წვდომის მენიუ

სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: 506 / 22

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 06, 2011

მიღების თარიღი სექტემბერი 30, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2011 წლის 14 სექტემბერს კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/4024-11) მიმართა სს „სილქნეტმა“ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების დამადასტურებელი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის, ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, აგრეთვე ამ განცხადების საფუძველზე კომერციულ საიდუმლოებად საცნობი ხელშეკრულებები და მიიჩნია, რომ სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებები სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შინაარსობრივად შესაძლებელია ნაწილობრივ შეიცავდეს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები შეიცავს ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებებში ასახული სამაუწყებლო არხის/არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის პირობების შესახებ. კერძოდ:

ა) სს „სილქნეტსა“ და შპს „სტეპკომს“ შორის 2011 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება №01/09/11/114_Contr_SN (01.09.2011–01.09.2012) სამაუწყებლო არხ Сарафан–ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

ბ) სს „სილქნეტსა“ და შპს „სტეპკომს“ შორის 2011 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება №01/09/11/113_Contr_SN (სმარტ ბარათის გააქტიურებიდან – 15.05.2012) სამაუწყებლო არხ Comedy TV–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები შეიცავს, როგორც ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებებში ასახული სამაუწყებლო არხის/არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის პირობების შესახებ, კომისიის აზრით, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სს „სილქნეტის“ 2011 წლის  14 სექტემბრის  განცხადება (№6/4024-11) უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გასათვალისწინებელია, რომ შპს სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების ზემოაღნიშნული ნაწილების საჯაროდ დატოვებამ,  შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია საჯარო რეესტრში შეიტანოს ინფორმაცია მესამე პირის ან საჯარო დაწესებულების მიერ კომერციული საიდუმლოების მოთხოვნის, მოთხოვნის თარიღის, მომთხოვნის ვინაობისა და მისამართის შესახებ, ხოლო 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს საჯარო რეესტრში.

 ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-19 და 32-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   დაკმაყოფილდეს სს „სილქნეტის“ 2011 წლის 2 სექტემბრის განცხადება №6/3920-11 ნაწილობრივ, კერძოდ:

ა) ცნობილ იქნას სს „სილქნეტსა“ და შპს „სტეპკომს“ შორის 2011 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება №01/09/11/114_Contr_SN (01.09.2011–01.09.2012) სამაუწყებლო არხ Сарафан–ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებაში ასახული სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების პირობების ნაწილში, სს „სილქნეტის“ კომერციულ საიდუმლოებად;

ბ) ცნობილ იქნას სს „სილქნეტსა“ და შპს „სტეპკომს“ შორის 2011 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება №01/09/11/113_Contr_SN (სმარტ ბარათის გააქტიურებიდან –15.05.2012) სამაუწყებლო არხ  Comedy TV–ს საქართველოს ტერიტორიაზე

რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებაში ასახული სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების პირობების ნაწილში, სს „სილქნეტის“ კომერციულ საიდუმლოებად;

2. განემარტოს სს „სილქნეტს“, რომ კომერციულ საიდუმლოებად ვერ იქნება მიჩნეული წარმოდგენილი ხელშეკრულებების ის ნაწილები, რომლებშიც განსაზღვრულია ხელშეკრულებების დადების თარიღი, მოქმედების ვადა, კონტრაჰენტი მხარეები და ხელშეკრულების საგანი;

3. ინფორმაცია საიდუმლოდ ჩაითვალოს სს „სილქნეტის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისთვის მომართვამდე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სათანადო რეესტრში შეტანა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების სს „სილქნეტისათვის“ დაუყონებლივ გაგზავნა;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);

8. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ”სილქნეტისათვის” ჩაბარების დღიდან;

კომისიის თავმჯდომარ                                                            ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                        . კვიტაიშვილი 

კომისიის წევრი                                                                        . სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                        . მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები