საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის №71 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 24, 2011
მიღების თარიღი ოქტომბერი 10, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2011 წლის 10 ოქტომბრის №71 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე-15, მე-16 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს კომისიის 2011 წლის 17 ოქტომბრის სხდომის დღის წესრიგის პროექტში კომისიის 2011 წლის 10 ოქტომბრის №71 სხდომის დღის წესრიგის პროექტის შემდეგი საკითხები:
ა) მე-11 (შპს „იუნაიტედ სეკურიტის“ სანქცირების შესახებ) საკითხი, შპს „იუნაიტედ სეკურიტისთვის“ შეტყობინების ჩაბარების დაუდასტურებლობისა და უფლებამოსილი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო;
ბ) მე–14 (ინდ.მეწარმე „დავით მაისურაძის“ სანქცირების შესახებ) საკითხი, დამატებითი შესწავლის მიზნით;
გ) მე–15 (შპს „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფისთვის“ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ) (შპს „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფისთვის“ შეტყობინების ჩაბარების დაუდასტურებლობისა და უფლებამოსილი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო;
2. კომისიის 2011 წლის 10 ოქტომბრის №71 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:
ა) მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/ დასრულების) საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე არსებული გარემოებების კვლევისა და ანალიზის, შესაბამისად, ”მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ3 კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ე. ასანიძე).
3. კომისიის 2011 წლის 10 ოქტომბრის №71 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
ი. ჩიქოვანი |
|
კომისიის წევრი |
|
ს. ბრიტანჩუკი |
|
კომისიის წევრი |
|
ა . სიხარულიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ი. მოსეშვილი |
