წვდომის მენიუ

შპს ”მაგთიკომისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 504 / 15

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 06, 2011

მიღების თარიღი სექტემბერი 30, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (08.09.2011 №7/385-11) მიმართა შპს ”მაგთიკომმა” ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის - 1191 ნუმერაციის რესურსის მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე.

     შპს ”მაგთიკომი” წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურებაზე, მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურებაზე, როუმინგული კავშირით  მომსახურებაზე და სხვა.

 მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსი შპს ”მაგთიკომს” ესაჭიროება აბონენტების  საინფორმაციო-საცნობარო მომსახურებისათვის.  

კომისია  ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა №355 დადგენილება „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა მოკლე ნომრების სტრუქტურა, ფორმატი, განაწილება და სარგებლობა. ამავე დებულების დანართი №4-ით განისაზღვრა ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის ძირითადი ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონიძიებათა გეგმა, რომლის შესაბამისად ახალ სისტემაზე გადასვლა უნდა მოხდეს ეტაპობრივად. ამასთან,  „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების №3 დანართის მე-3 პუნქტის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მობილური საკომუნიკაციო საოპერატორო კომპანიების საინფორმაციო-საცნობარო მომსახურებისათვის განსაზღვრულია ნუმერაციის რესურსი 119X ფორმატით, რომელიც ამავე დებულების მე-11 მუხლის ”გ” პუნქტის შესაბამისად,  შპს ”მაგთიკომს” უნდა მიენიჭოს უვადოდ, ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე.

გამომდინარე იქედან, რომ შპს ”მაგთიკომი” მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კერძოდ, მომხმარებლისთვის საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების მისაწოდებლად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს შპს ”მაგთიკომის” მოთხოვნა და „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებიდან” გამომდინარე მიანიჭოს შპს ”მაგთიკომს” ნუმერაციის რესურსი 1-1-9-1 (ერთი-ერთი-ცხრა-ერთი) საქართველოს  ტერიტორიაზე.

       ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №3 და №4 დანართების, ასევე მე-11 მუხლის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს ”მაგთიკომს”, როგორც მობილური საკომუნიკაციო საოპერატორო კომპანიას, ნუმერაციის რესურსი - 1-1-9-1 (ერთი-ერთი-ცხრა-ერთი) საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისათვის, უვადოდ - მობილურ ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე, 2011 წლის 30 სექტემბრიდან,  საქართველოს ტერიტორიაზე;

2.    შპს ”მაგთიკომი” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

3.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს ”მაგთიკომისთვის” ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი  თვის ვადაში;

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომარე                                                    ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები                                                                ა.სიხარულიძე

კ. კვიტაიშვილი                                                                             

                                                                                                        ი. მოსეშვილი                                                            

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები