სს ”სილქნეტისთვის ” არაკომერციული მიზნით და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 18, 2011
მიღების თარიღი ოქტომბერი 10, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2011 წლის 25 მარტს, სს ”სილქნეტმა” კომისიას მიმართა განცხადებით №747/05-8 (კომისიაში რეგისტრაციის №7/122-10, 25.03.11), ამავე განცხადების დანართში გასაზღვრულ მონაკვეთებზე რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.
მოთხოვნილ მონაკვეთებზე რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის კომისიის მიერ შერჩეულ იქნა სიხშირეები და სს ”სილქნეტს” შეთანხმების მიზნით 2011 წლის 19 აპრილს გაეგზავნა წერილი №06/778-11; სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობა სს ”სილქნეტმა” კომისიას აცნობა წერილით №1839/01-08,14.07.11 (კომისიაში რეგისტრაციის №6/2969-11,15.07.11).
კომისია აღნიშნავს, რომ სს”სილქნეტი” რეგისტრირებულია ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ (სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი 02.04.2009, საიდენტიფიკაციო კოდი: 204566978), წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 10.03.2010) და ფლობს საკომუნიკაციო მომსახურეობის ქსელებსა და საშუალებებს.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ” სილქნეტს” „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-7 მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა, რომელიც შეადგენს 45572.88 (ოროცდახუთი ათას ხუთა სსამოცდათორმეტი ლარი და ოთხმოცდარვა თეთრი) ლარს.
კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებულ უნდა იქნას არაკომერციული მიზნით და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით, წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების (თან ერთვის) შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა გეოგრაფიულ პუნქტებში განლაგებული საკომუნიკაციო მომსახურეობის ქსელის სადგურებს შორის მაგისტრალურ და სუბმაგისტრალურ მონაკვეთებზე, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-7 მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს სს ”სილქნეტს” რადიოსიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, საკომუნიკაციო მომსახურების ქსელის სადგურებს შორის მაგისტრალურ და სუბმაგისტრალურ მონაკვეთებზე, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, არაკომერციული მიზნით და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით 10 წლის ვადით - 2021 წლის 7 ოქტომბრამდე, აუქციონის გარეშე;
2. განესაზღვროს სს ”სილქნეტს” სიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების
მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა 45572.88 (ოროცდახუთი ათას ხუთას სამოცდათორმეტი ლარი და ოთხმოცდარვა თეთრი) ლარის ოდენობით.
3. უზრუნველყოს სს ”სილქნეტმა” ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის ოდენობის 45572.88 (ოროცდახუთი ათას ხუთასსამოცდათორმეტი ლარი და ოთხმოცდარვა თეთრი) ლარის გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით, 10 დღის ვადაში 2011 წლის 18 ოქტომბრამდე;
მიმღები:
ხაზინის ერთიანი ანგარიში ა/ა 200122900;
ბანკი -სახელმწიფო ხაზინა;
TRESGE 22;
საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300773402;
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს სს ”სილქნეტის” მიერ აუქციონის საწყისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;
5. სს ”სილქნეტის”, მიერ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის ოდენობის 45572.88 (ოროცდახუთი ათას ხუთას სამოცდათორმეტი ლარი და ოთხმოცდარვა თეთრი) ლარის გადაუხდელობის შემთხვევაში, წინამდებარე გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად;
6. აღირიცხოს სს ”სილქნეტისთვის”, მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
7. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს ”სილქნეტისთვის”, რადიოსიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ №6) 1 თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი