წვდომის მენიუ

ქ. თბილისში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების ორგანიზებისა და ფიქსირებული აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლე

ნომერი: 509 / 8

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 24, 2011

მიღების თარიღი ოქტომბერი 10, 2011

 

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2011 წლის 2 სექტემბრის N453/8 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი   ქ. თბილისში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების ორგანიზებისა და ფიქსირებული აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

”ა) 200 XX XX (სულ 10 000 სააბონენტო ნომერი) ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების ორგანიზებისა და ფიქსირებული აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისთვის ქ. თბილისში;

ბ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყებისა და ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების  ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;

გ) ლიცენზიის აღების შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელი  ვალდებული იქნება, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;”

ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა 3,000.00 (სამი ათასი) ლარით; აუქციონის ბიჯმა შეადგინა - 150 (ას ორმოცდაათი) ლარი; ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2011 წლის 19 სექტემბრის 17:00 საათი, ხოლო აუქციონის  ჩატარების თარიღად -  2011 წლის 7 ოქტომბრის 13:00  საათი.

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში  წარმოადგინეს შემდეგმა კომპანიებმა:

1. შპს ”ჯეოსელი” - 14.09.2011 №11/06-11;

2. შპს ”კავკასუს ონლაინი” – 19.09.2011 №11/07-11;

კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონში მონაწილე ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 ოქტომბრის №05/10/01 განკარგულების შესაბამისად, 2011 წლის 7 ოქტომბერი ქ. თბილისის ტერიტორიაზე გამოცხადდა უქმე დღედ. შესაბამისად, კომისიის 2011 წლის 7 ოქტომბრის სააუქციონო სხდომა გადატანილ იქნა 2011 წლის 10 ოქტომბერს 13 საათზე. სხდომის გადატანის შესახებ ტელეფონოგრამით ეცნობათ შპს ”ჯეოსელს” და შპს ”კავკასუს ონლაინს”.

აუქციონი გაიმართა 2011 წლის 10 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს ”ჯეოსელის” და შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენლები.

კომისია აღნიშნავს, რომ ქ. თბილისში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების ორგანიზებისა და ფიქსირებული აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართული აუქციონის მსვლელობისას “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, ჩატარდა წილისყრა კომისიაში განცხადებების წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. წილისყრის შედეგად    შპს ”ჯეოსელის”  წარმომადგენელმა ლევან გიორგაძემ  ყუთიდან ამოიღო №1,  შესაბამისად, შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელს ნუგზარ ადეიშვილს წილად ხვდა №2. პირველად რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა (საწყის საფასურს - 3,000.00 ლარს + ერთი ბიჯი - 150.00 ლარი) დააფიქსირა   შპს ”ჯეოსელის” წარმომადგენელმა, რის შემდეგაც შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელმა დაამატა კიდევ ხუთი ბიჯი. აუქციონის მსვლელობისას შპს ”ჯეოსელის“ წარმომადგენელის მიერ ბოლოს დასახელებულ იქნა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყის საფასურს დამატებული 57 (ორმოცდაჩვიდმეტი) ბიჯი, რის შემდეგაც შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელმა დაამატა 3  ბიჯი (60 ბიჯი), შპს ”ჯეოსელის” წარმომადგენელმა ლევან გიორგაძემ 61-ე ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შესაბამისად, გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 60 (სამოცი) ბიჯი, სულ 12,000.00 (თორმეტი ათასი) ლარი დააფიქსირა შპს “კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელმა ნუგზარ ადეიშვილმა.

            “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ქ. თბილისში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების ორგანიზებისა და ფიქსირებული აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2011 წლის 2 სექტემბრის N453/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”კავკასუს ონლაინი”, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 12,000.00 (თორმეტი ათასი) ლარი;

2. უზრუნველყოს შპს “კავკასუს ონლაინმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს - 3,600.00 (სამი ათას ექვსასი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 300.00 (სამასი) ლარი ანუ 3,300.00 (სამი ათას სამასი) ლარის გადახდა 2011 წლის 10 ნოემბრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - 200122900

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773072

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ს (8,400.00 რვა ათას ოთხასი ლარი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;    

4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.  კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენზიის მაძიებელს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;

6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7. დაევალოს კომისიის პრესმდივანს (ხ. ყურაშვილი)  აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

8.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (მ. ქადეიშვილი) აუქციონში მონაწილეებისთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი  თვის ვადაში;

10. გადაწყვეტილება ძალაში შედის დამოწმებული ასლის შპს ”კავკასუს ონლაინისთვის” და  შპს ”ჯეოსელისთვის” ჩაბარებისთანავე;

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-6 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე)

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-2 და მე-6 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                  ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                  ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                  ა. სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები