წვდომის მენიუ

მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე არსებული გარემოებების კვლევისა და ანალიზის, შესაბამისად, 2მოძრავ

ნომერი: 522 / 23

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 24, 2011

მიღების თარიღი ოქტომბერი 10, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”)  აღნიშნავს, რომ ”მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილების შესაბამისად   საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებად განისაზღვრნენ შპს ”ჯეოსელი” და  შპს ”მაგთიკომი”. აღნიშნულ კომპანიებს ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაუდგინდათ სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ზედა ზღვრული ტარიფი - 8 თეთრის ოდენობით წუთზე, აქციზის და დღგ-ს  ჩათვლით.

კომისია აღნიშნავს, რომ ”მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილების მიღების შემდგომ სახეზეა რამდენიმე ახალი გარემოება, რომელიც განაპირობებს სატელეკომუნიკაციო ბაზრის ზემოაღნიშნულ სეგმენტებზე კონურენციის ხელშემწყობ მარეგულირებელ გადაწყვეტილებაში ცვლილებებსა და დამატებების შეტანას და შესაბამისად, განმეორებითი კვლევისა და ანალიზის ჩატარების აუცილებლობას.

კერძოდ, კომისიამ გამოარკვია, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზრის ამ სეგმენტებზე მნიშვნელოვნად არის შეცვლილი ის ძირითადი მახასიათებლები, რაც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების დადგენისა და მათთვის სპეციფიკური ვალდებულებების განსაზღვრის საფუძველს წარმოადგენს.

     კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ელექტრონული საკომუნიკაციო და სამაუწყებლო დარგების სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებით  მოწოდებული ინფორმაციის  მიხედვით, 2011 წლის განვლილ პერიოდში ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე 2G და 3G ტექნოლოგიის გამოყენებით მობილურ საკომუნიკაციო მომსახურებას ეწევა შპს “მაგთიკომი“ და შპს “ჯეოსელი“, ხოლო 2G ტექნოლოგიის გამოყენებით შპს “მობიტელი“.

     კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 და 2011 წლის 25 იანვრის №25/9 გადაწყვეტილებების და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებით მოწოდებული ინფორმაციის თანახმად წარმოდგენილი  უახლესი ინფორმაციით, აბონენტების რაოდენობის შესაბამისად გამოანგარიშებული  ფარდობითი საბაზრო წილები კომპანიების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

კომპანიის დასახელება

კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილების მიხედვით,

2010 წლის 31 მარტის მდგომარეობით

კომისიის 2011 წლის 25 იანვრის №26/9 გადაწყვეტილების მიხედვით,

 2010 წლის 30 ნოემბერიის მდგომარეობით

2011 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით

აქტიური აბონენტების რაოდენობა

ფარდობითი წილი %

აქტიური აბონენტების რაოდენობა

ფარდობითი წილი %

”ა” ტიპის აბონენტების რაოდენობა

ფარდობითი წილი %

შპს ”მაგთიკომი”

1 347 254

43,81%

1 328 670

41,61%

1 473 926

40,19%

შპს ”ჯეოსელი”

1 370 385

44,56%

1 447 785

45,34%

1 526 108

41,61%

შპს”მობიტელი”

357 504

11,63%

415 032

13,00%

667 501

18,20%

სს ”სილქნეტი”

 

0,00%

1 525

0,05%

 

0,00%

ს უ ლ

3 075 143

100,00%

3 193 012

100%

3 667 535

100,00%

შენიშვნა:

1. 2010 წლის 31 მარტის და 30 ნოემბრის მდგომარეობით მოცემულ ფარდობითი წილების გაანგარიშებაში აბონენტების რაოდენობ აღებულია აქტიური აბონენტების რაოდენობა შემდეგი განმარტების მიხედვით: აქტიურია აბონენტი, თუ მას სააანგარიშო თვის განმავლობაში ერთხელ მაინც აქვს მიღებული მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება, კერძოდ: ხმოვანი სატელეფონო, მოკლე ტექსტური შეტყობინების, ხმოვანი შეტყობინების, მობილური ინტერნეტის, მულტიმედიური და სხვა მომსახურებები.

2. აქტიური ”ა” ტიპის აბონენტში იგულისხმება,  აბონენტთა რაოდენობა  (SIM ბარათთა), ვინც შესაბამისი პერიოდის (თვე) განმავლობაში ერთხელ მაინც ისარგებლა კომპანიის მომსახურებით (განახორციელა ან  მიიღო ზარი, გააგზავნა ან მიიღო SMS/MMS, ისარგებლა ინტერნეტით ან სხვა ამატებითი მომსახურებით, დაერიცხა სააბონეტო გადასახადი (კომპანიის თანამშრომლების ჩათვლით  და სატესტო ბარათების ჩაუთვლელად),  კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ელექტრონული საკომუნიკაციო და სამაუწყებლო დარგების სტატისტიური ანგარიშგების ფორმების  დანართი №1-ის შესაბამისად.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოსულია შპს ”მაგთიკომის”  და შპს ”ჯეოსელის” მოთხოვნა (შპს ”მაგთიკომის ” №11/117-5,06.07. 2011 წ. და11/152, 25.08.2011წ. წერილები, შპს ”მაგთიკომის” და შპს ”ჯეოსელის” 04.08.2011 წლის ერთობლივი წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ”მობიტელის” აბონენტების რაოდენობის შესახებ კომისიისაგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ბაზრის სეგმენტზე შპს ”მობიტელის” მიერ დაკავებული ფარდობითი წილი შეადგენს არანაკლებ 15%-ს. ამ გარემოების გათვალისწინებით კომპანიები ითხოვენ მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კვლევისა და ანალიზის დაწყებას, შპს ”მობიტელის” მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად ცნობას და ურთიერთჩართვის მომსახურებაზე ზედა ზღვრული ტარიფის დადგენას.

 კომისიამ იხელმძღვანელა რა ზემოაღნიშნული გარემოებებით, მიიჩნია, რომ მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის  შესაბამისი სეგმენტებზე ჩატარებული უნდა იქნას  კვლევა და ანალიზი, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის ”ა” და ”გ” ქვეპუნქტების შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ ”საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მომსახურების ბაზრის ანალიზის პროცედურები მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის წინასწარი რეგულირებისათვის კვლევისა და ანალიზის განსახორციელებლად  და კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და ზეპირი მოსმენის ჩატარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გასაზღვრული წესით.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-5 პუნქტის ”ა” და ”გ” ქვეპუნქტების,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილისა და  IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე არსებული გარემოებების კვლევისა და ანალიზის, შესაბამისად, 2მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ3 კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9  გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით;

2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2011 წლის  11 ნოემბერს 16:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18), ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;

3. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის განისაზღვროს  სამთვიანი ვადა;

4. დაევალოთ ავტორიზებულს პირებს უზრუნველყონ ამ გადაწყვეტილებით  განსაზღვრული ბაზრის შესაბამისი სეგმენტების შესასწავლად ინფორმაციის და გაანგარიშებების მოწოდება კომისიის  წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი ფორმითა და ვადაში; 

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე)  საჯარო გაცნობისათვის ცნობათა გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრდებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

7. გადაწყვეტილება ძალაში  შევიდეს მისი სამოტივაციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოტანისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                       ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                     ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                     ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                     ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები