წვდომის მენიუ

შპს „ახალი ქსელებისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 525 / 1

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 24, 2011

მიღების თარიღი ოქტომბერი 13, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 26 აგვისტოს №435/8 გადაწყვეტილების შესაბამისად,  თერჯოლის მუნიციპალიტეტში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა   შპს ”ახალი ქსელები”.

ამავე გადაწყვეტილებით, შპს ”ახალ ქსელებს”, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 315.00            (სამას თხუთმეტი) ლარის 30%-ს - 94.50 (ოთხმოცდათოთხმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 30.00 (ოცდაათი) ლარი ანუ 64.50 (სამოცდაოთხი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ახალი ქსელების” მიერ, მთლიანად დაფარულია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური და საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია 285.00 (ორას ოთხმოცდახუთი) ლარი. აღნიშნული გადახდის დამადასტურებელი საბუთები კომისიაში წარმოდგენილია 2011 წლის 3 ოქტომბერს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს „ახალ ქსელებს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N167 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 244XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი)  ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების ორგანიზებისა და ფიქსირებული აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისთვის თერჯოლის მუნიციპალიტეტში;

ბ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ.ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“  გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი  თვის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის დამოწმებული ასლის შპს ”ახალი ქსელებისთვის”  ჩაბარებისთანავე;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც. უჯმაჯურიძე)

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (პირველი პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის წევრი                                                                                  ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები