წვდომის მენიუ

ინდ.მეწარმე ”ნიკო კევლიშვილის” სანქცირების შესახებ

ნომერი: 521 / 18

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 18, 2011

მიღების თარიღი ოქტომბერი 10, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,  მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2011 წლის 30 სექტემბერს წარმოებაში გადაეცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი №000167, შედგენილი 2011 წლის 28 სექტემბერს ქ.თელავში, რომელშიც აღნიშნულია, რომ ინდ.მეწარმე „ნიკო კევლიშვილი“ ტაქსებსა და დისპეჩერს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სათანადო ნებართვის გარეშე იყენებს რადიოსიხშირულ სპექტრს 160.525  მჰც.

სამართალდარღვევათა ოქმს ხელს აწერს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი ინჟინერი ნ.კონდოლელი, უფროსი ინჟინერი გ.ქართველიშვილი, მობილური ჯგუფის ტექნიკოსი კ.მამისეიშვილი და ინდივიდუალური მეწარმე ნიკო კევლიშვილი.

კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ინდ.მეწარმე „ნიკო კევლიშვილის“ სანქცირებასთან დაკავშირებით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.

”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2011 წლის 28 სექტემბერს, რომელიც კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შესაბამისი რეაგირებისთვის გადაეცა 2011 წლის 30 სექტემბერს. 2011 წლის 3 ოქტომბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება  ინდ.მეწარმე „ნიკო კევლიშვილის“ სანქცირების თაობაზე და საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2011 წლის 7 ოქტომბრის 16:00 საათი; ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე შეტყობინებით ეცნობა  ინდ.მეწარმე „ნიკო კევლიშვილს“ (03.10.2011 N03/2189-11); მხარეს ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება; მხარეს ასევე განემარტა, რომ  ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 ოქტომბრის N05/10/01 განკარგულების შესაბამისად, 2011 წლის 7 ოქტომბერი ქ.თბილისის ტერიტორიაზე გამოცხადდა უქმე დღედ. შესაბამისად, კომისიის 2011 წლის 5 ოქტომბრის სხდომა გადატანილ იქნა 2011 წლის 10 ოქტომბერს 16:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე ტელეფონოგრამით ეცნობა ინდ.მეწარმე „ნიკო კევლიშვილს“ და განმეორებით იქნა მოწვეული კომისიის სხდომაზე.

საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა  2011 წლის 10 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა ინდივიდუალური მეწარმე ნიკო კევლიშვილი, რომელმაც აღიარა სამართალდარღვევის ფაქტი და აღნიშნა, რომ მან კომისიას მიმართა განცხადებით სიხშირეების ხელახალი ვადით მინიჭების შესახებ, მაგრამ მას შემდეგ რაც კომისიის მხრიდან მიიღო წერილი, რომ განცხადებას თანდართული უნდა ჰქონოდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, მან ვეღარ შეძლო სანებართვო მოსაკრებლის გადახდა უსახსრობის გამო.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის  რადიოსიხშირეთა მართვის  დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000167 ოქმისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არსებული მასალების  შესწავლის შედეგად დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. ინდ.მეწარმე  ”ნიკო კევლიშვილმა”  2011 წლის 8 ივნისს კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/236-11, 08.06.11),   ქ. თელავში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში დისპეჩერსა და ტაქსებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე.  ზემოაღნიშნულ განცხადებას თანდართული არ ჰქონდა კერძო სამართლის იურიდიული პირის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირების  რეესტრიდან და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, როგორც ეს გათვალისწინებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტით. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, კომისიამ განმცხადებელს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის 1000 ლარის (500 ლარი 1 სიხშირეზე) საქართველოს ცენტრალურ   სახელმწიფო   ბიუჯეტში   გადახდის   დამადასტურებელი საბუთის  და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის წარმოდგენისთვის  განუსაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა (წერილი № 06/1267-11, 20.06.11წ., რომელიც ჩაბარდა ი/მ ”ნიკო კევლიშვილს”  2011 წლის 24 ივნისს).

ვინაიდან მითითებულ ვადაში განმცხადებელს მოთხოვნილი საბუთი არ წარმოუდგენია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლისმე-5 ნაწილიდან გამომდინარე, კომისიის მიერ 2011 წლის 22 ივლისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N364/12 რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ინდ.მეწარმე „ნიკო კევლიშვილის“ განცხადების (№ 7/236-11, 08.06.11) განუხილველად დატოვების შესახებ.

2. საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონია პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს გათვალისწინებულს  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით.

კომისია აღნიშნავს რომ:

1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 55-ე პუნქტით გათვალისწინებულია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვა.

2. ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც  ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების ან/და ნუმერაციის რესურსის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს ან/და ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.

4. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,  მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

გამომდინარე იქიდან, რომ ინდ.მეწარმე „ნიკო კევლიშვილის“ მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა ხორციელდებოდა კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის გარეშე, რაც დადასტურებულია კომისიის აპარატის სიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ 2011 წლის 28 სექტემბერს შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით N000167 და კომისიის სხდომაზე ინდივიდიუალური მეწარმე ნიკო კევლიშვილის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებით, ინდ.მეწარმე „ნიკო კევლიშვილის“ მიერ განხორციელებული ქმედება წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევას და ამავე დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას; კერძოდ, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ნებართვის გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობას, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ინდ.მეწარმე „ნიკო კევლიშვილის“ მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით; ამავე დროს, მას დაუყოვნებლივ უნდა აეკრძალოს ნებართვის  გარეშე  რადისიხშირული სპექტრით -160,525 მჰც  სარგებლობა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-მუხლის, 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-14, 15-ე 18-ე პუნქტების, 38-ე მუხლისა და 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. დაეკისროს ჯარიმა ინდ.მეწარმე „ნიკო კევლიშვილს“ 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის;

2. უზრუნველყოს ინდ.მეწარმე ”ნიკო კევლიშვილმა” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა, წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900;

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

- სახაზინო კოდი -  300513251;

3. უზრუნველყოს ინდ.მეწარმე „ნიკო კევლიშვილმა“ ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

4. ინდ.მეწარმე „ნიკო კევლიშვილმა“ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ნებართვის გარეშე რადისიხშირული სპექტრით 160,525 მჰც  სარგებლობა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა ინდ.მეწარმე „ნიკო კევლიშვილისთვის“ დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 10 დღის ვადაში;

7. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ინდ.მეწარმე „ნიკო კევლიშვილისთვის“ ჩაბარების დღიდან;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესარულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                          ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები                                                     ს.ბრიტანჩუკი

                                                                                  ა. სიხარულიძე         

ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები