმერაციის რესურსი: 5-9-3 (ხუთი-ცხრა-სამი) სულ 634 220  (ექვსას ოცდათოთხმეტი ათას ორას ოცი) დანართი N4-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობილობების იდენტიფი­ცირები­სა­თვის;”

2. მოდიფიცირდეს კომისიის 2006 წლის 02 ივნისის №238/2 გადაწყვეტილების დანართი №4 თანდართული სახით (CD-1 ცალი თან ერთვის);

3.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”ჯეოსელისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ. N6) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ.გოთოშია);

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტებზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                 ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები