შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 06, 2011
მიღების თარიღი სექტემბერი 30, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2011 წლის 19 და 20 სექტემბერს კომისიას განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/4114-11 და №6/4228-11) მიმართა შპს „გლობალ მედია ჯგუფმა“ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სპორტული ღონისძიებების და რიგი სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო ჩვენების უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის, ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების ნაწილი გულისხმობს სატელევიზიო ჩვენების ექსკლუზიურ უფლებას საქართველოს ტერიტორიაზე.
კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, აგრეთვე ამ განცხადების საფუძველზე კომერციულ საიდუმლოებად საცნობი ხელშეკრულებები და მიიჩნია, რომ შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ის ხელშეკრულებები, რომლებიც გულისხმობენ სატელევიზიო ჩვენების არაექსკლიუზიურ უფლებას შინაარსობრივად შესაძლებელია ნაწილობრივ შეიცავდეს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები შეიცავს ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებებში ასახული სპორტული ღონისძიებების, მხატვრული ფილმებისა და სერიალების საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების პირობების შესახებ. რაც შეეხება შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იმ ხელშეკრულებებს, რომლებიც გულისხმობენ სატელევიზიო ჩვენების ექსკლიუზიურ უფლებას, კომისიამ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებებში კომერციულ საიდუმლოებად შეიძლება მიჩნეულ იქნას მხოლოდ კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების შესახებ ინფორმაცია. კერძოდ:
ა) შპს „გლობალ მედია ჯგუფსა“ და შპს „საერთაშორისო სპორტის მედია ჯგუფს“ შორის 2011 წლის 2 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება (02.08.2011–30.09.2011) გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატის საქართველოს ტერიტორიაზე ექსკლუზიური ჩვენების შესახებ;
ბ) შპს „გლობალ მედია ჯგუფსა“ და B4 Capital S.A.–ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება (29.05.2011) ფეხბურთში იტალიის თასის გათამაშების ფინალის საქართველოს ტერიტორიაზე ექსკლუზიური ჩვენების შესახებ;
გ) შპს „გლობალ მედია ჯგუფსა“ და Sports News Television–ს შორის 2011 წლის 14 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება (01.04.2011-31.12.2012) საინფორმაციო სპორტული გადაცემების საქართველოს ტერიტორიაზე არაექსკლუზიური ჩვენების შესახებ;
დ) შპს „გლობალ მედია ჯგუფსა“ და MediaServe Limited-ს შორის 2011 წლის 7 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება N025-11 (01.04.2011–31.03.2012) სამაუწყებლო პროდუქციის – Magic Tricks Fast and Easy for Kids and Adults, Learn Magic with Lynn 11 Tricks for Kids, The World of Magic-Learn and Master 25 Tricks with Cards Money and everyday Objects, Crafts for Kids, Dancing for Kids (Baby Ballet/Top Tap Junior Jazz, Bob Rizzo: Jazz Dances for Kids and Teens, Live at Broadway Dance Centre: Dance for Kids 8+, Tinkerbell’s Learn Jazz step by step, Hip Hop for Kids, Hip Hop for Kids (Pop Lock and break), Kick to get fit Jr.-for Kids, Live at Broadway Dance Centre: Creative Movements for 3 and 4 years old with Tony Noblett, Yoga Kids: Silly to Calm, denise Austin’s fit Kids, Hip Hop for Kids: Schoolhouse Hip Hop, 6 fit Kids: Fitness workouts for Children, Time for dancing: Preschool Dance Experience, Get fit Kids: Hustle Bustle Move your Muscle, Move and Groove Kids, Yoga Kids for ages 3-6, Crazy Crafts: Jungle Animals, Crazy Crafts: Fairy Tales, Crazy Crafts: Messes Monsters and Music, Crazy Crafts: Bugs Lizards and Animals, Crazy Crafts: Under the Sea, Crazy Crafts: To the Rescue, Activity TV Origami: Fun with Paper, Kidvids: Squiggles Dots and Lines, Art on a Shoestring, Origami: Fun for Kids too, Rainy Day Arts, Rainy day Arts 2, Origami: Fun for Kids, Travel with Kids: Paris, Travel with Kids: London, Travel with Kids: New York, Travel with Kids: England, Travel with Kids: Costa Rica, Travel with Kids: Caribbean Puerto Rico and Virgin islands, Travel with Kids: Cruising with Kids Caribbean Cruise, Travel with Kids: Alaska, Travel with Kids: Havai oahu, Travel with Kids: Bahamas, Travel with Kids: Mexico, Franny’s Feet: Playing Soccer, Franny’s Feet: Under the Sea, Franny’s Feet: Let’s Dance, Franny’s Feet: Princess Franny, Franny’s Feet: Artic Antics, Poccoyo: Fun and Dance with poccoyo, Poccoyo and Friends, Meet poccoyo, Hello Kitty becomes princess, Hello Kitty goes to the Movies, Hello Kitty saves the Day, Hello Kitty plays pretend, Hello Kitty tells fairy tales, Hello Kitty’s paradise: Fun with friends, Hello Kitty’s paradise: Pretty Kitty, Hello Kitty: Stump Village: A Place for Fun, Hello Kitty: Stump Village: Work together, Noonbory and the Super 7:Toobalooba Christmas Noonbory and the Super 7: I sense something spooky, Noonbory and the Super 7: They”re Sensational, Baby Einstein: Baby Da Vinci from head to toe, Baby Einstein: Baby Santa’s Music Box, Baby Einstein: baby Beethoven, Baby Einstein: Discovering Shapes, Baby Einstein: Baby Noah, Baby Einstein: On the Go: Riding Sailing and Soaring, Baby Einstein: Numbers Nursery, 3x Baby Einstein: Baby’s favorite places: First words around the town, Baby Einstein: Baby’s first sounds: Discoveries for little Ears, Baby Einstein: My first Signs, Baby Einstein: Neighbourhood Animals, Baby Einstein: World Animal Adventure, Baby Einstein: Baby Neptune: Discovering Water, Sid the Science Kid: Sid the Science Kid: Change Happens, Sid the Science Kid: Gizmos and Gadgets, Sid the Science Kid: The ruler of the Thumb, Sid the Science Kid: The ruler of the Thumb, Sid the Science Kid: Weather Kid Sid, Sid the Science Kid: The Bug Club, Sid the Science Kid: Feeling Good inside and Out, What I like about you, Degrassi: The Next Generation, Tenco and the Guardians of the Magic, Teletubbies, Bernard, Miniscule, Rugrats, Lost World, Dinotopia, Flipper, Guinever Jones, Lassie, Life with Louie, The Tenth Kingdom, Roman Mysteries, The Adventures of Sindbad, Flight 29 Down, Spirited Away, Pocahontas 2: Journey to a new World, Robots, tarzan, Sindbad: Legends of the Seven Sea, Final Fantasy” The Spirits within, A Very Merry pooh Year, Atlantis the Lost Empire - საქართველოს ტერიტორიაზე არაექსკლუზიური ჩვენების უფლების შესახებ;
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები შეიცავს, როგორც ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ხელშეკრულებებში ასახული სპორტული ღონისძიებებისა და სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების პირობების შესახებ, კომისიის აზრით, შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ 2011 წლის 19 (№6/4114-11) და 20 სექტემბრის (№6/4228-11) განცხადებები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გასათვალისწინებელია, რომ შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების ზემოაღნიშნული ნაწილების საჯაროდ დატოვებამ, შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია საჯარო რეესტრში შეიტანოს ინფორმაცია მესამე პირის ან საჯარო დაწესებულების მიერ კომერციული საიდუმლოების მოთხოვნის, მოთხოვნის თარიღის, მომთხოვნის ვინაობისა და მისამართის შესახებ, ხოლო 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს საჯარო რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 და 32-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ 2011 წლის 19 და 20 სექტემბრის განცხადებები (№6/4114-11 №6/4228-11) ნაწილობრივ, კერძოდ:
ა) გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატის საქართველოს ტერიტორიაზე ექსკლუზიური ჩვენების შესახებ, შპს „გლობალ მედია ჯგუფსა“ და შპს „საერთაშორისო სპორტის მედია ჯგუფს“ შორის 2011 წლის 2 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების (02.08.2011–30.09.2011) მე–3 მუხლი, ცნობილ იქნას შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ბ) ფეხბურთში იტალიის თასის გათამაშების ფინალის საქართველოს ტერიტორიაზე ექსკლუზიური ჩვენების შესახებ, შპს „გლობალ მედია ჯგუფსა“ და B4 Capital S.A.–ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების (29.05.2011) მე–10 და მე–11 მუხლები, ცნობილ იქნას შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ კომერციულ საიდუმლოებად;
გ) ცნობილ იქნას შპს „გლობალ მედია ჯგუფსა“ და Sports News Television–ს შორის 2011 წლის 14 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება (01.04.2011-31.12.2012) საინფორმაციო სპორტული გადაცემების საქართველოს ტერიტორიაზე არაექსკლუზიური ჩვენების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებებში ასახული საინფორმაციო სპორტული გადაცემების საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების პირობების ნაწილში, შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ კომერციულ საიდუმლოებად;
დ) ცნობილ იქნას შპს „გლობალ მედია ჯგუფსა“ და MediaServe Limited-ს შორის 2011 წლის 7 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება N025-11 (01.04.2011–31.03.2012) სატელევიზიო პროდუქციის – Magic Tricks Fast and Easy for Kids and Adults, Learn Magic with Lynn 11 Tricks for Kids, The World of Magic-Learn and Master 25 Tricks with Cards Money and everyday Objects, Crafts for Kids, Dancing for Kids (Baby Ballet/Top Tap Junior Jazz, Bob Rizzo: Jazz Dances for Kids and Teens, Live at Broadway Dance Centre: Dance for Kids 8+, Tinkerbell’s Learn Jazz step by step, Hip Hop for Kids, Hip Hop for Kids (Pop Lock and break), Kick to get fit Jr.-for Kids, Live at Broadway Dance Centre: Creative Movements for 3 and 4 years old with Tony Noblett, Yoga Kids: Silly to Calm, denise Austin’s fit Kids, Hip Hop for Kids: Schoolhouse Hip Hop, 6 fit Kids: Fitness workouts for Children, Time for dancing: Preschool Dance Experience, Get fit Kids: Hustle Bustle Move your Muscle, Move and Groove Kids, Yoga Kids for ages 3-6, Crazy Crafts: Jungle Animals, Crazy Crafts: Fairy Tales, Crazy Crafts: Messes Monsters and Music, Crazy Crafts: Bugs Lizards and Animals, Crazy Crafts: Under the Sea, Crazy Crafts: To the Rescue, Activity TV Origami: Fun with Paper, Kidvids: Squiggles Dots and Lines, Art on a Shoestring, Origami: Fun for Kids too, Rainy Day Arts, Rainy day Arts 2, Origami: Fun for Kids, Travel with Kids: Paris, Travel with Kids: London, Travel with Kids: New York, Travel with Kids: England, Travel with Kids: Costa Rica, Travel with Kids: Caribbean Puerto Rico and Virgin islands, Travel with Kids: Cruising with Kids Caribbean Cruise, Travel with Kids: Alaska, Travel with Kids: Havai oahu, Travel with Kids: Bahamas, Travel with Kids: Mexico, Franny’s Feet: Playing Soccer, Franny’s Feet: Under the Sea, Franny’s Feet: Let’s Dance, Franny’s Feet: Princess Franny, Franny’s Feet: Artic Antics, Poccoyo: Fun and Dance with poccoyo, Poccoyo and Friends, Meet poccoyo, Hello Kitty becomes princess, Hello Kitty goes to the Movies, Hello Kitty saves the Day, Hello Kitty plays pretend, Hello Kitty tells fairy tales, Hello Kitty’s paradise: Fun with friends, Hello Kitty’s paradise: Pretty Kitty, Hello Kitty: Stump Village: A Place for Fun, Hello Kitty: Stump Village: Work together, Noonbory and the Super 7:Toobalooba Christmas Noonbory and the Super 7: I sense something spooky, Noonbory and the Super 7: They”re Sensational, Baby Einstein: Baby Da Vinci from head to toe, Baby Einstein: Baby Santa’s Music Box, Baby Einstein: baby Beethoven, Baby Einstein: Discovering Shapes, Baby Einstein: Baby Noah, Baby Einstein: On the Go: Riding Sailing and Soaring, Baby Einstein: Numbers Nursery, 3x Baby Einstein: Baby’s favorite places: First words around the town, Baby Einstein: Baby’s first sounds: Discoveries for little Ears, Baby Einstein: My first Signs, Baby Einstein: Neighbourhood Animals, Baby Einstein: World Animal Adventure, Baby Einstein: Baby Neptune: Discovering Water, Sid the Science Kid: Sid the Science Kid: Change Happens, Sid the Science Kid: Gizmos and Gadgets, Sid the Science Kid: The ruler of the Thumb, Sid the Science Kid: The ruler of the Thumb, Sid the Science Kid: Weather Kid Sid, Sid the Science Kid: The Bug Club, Sid the Science Kid: Feeling Good inside and Out, What I like about you, Degrassi: The Next Generation, Tenco and the Guardians of the Magic, Teletubbies, Bernard, Miniscule, Rugrats, Lost World, Dinotopia, Flipper, Guinever Jones, Lassie, Life with Louie, The Tenth Kingdom, Roman Mysteries, The Adventures of Sindbad, Flight 29 Down, Spirited Away, Pocahontas 2: Journey to a new World, Robots, tarzan, Sindbad: Legends of the Seven Sea, Final Fantasy” The Spirits within, A Very Merry pooh Year, Atlantis the Lost Empire - საქართველოს ტერიტორიაზე არაექსკლუზიური ჩვენების უფლების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებებში ასახული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების პირობების ნაწილში, შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ კომერციულ საიდუმლოებად;
2. განემარტოს შპს „გლობალ მედია ჯგუფს“, რომ ხელშეკრულებებში, რომლებიც გულისხმობენ სატელევიზიო ჩვენების არაექსკლუზიურ უფლებას, კომერციულ საიდუმლოებად ვერ იქნება მიჩნეული წარმოდგენილი ხელშეკრულებების ის ნაწილები, რომლებშიც განსაზღვრულია ხელშეკრულებების დადების თარიღი, მოქმედების ვადა, კონტრაჰენტი მხარეები და ხელშეკრულების საგანი, ხოლო იმ ხელშეკრულებებში, რომლებიც გულისხმობენ სატელევიზიო ჩვენების ექსკლუზიურ უფლებას, კომერციულ საიდუმლოებად მიჩნეული შეიძლება იყოს მხოლოდ კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების შესახებ ცნობები;
3. ინფორმაცია საიდუმლოდ ჩაითვალოს შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სათანადო რეესტრში შეტანა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „გლობალ მედია ჯგუფისათვის“ დაუყონებლივ გაგზავნა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
